მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > დრტვინვის წინააღმდეგ
დრტვინვის წინააღმდეგ24-01-2014, 00:01 |
სიტყვა იობსა და გლახაკთმოყვარებაზე
ზოგიერთი ქრისტიანი, როდესაც ესა თუ ის განსაცდელი ეწვევა, ნაცვლად იმისა, რომ ქედი მოიხაროს უფლის განგების გამოუთქმელ გზათა წინაშე, გაიხსენოს საკუთარი ცოდვები, მოინანიოს ისინი და ღმერთზე დაამყაროს მთელი სასოება - ყოველივე ამის ნაცვლად დრტვინავს და ამბობს: - რად მსჯის ღმერთი? ნუთუ ვერ ხედავს, როგორ ვიტანჯები? მე ხომ ყველას სიკეთეს ვუკეთებდი: ამას და ამას, ამა და ამ დროს, - და ასე შემდეგ, გაუთავებლად. ასე მოქცევა არ არის კარგი. ამგვარი დრტ-ვინვა გამოაჩენს ღვთის სიყვარულის უქონლობასაც. და, ალბათ, ამპარტავნებასაც. ადამიანი განსაცდელისას ასე არ უნდა იქცეოდეს. მაშ როგორ უნდა მოიქცესო, მკითხავთ. მოგიგებთ: იმგვარად, როგორ მოქცევასაც წმინდა მამები გვასწავლიან. და რას გვასწავლიან ისინი? ეკლესიის სიტყვაში „იობისა და მწირთამოყვარეობის შესახებ" ვკითხულობთ: „ისმინე, რას ამბობს წმინდა წერილი იობზე: ჰყავდა საქონელი - შვიდიათასი სული ცხვარი, სამიათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი დედალი ვირი, უამრავი მსახური. აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო ეს კაცი (იობ. 1, 3). მაგრამ უფალმა დაუშვა, რომ ცეცხლში დაღუპულიყო თითქმის მთელი მისი ქონება. მაგრამ იობს ჩივილის სიტყვაც არ დასცდენია, ასე ამბობდა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. ვითარცა უნდა, ეგრეცა ქმნა. (იობ. 1, 21). ამგვარად, უბედურების დროს დრტვინვას კი არ მოჰყოლია, არამედ ღვთის ნებას დამორჩილდა და სასოწარკვეთილებას არ მიეცა. ახლანდელი ადამიანები კი, თუკი უფლისგან სიკეთეს იღებენ, არც კი გაიხსენებენ მას; ხოლო როდესაც უბედურება ეწვევათ, მაშინ აუგად მოიხსენიებენ თავიანთ შემოქმედს და წვრილად ჩამოთვლიან თავის ყველა სიქველეს. და თუკი ოდესმე გროში უბოძეს გლახაკს, ან პურის ნატეხი მიაწოდეს, ან სანთელი დაანთეს ეკლესიაში - ყოველივე ამას გაიხსენებენ და ამბობენ: - რად დაგვატყდა თავს ასეთი უბედურება? მაგრამ მათ არა სიქველე, არამედ თავიანთი ცოდვები უნდა გაიხსენონ. სანთელი დაანთე ეკლესიაში? კარგია. მაგრამ დაგვი-წყებია, რომ გლახაკმა, ოდესღაც განდევნილმა შენგან, თავისი ცრემლებითა და ოხვრით ჩააქრო შენი სანთელი. გლახაკს პური მიაწოდე? ესეც კარგია. მაგრამ გაიხსენე, რომ ოდესღაც შენი ცხვრების ფარამ ერთიანად გაანადგურა ამ გლახაკის მთელი მოსავალი. ასე რომ, თუკი განსაცდელი გეწვევა, დრტვინვას ნუკი მოჰყვები, არამედ იყავი, ვით იობი, ადიდე ღმერთი და თქვი: კურთხეულ იყოს უფლის სახელი უკუნისამდე! მაშასადამე, უბედურების ჟამს სასო კი არ წარვიკვეთოთ, კი არ ვიტრაბახოთ ჩვენი სიქველით, არ ვდრტვინავდეთ უფალზე, არამედ უპირვევესად გავიხსენოთ იობის ცხოვრება და ვთქვათ, არამედ უპირველესად გავიხსენოთ იობის ცხოვრება და ვთქვათ, ვით იგი ამბობდა: უფალმა მომცა, უფალმა წაიღო, კურთხეულ იყოს უფლის ახელი! შემდეგ კი გავიხსენოთ არა საკუთარი სიქველენი, არამედ ცოდვები, მოვინანიოთ ისინი და თავი დავიმდაბლოთ უფლის წინაშე. დაბოლოს, მთელი რწმენა და სასო უფლის მიმართ დავდოთ და სულში ხშირად აღვიდგინოთ დავითის სიტყვები: მიუტევე უფალსა ზრუნვაჲ შენი და მან გამოგზარდოს შენ დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლი-ერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა (ფსალმ. 26, 14). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I.
უკან დაბრუნება |