„სოფელსა ამას ჭირი გაქუს" - წინასწარ ამცნო უფალმა თავის მოწაფეებს, - „არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" ( ინ.16,33). მაცხოვრის ეს წინასწარმეტყველება აგერ უკვე ათას რვაას ორმცადათორმეტი წელია სრულდება მის მიმდევართათვის. მაგრამ განსაცდელები, რომლებიც ამ ხნის მანძილზე ქრისტეს მცირე სამწყსოს ევლინებოდა, სულ სხვა სახის იყო. თავიდან ქრისტიანების აშკარა დევნა დაიწყო: თორმეტივე მოციქულმა, იოანე ღმრთისმეტყველის გარდა, მიწიერი ცხოვრება მოძალადური სიკვიდილით დაასრულა. შემდგომში ამ აშკარა დევნამ უფრო დახვეწილი ფორმა მიიღო, რომელსაც ყველა ვერც ხვდებოდა, მაგრამ განწმენდილთათვის სრულიად ცხადი იყო. ქრისტიანთგან ქრისტეს უარყოფას კიარა , მწვალდებლობის მიღებას მოითხოვდნენ, რაც სულისათვის ისევე წარმწყმედელია, როგორც უარყოფა. ეს იყო არა პირდაპირ უსკულების, არამედ ბოროტი სარწმუნეობის შეთვისების მოთხოვნა. მოგვიანებით დევნა კიდევ უფრო დახვეწილი გახდა: ქრისტეს რწმენა თვითდინებაზე მიაგდეს, ქრისტეს მცნებებით ცხოვრება კი უარყვეს და მათ საწინააღმდეგო ცხოვრების წესი შეითვისეს, რის გამოც საწრმუნეობა ვერაფრით ვერ იქცევა დაწყებითიდან ქმედითად და, მით უმეტეს, ცხოველ ან სულიერ საწრმუნეობად. „სარწმუნეობა თვინიერ საქმეთა" - ანუ ქრისტეს მცნებების შესრულების გარეშე -„ მკუდარ არს". თვით დაწყებითი ცოდნაც კაცისათვის უკიდურესად ბუნდოვანი და უთავბოლო რჩება,რადგან საქმითდა, მით უმეტეს, სული წმიდით არ არის განმარტებული.
ამგვარი არეულობა და სიბნელე დაუფლებია ბევრს, ვინც თავის თავს ქრიტიანად და ზოგჯერ ქრისტეს ეკლესიის მწყემსად კი მიიჩნევს - ზოგ მათგანს სახარებაში გადმოცემული ქრისტეს სასწაულები არ სჯერა; ზოგს ქრისტეს მოძვრების ერთი ნაწილი სწამს, მეორე კი - არა; ზოგიც დემონთა არსებობას უარყოფს, ზოგს კიდევ, ვისაც საწრმუნების საქმეები ბუნებრივი საქმეებისაგან ვერ გაურჩევია, ჰგონია, რომ ყველა ცხონდება თავისი კეთილი საქმეების გამო და ა.შ. ამიტომაც უკიდურესად იშვიათად მოისმენთ კაცისაგან ღმრთის ჭეშმარტი სიტყვას, თუმცა კი ყალბს ძალიან ხშირადაც გაიგონებთ. უფლის სიტყვის შიმშილი ყოველგავარ უბედურებაზე მძიმე განსაცდელია მათ შორის, რაც კი ოდესმე ქრიტინებზე ყოფილა დაშვებული. მაგრამ ესეც ღმრთის დაშვებაა, რომელიც ღმრთის ნების მორჩილებით უნდა მოვითმინოთ. „რისხვასა უფლისასა დაუთმო" (მიქ. 7,9), იმის გამო, რომ დღევანდელ თაობაზე ღმრთის განსაკუთრებით ძმიმე მწუხარებებია დაშვებული, უფალი განსაკუთრებული სახიერებით მიუტევებს კიდევ მას თავის ცოდვებს. კურთხევა ღმრთისა ოყოს თქვენ ზედა!
* * *
დამშვიდდით! ქრისტიანის ამსოფლიური ცხვორება ნუგეშინისცემებითა და განსაცდელებითაა განზავებული. ასე მოაწყო ღმრთის განგებამ! ნუგეშინისცემების განგვამტკიცებს ქრისტიანული ცხოვრების გზაზე, განსაცდელები კი გვაბრძენებს.
