საშინელ სამსჯავროზე ყველა ადამიანი, რომელსაც, მოყოლებული ადამიდან ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე, უცხოვრია, აღდგება, რადგან წმიდა წერილი ამბობს: ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ (იოვანე, 5,28). მაშინ დაჯდეს საყდართა ზედა დიდებისა თჳსისათა; და შეკრებნ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი (მათე, 25, 31-32).
თუ ყველა მკვდარი აღდგება, მაშინ როგორ უნდა გავიგოთ სიტყვები ფსალმუნთა მგალობელისა: ამისთჳს არა აღდგენ უღმრთონი საშჯელსა (ფსალმუნი, 1,5). მკუდართათჳს ნუ ჰყოა საკჳრველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ, და აღგიარონ შენ? (ფსალმუნი, 87,11). როცა ამ სიტყვებს ამბობს, დავითი, ცხადია, ორმაგ აღდგომას გულისხმობს: ერთს სიცოცხლისათვის, ხოლო მეორეს - მარადიული სიკვდილისათვის; ანუ, მას უნდოდა ეთქვა, რომ ცოდვილნი სამსჯავროზე არა სიცოცხლისათვის, არამედ სიკვდილისათვის აღდგებიან. ამას თვითონ დავითიც გვიდასტურებს, რადგან შემდეგს ამატებს: არა არიან ცოდვილნი მართალთა კრებულსა შინა (ფსალმუნი, 1,5). ამავე აზრით ამბობს იესუ ქრისტეც: მკუდართა ისმინენის სიტყუანი ძისა ღმრთისანი... და გამოვიდოდიან კეთილისმოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტისმოქმედნი აღდგომასა საშჯელისასა (იოვანე, 5,25,29).
წიგნიდან „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"