ძვირფასო მ.კ., რაც უფრო ნამდვილია და არა წარმოსახვითი ადამიანის სიახლოვე ღმერთთან, მით უფრო უღირსად და კაცთაგან უცოდვილესად გრძნობს იგი თავს. ამგვარი განცდა ჰქონდათ წმ. მამებს. მაგალითი ბევრია, თვითონაც გაიხსენებთ.
_ რახან გეშინიათ, ე.ი. არ იქნება! არ უნდა გვეშინოდეს, რადგანაც ომში უდიდესი მტერი _ შიშია, რის გამოც მთელი არმია პარალიზდება. მხდალს, გონიერი გენერალი მაშინვე ატოვებინებს ბრძოლის ველს, სხვაზე რომ არ იმოქმედოს.