ღმრთისსავ ადამიანთა საზოგადოებასა და მათთან საუბარს დიდი სარგებლობა მოაქვს. მაგრამ რჩევისა და ხელმძღვანელბისათვის მხოლოდ ღმრთისმოსაობა არ კმარა - აქ სულიერი გამოცდილება, უფრო მეტად კი სულიერი ცხებაა საჭირო. ასეთია ამ საკითხზე წმ. წერილისა და წმ. მამების სწავლება. ღმრთისმოსავ, მაგრამ გამოუცდელ მრჩეველს ვნების მოტანა უფრო შეუძლია, ვიდრე სარგებლობის. დღეს არათუ ერისკაცთა, არამედ მონაზონთა შორისაც უკიდურესად ძნელია ისერთ მრჩეველის პოვნა, სულის, ასე ვთქვათ, გაზომვა და აწონვა რომ შეეძლოს და აქედან გამომდინარე აძლევდეს შემკითხველს შესაფერ რჩევას. ამჟამად მრჩეველნი და მოძღვარნი უფრო საკუთარი თავით ან წიგნებით ხელმძღვანელობენ. ამ დროს განსაკუთრებით სასარგებლო და ქმედითი სწორედ პირველი სახის რჩევაა, ის განსაკუთრებით ახლოსაა რჩევას მოწყურებული სულისთვის - სული გრძნობს, რა არის მისთვის საჭირო. წმ. ისააკ ასურმა თქვა: „ თითოეული ადამიანისთვის არაფერია უფრო სასარგებლო. ვიდრე კერძოდ მისთვის განკუთვნილი რჩევა". ხოლო სხვისთვის განკუთვნილ რჩევამ რაც არ უნდა კეთილი და გონივრული იყოს იგი, სულში მხოლოდ წამებისა და შფოთის შეტანა შეუძლია. სული გრძნობს ასეთი რჩების შეუსაბამობას, გრძნობს, რომ იგი უცხოა მისთვის. „ რომელნი იტყვიედ - მომწყლველ, განმკუეთელ, ვითარცა მახვილი, ხოლო ენამან ბრძენთამან განკურნა" (იგავ. 12,19), ამბობს წმ. წერილი.
უფრო მეტად წმ.მამათა ნაწერები იკითხეთ: დაე მათ გიხელმძღვანელონ, დაე მათ შეგახსენონ სათნოებები და გასწავლონ ქრისტეს გზით სიარული. ჩვენი დროისათვის ცხოვრების ეს წესია განკუთვნილი: იგი გვამცნეს და გადმოგვცეს გვიანდელი საუკუნეების წმ. მამებმა. ისინი ღმრთივსულიერ მოძღვართა და დამრიგებელთა უკიდურეს ნაკლებობას უჩიოდნენ და ცხონების მაძიებელთ ურჩევდნენ, მამათა თხზულებებით ეხელმძღვანელათ. „დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა და ზრახვაი წმიდაი - გონიერება" (იგავ.9,10).
ეცადეთ არ აჰყვეთ გაფანტულობას. მაგრამ თუ მაინც გაგიტაცათ დინებამ - ჩვენი, ადამინების საერთო უძლურების გამო - სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით. სრული დაუცემლობა არ არის ამა სოფლის მვკდირის ხვედრი, ეს განამარტოებულ მეუდაბნოებისა კი არ ძალუძს. ცვალებადობა და გაფანტულობა უსათუოდ ყოველ ადამიანს სძლევს, თვით უმკაცრეს დაყუდებულსაც. მით უმეტეს შეუძლებელია ამას გადაურჩეს შუაგულ სოფელში, ათასგვარ საცთურს შორის მცხოვრები კაცი. ნუ გინდათ საკუთარი თავისგან შეუძლებელის მიღება, ნუ მოითხოვთ თქვენი სულისგან იმას, რისი მოცემაც არ შეუძლია. თქვენს გატაცებებს სინანულით უწამლეთ, მოღვაწეობის ნაკლოვანება კი სულის შემრუსვრილობით შეავსეთ.
ღმერთმა გაკურთხოთ!
* * *
„რომელი უყვარს უფალსა, სწავლის, და ტანჯვის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის" (ებრ. 12,6), და ვისაც საუკუნო ნეტარებას უმზადებს, იმას მწუხარებებსა და განსაცდელებსაც მოუვლენს.
ამიტომ ის, ვისაც სნეულება ეძლევა, სულმუდამ ღმერთს უნდა მადლობდეს და დიდებისმეტყველებდეს. მადლიერი სული მოთმინებასა და მშვიდობას ინარჩუნებს, ამ გზით კი აორკეცებს თავის სასყიდელს ზეცაში.
