მცხეთის ჯვრის დღესასწაული - 11 ივნისი (ახ. სტ.)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთის ჯვრის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე სათავეს მეფე მირიანის მეფობის დროიდან იღებს და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ის ერთ-ერთ უძველეს დღესასწაულად მიიჩნევა.
მცხეთის ჯვრის დღესასწაული სულთმოფენობის პირველ ოთხშა-ბათს აღინიშნება და თავისი მადლმოსილებით უტოლდება იერუსა-ლიმში აღსრულებული ჯვრის გამოჩინების უდიდეს დღესასწაულს. სულთმოფენობიდან პირველ ოთხშაბათ დღეს აღსრულდა ჯვრის გამოჩინება ამჯერად მცხეთაში, ჯვრის თავზე, და რადგანაც ეს გა-მოცხადება ყველა გამოცხადებაზე ზეაღმატებული, ოთხშაბათს მოხ-და, სწორედ კვირის ეს დღე დაამკვიდრა საქართველოს ეკლესიამ ჯვრის გამოჩინების დღესასწაულად. სრულიად საქართველოს კათო-ლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭ-ვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნე-ტარესმა ილია II-მ მცხეთის ჯვრის გამოჩინების მივიწყებული დღე-სასწაული - 2007 წელს აღადგინა.
რაც შეეხება მცხეთის ჯვრის ეკლესიას, ის ქართლის ერისთავმა გუარამ დიდმა მცხეთის ახლოს მთაზე ააგო. ტაძრის ადგილზე იდგა ხის ჯვარი, რომელიც წმინდა ნინომ იქამდე ორი საუკუნით ადრე აღმართა. გუარამის მიერ აგებული მცირე ეკლესია უფრო და უფრო მეტ მლოცველს იზიდავდა, ამიტომ გუარამის ძემ, სტეფანოზ ერისთავმა გადაწყვიტა, მის გვერდით დიდი, ახალი არქიტექტუ-რული სტილის ტაძარი აეგო, რომელიც ფეოდალური ხანის მოთ-ხოვნილებებს უფრო შეეფერებოდა. ასე ჩაეყარა საფუძველი მცხე-თის ჯვრის დიდ ეკლესიას. ტაძრის ხუროთმოძღვრის სახელი უც-ნობია და არც მისი აგების თარიღია მითითებული სადმე, მაგრამ რელიეფის წარწერაში მოხსენიებულ პირთა მიხედვით, აგრეთვე სხვა წერილობითი საბუთების შეჯერებით დგინდება, რომ ერის-მთავარ სტეფანოზს ტაძარი 585-604 წლებში აუგია. ჯვარი ტეტრა-ქონის ოთხ აფსიდიანი გუმბათოვანი ნაგებობაა. იგი პირველი ქარ-თული ეკლესიაა, რომლის ფასადთა გაფორმებაშიც რელიეფურ ქან-დაკებებს არსებითი ადგილი უკავია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთ-ხევით ჯვრის მონასტერში ღვთისმსახურება 1989 წლის იანვრიდან აღდგა.
ვულოცავთ სრულიად საქართველოს მცხეთის ჯვრის ბრწყინვალე დღესასწაულს!