გიორგის შეკითხვა: მამაო კონს-ტანტინე, გთხოვთ აგვიხსნათ რატომ არ შეუძლია მდედრობითი სქესის წარმო-მადგენელს, როდესაც ის ხდება იღუ-მენია, ანუ რომელიმე დედათა მონას-ტრის წინამძღვარი, მიიღოს აღსარებები და ჰყავდეს მრევლი? თუკი ის დასაშვებია, რომ როგორც მანდი-ლოსნებს, ასევე მამაკაცებს შეუძლიათ გახდნენ შავი სამღვდე-ლოების წევრები და წინამძღვრები მონასტრის, მაშინ რაღატომ არ აქვთ უფლება დედაოებს რომ მრევლისგან მოისმინონ, ჩაიბარონ აღსარებები და აზიარონ ხალხი?
პასუხი: დედათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენიას, აქვს აღსარების მიღების უფლება. უფრო მეტიც, ის ვალდებულია იცოდეს მონასტრის ყველა წევრის სულიერი მდგომარეობა. თავად უნდა მისცეს მორჩილებს სწორი სულიერი ცხოვრების მიმართულება, როგორც სულიერ ცხოვრებაში მეტად გამოცდილმა. ცხადია, იღუმენია ვერ წაიკითხავს შენდობის ლოცვას, და ვერც აზიარებს დებს, ვინაიდან საიდუმლოებების აღსრულების უფლებამოსილება, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, მხოლოდ მამაკაც სასულიერო პირს გააჩნია. მაგრამ დაწვრილებით სულიერ ხელმძღვანელობას იღუმენია ასრულებს და ლოცვა - კურთხევასაც ის გასცემს.
მამაკაც სასულიერო პირს, რჯულის კანონის თანახმად, არა აქვს დედათა მონასტერში ცხოვრების უფლება. ის ოდნავ მოშორებით უნდა ცხოვრობდეს და დედათა მონასტერში ლიტურგიას აღას-რულებდეს. თუ ის დედებისა და მორჩილების სულიერი მოძღვარია, იღუმენია უშუალოდ მისგან იღებს ლოცვა - კურთხევას და მასთან ათანხმებს მონასტერში მოსაგვარებელ პრობლემებს.
ღმერთმა დაგლოცოთ!