ღმერთს ასე უნდა ვმადლობდეთ: „გმადლობ შენ , უფალო ღმრთო ჩემო, ყველფარისათვის, რის მოვლინებსაც ინებებ ჩემთვის ცდოვათაგან განსაწმენდად. იყავნ ნება შენი".
დიდებისმეტყველება კი ასე უნდა აღვუვლინოთ: „უფალო, დიდება შენდა ყველაფერისათვის, რაც ჩემს თავს ხდება ! იყავნ წმინდა ნება შენი"
გირჩევთ, დღის მანძილზე რაც შეიძლება ხშირად იმეოროთ მადლობა და დიდებისმეტყველება. მათი მეშვეობით თქვენს სულში ნელ-ნელა მშვიდობა და ნუგეშინისცემა დაიმკვირებს, რომელიც ამიერიდან საუკუნო ნეტარების საწინდრად გექცევიან; ამაო საქმეებს კი მოეშვით.
მიიღეთ ეს ჩემი რჩევა თქვენი სულის სანუგეშებლად დ საცხონებლად. დაე, თქვენი სულიერი ღვაწლი სათნო-ეყოს ღმერთს, როგორც სურნელოვანი საკმეველი ანდა განსაკუთრებული მსხვერპლი.
* * *
ავადმყოფობის მდგორეობა იმ კაცისას ჰგავს, გარედან და შიგნიდან მძიმე ბორკილები რომ ადევს. მაგრამ ამ მდგომარეობას ღმერთი უშვებს ადამიანზე, „რამეთუ რომელი უყვარს ღმერთსა, სწავლის და ტანჯვის" (ებრ. 12,6). ამიტომ ავადმყოფობა ერთ-ერთ იმ ღვაწლად არის შერაცხული, რომელიც ცხონების მოპოვებაში შეგვეწევა. ყოველგვარ მოღვაწოებას სწორად წარმართვა სჭირდება; ავადმყოფის ღვაწლი კი მაშინ იქნება სწორად წარმართული, თუ იგი მის გამო ღმერთს მადლობს. ავადმყოფობას, რომელსაც თან ახლავს მადლობა და დიდიება ღმრთისა, წმ. მამები ორ უდიდეს მონაზვნურ ღვაწლს - დაყუდებულსა და მორჩილებას უტოლებენ.
* * *
გწერთ იმიტომ, რომ ავადა ხართ. გამოცდილებით ვიცი მაგ მდგომარეობის სიმძიმე: ხორცს ძალა და უნარი ერთმევა, ამავე დროს კარგავს ერთსაც და მეორესაც სამშვინველი; ეს აშლილობა სულსაც გადაეცემა, რადგნა სამშვინველი უმჭიდროესი და უხილავი ხაფებით არის დაკავშირებული სულთან, ასე რომ, სული და ხორცი შეუძლებელია ერთმანეთზე გავლენას არ ახდენდენენ. გთავაზობთ ერთი სულიერ რეცეპტს და გირჩევთ, ეს წამალი დღეში რამდენჯერმე გამოიყენოთ, განსაკუთრებით ძლიერი სულიერი თუ ხორციელი სიმძიმილის წუთებში. მაშინვე იგრძნობთ ამ წამლის ძალას, ერთი შეხედვით სრულიად უბრალო რომ ჩანს.
განმარტოვდით და აუჩქარებლად, მხოლოდ თქვენთვის გასაგონად წარმოთქვით ( და როგორც წმ. იოანე კიბისაღმწერელი გვირჩევს, გონება ლოცვის სიტყვებში ჩაკეტეთ): დიდება შენდა ღმერთო, მწუხარებისათვის, რომლის მოვლინებაც ჩემთვის ინებე. სამართლად ღირსი, რომელი ვქმენი,მომეგების, მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე დიდებითა შენითა". რადგან ამ საქმის არსი ღრმა ყურადღებაა, სხეული წყნარ მდგომარეობაში უნდა იყოს, რათა მოძრაობამ და მისგან გამოწვეულმა სისხლის დუღილმა გონებას ყურადღების მოკრებაში ხელი არ შეუშალოს. საუკეთესო მდგომარეობა სარეცელზე მწოლიარე კაცისაა. სახარებაც გვიამობობს, რომ ავადმყოფი სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფი წარუდგინეს უფალს და შეწყალებაც მიიღო მისგან. ყურადღების მოკრების გასაადვილებლად გვიბრძანეს აგრეთევე გონების ჩაკეტვა ლოცვის სიტყვებში და თვითონ ლოცვის სიტყვების ძალიან ნელა წარმოთქმა. ერთხელ რომ იტყვით ლოცვას, მერე ცოტა შეისვენეთ. ასე განაგრძეთ 5-10 წუთი, სანამ სულს სიმშვიდე და ნუგეში არ დაუფლება. დაინახავთ: სამიოდე ასეთი ლოცვის შემდეგ სულში მშვიდობა შემოვა და აღხოცს შფოთსა და გაურკვევლობას, ასე რომ გტანჯავდათ. ღმერთის მადლი და მისი ძალა ღმერთის დიდებაშია და არა მჭევრმეტყველბასა თუ მრავლისმეტყველებაში. დიდება და მადლობა ის საქმეებია, რომლებიც ღმერთმა გვამცნო და ეს სრულადაც არ გახლავთ კაცის გამონაგონი. მოციქული ამას ღმერთის სახელით გვამცნებს ( 1 თეს.5,18).
