ადამიანები საკუთარ საქმეებში დაყოვნებული მსაჯულნი არიან, სხვისაში კი? სწრაფნი.
* * *
ვინც ბოროტებისადმი კეთილგანწყობილი არ არის, მას დაეჭვება არ შეუძლია.
* * *
უმჯობესია, საკუთარ თავზე ცუდი მოისმინო, ვიდრე - სხვაზე თქვა ცუდი.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
* * *
აღსასრულამდე ნურავის დანატრებ და სიკვდილამდე სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი.
* * *
დაცემული ფეხზე უნდა დააყენო და არა - დასცინო.
* * *
ნუ დასცინებ და ნუ განიკითხავ განსაცდელში დაცემულს, არამედ, ხშირად ილოცე, რათა თვითონ არ ჩავარდე განსაცდელში.
წმიდა ეფრემ ასური
* * *
გონს მოიყვანე ცოდვილი, მაგრამ ნუ განიკითხავ დაცემულს; რამეთუ ეს უკანასკნელი ავი საქმეა, პირველი კი - გამოსწორების სურვილი.
* * *
ვინც მოყვასის განმკითხველ ენას განერიდება, ის თვითონაც აარიდებს თავს ავისმეტყველების მანკიერებას.
* * *
ნუ ეცდები სხვისი საქმეების გარკვევას; შენშიც მრავლად მოიპოვება იგივე, რაშიც სხვაში ეჭვი გეპარება.
* * *
საკუთარ თავს შევაგონოთ - ნუ განვიკითხავთ სხვებს, რადგან ჩვენში საკმაოდ ბევრია ის, რაც სხვაში არ მოგვწონს.
წმიდა ნილოს სინელი
* * *
ერთმანეთის დასადანაშაულებლად ყოველთვის მზად ვართ, იმის გამოსწორებას კი, რაშიც თვითონ ვართ დამნაშავენი და სასჯელს ვიმსახურებთ, ყოველთვის ვაყოვნებთ.
* * *
ვისაც მოყვასი სინანულით მწუხარებისაკენ მიჰყავს, ის მას ზიანს არ აყენებს (2 კორ. 7,9).
* * *
თუ სხვისი საქმეების გამოცდა გსურს, მათ კეთილ საქმეებს შეხედე და არა - ბოროტს.
* * *
მოყვასის არათუ განკითხვა, არამედ განკითხვის მოსმენაც კი არ შეიძლება.
* * *
ნუ განიკითხავ სხვას, არამედ ეცადე, საკუთარი თავი გამოასწორო, რათა თვითონ არ გახდე განსჯის ღირსი.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
ვაი ჩვენს უგულისხმოებას, რა ფიცხლად ვსჯით ძმის შეცდომას და მწარედ განვკიცხავთ და იმას არ ვიგონებთ, რომ ზოგიერთ საქმეში ჩვენზე უფრო პატიოსანია.
წმიდა ალექსი ბერი
* * *
თუ არ შეგიძლია, რომ განმკითხველი დაადუმო, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, მასთან ურთიერთობას მაინც მოერიდე.
* * *
ჩუმად მამხილებელი მეგობარი გონიერი ექიმია, ხოლო მრავალთა თვალწინ მკურნალი - მაგინებელია.
წმიდა ისააკ ასური
* * *
თუნდაც საკუთარი თვალით იხილო ცოდვილი, მაინც ნუ განიკითხავ, რადგან ხშირად თვალებიც ცდებიან.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
* * *
მოყვასის განკითხვა და დაწუნება ყოველთვის ცოდვაა (II, 5).
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
* * *
რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.
წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
* * *
როცა განიკითხავ, მთელი შენი ნაშრომ - ნაღვაწი განქარდება.
ბერი იოსებ ოპიტნელი
* * *
საკუთარი ბოროტი საქმეებიც საკმარისად გაქვს, სხვის ცოდვებს რომ არ უყურო.
წმიდა დიმიტრი როსტოველი
* * *
სხვისი განმკითხველი ბეჭედს ასვამს საკუთარ ბოროტ საქმეებს.
წმიდა მარკოზ მოსაგრე
* * *
უფრთხილდი ვინმეს განკითხვას მანამ, ვიდრე თვით უფალი განსჯიდეს მას.
წმიდა ისიდორე პელუზიელი
* * *
ჩვენი მოყვასის განკითხვის წადილს დავუპირისპიროთ მის ღირსებებზე ფიქრი.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
* * *
ძმაზე, რომელიც იმ წუთას იქ არ არის, განმაქიქებელი არაფერი თქვა: ეს ცილისწამებაა, თუნდაც ნათქვამი სიმართლე იყოს.
წმიდა ბასილი დიდი