საკუთარი ნებით დავემორჩილოთ ღმერთს, რამეთუ გვსურს ეს ჩვენ თუ არა, მის ხელში ვართ და მის ხელში ვიქნებით. თუმცა გარკვეული დროით კი გვეძლევბა მოქმდების თავისუფლება, რათა ჩვენი კეთილი ნება გამოვიჩინოთ.
* * *
ღმერთის შეწევნისა და მადლის გარეშე კაცთაგან არავის ხელეწიფება წინ აღუდგეს უხილავ ბრძოლებს, გულში რომ იბადება და სულიერ ქარტეხილებს იწვევს, ლოცვა და წმ. წერილის კითხვა გვეხმარება სულიერი ბროძლების გადატანაში, მაგრამ ამ შეწევნის მიუხედავად ადამიანი მაინც ძნელად უმკლავდება საკუთ თავს, ძნელად აღწევს აუმღვრეველი სიმშვიდის ნავსაყუდელს. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი დაცემული ბუნება დიდი გაჭირვებით თვისებს საღმრთო აზრებსა და გრძნობებს, ძლივსძლივობით იძენს ცოცხალ რწმენას, ცოცხალი რწმენისგან იშვება ღმერთის სრული მორჩილება, ღმერთის მორჩილებისაგან კი - გულის სიტყვათა დაყუდება და სულის მშვიდობა.
აუცილებლად უნდა შეაჩვიოთ გული ღმერთის რწმენას, ღმერთის მორჩილებას. ამის გემოს რომ გაიგებთ, მერე ადვილად მოიპოვებთ სიმშვიდეს და სულიერ ნუგეშს მწუხარების ჟამს. მწუხარების გულისსიტყვებთან ბრძოლა უბრალო უნდა იყოს, ისევე უბრალო, როგორიცაა მთელი ქრისტიანული საწმუნოება - ყველსათვის მისაწვდომი თავისი უბრალოებით და ყველასათვის დამაჯერებელი თავისი ძალით. მოწყინებას ამ სიტყვებით ებრძოლეთ: „უფალო,იყავნ ნება შენი! კურთხეულ და წმიდა არს ღმერთი ყოველთა შინა საქმეთა მისთა!" გულში წარმოთქვით ეს სიტყვები, ხოლო თუ მარტო ხართ, რამდენჯერმე გაიმეორეთ ხმამაღლა, აუჩქარებლად, დიდი ყურადღებითა და მოწიწებით, და მანამდე ნუ გაჩერდებით, ვიდრე მოწყინება არ დაცხრება. როდესაც ბოროტი გულისსიტყვები კვლავ წამოსწევენ თავს, თქვენც კვლავ იმავე იარაღს მიმართეთ. საკუთარი გამოცდილებით შეიტყობთ ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო იარაღის ძალას. ამ ბრძოლას კაცი სხვანაირად ვერ დააღწევს თავს და ვერც სიმშვიდეს მოიპოვებს, თუ არა გამარჯვებით. მოწყინებას დამონება კი მეტისმეტად სახიფათოა - თუ ის გაბატონდა კაცზე, სხეულის მოვკლაც ძალუძს და სულისაც. სიკვდილს ნუ იჩქარებთ: ყველზე ხანგრძლივი სიცოცხლეც კი წამია მხოლოდ მარადისობასთან შედარებით. საკუთარი თავიც და თქვენი ამსოფლიური მგზავრობის ხანგრძლივობაც უფალს მიანდეთ, თვითონ კი ეს დრო იმისთვის გამოიყენეთ, რომ რაც შეიძლება მეტი წარუვალი სიკეთე შეიკრიბოთ.