ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ (XIV ს.) ბერძნულმა ეთნოსმა მიზნად დაისახა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ავტორიტეტისა და პრესტიჟის მსოფლიო პატრიარქის დონეზე ამაღლება. ბიზანტიის იმპერიის დიპლომატია მარტოოდენ საეკლესიო დიპლომატიით შემოიფარგლა. საამისოდ გამოყენებულ იქნა „პოლიტიკური ისიხაზმის" თეორია (იხ. „განმაახლებლური შეხედულებანი". პოლიტიკური ისიხაზმი. www.xareba.net - ის რედაქცია). აღნიშნულმა მიმართულებამ მოიცვა კულტურული, სოციალურ-პოლიტიკური სფეროები, გასცდა ბიზანტიის იმპერიის საზღვრებს და უდიდესი ზეგავლენა იქონია მთელ მართლმადიდებლურ სამყაროზე.
მართალია, ბიზანტიის იმპერია აღარ არსებობდა და კონსტანტინოპოლის (ახალი რომის) საპატიო ტიტულმა დაკარგა სამართლებრივი უპირატესობა, მაგრამ ბერძნებს სურდათ არ დაეკარგათ „სულიერი" უპირატესობა. ამ მიზნის მისაღწევად კი მთელ მსოფლიოში კონსტანტინოპოლის პატრიარქების როლის გაზრდას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.
XIV საუკუნიდან კონსტანტინოპოლის პატრიარქები ბიზანტიური პოლიტიკური ისიხაზმის, აღმოსავლური პაპიზმის იდეის გამავრცელებლებად გვევლინებიან. ეს კი პარალელურად ბერძნული ეთნოსის ასევე მსოფლიოში სარწმუნოების „ლამპრად", ელინიზმი წარმოადგენს ქრისტიანობის საყრდენს, ელინიზმი ფუნდამენტია, რომელზეც აღორძინდა ქრისტიანობა.1
სინამდვილეში, მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმეტყველო სწავლებასა და ელინიზმს შორის უზარმაზარი განსხვავებაა. ელინიზმში (ელინურ ფილოსოფიაში) ქრისტიანობა ვერ პოულობს დასაყრდენს, ვინაიდან ის დაცემული ადამიანის განსჯის ნაყოფია.
XX-XXI ს.ს. მოდერნისტი ღვთისმეტყველები (დეკანოზი ი. რომანიდისი, მიტრ. ი.ზიზიულასი და სხვა) აცხადებენ, რომ ელინიზმი ქრისტიანობის საფუძველია, რომ ელინიზმი ერთადერთი მკვებავი ნიადაგია, რომელზეც შესაძლებელი იყო ქრისტიანობის აღორძინება, რომ ელინიზმის გარეშე არ იქნებოდა ქრისტიანობა..."2
როგორც ვხედავთ, ბერძნები ძველი ბიზანტიური ეპოქის რეალობიდან განაგრძობენ თავიანთი იდეოლოგიის განვრცობას, რაც, არსებითად, მხოლოდ კონსტანტინოპოლის საყდრის, როგორც მსოფლიო საპატრიარქოს უფლებამოსილების, სხვა ადგილობრივ ეკლესიებზე ზეგავლენის ფონზე ხორციელდება.
ბერძნული წარმომავლობის ადგილობრივი ეკლესიები და მათი მეთაურები დღესაც ძველი (ბიზანტიურ-რომაული) საეკლესიო მოდელების მიხედვით ხელმძღვანელობენ, თუმცა ისტორიული მოვლენები შეიცვალა. პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე რომის იდეით რუსული ადგილობრივი ეკლესია მოგვევლინა. პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად (ბიზანტიის დაცემა, რუსეთის იმპერიის გაძლიერება) რუსეთის ეკლესიის როლის ზრდა საგრძნობი შეიქნა. აქედან იწყება და დღემდე გრძელდება შინაგანი დაპირისპირება ელინურ და სლავურ ეკლესიებს შორის, რომელიც ბულგარეთის ეკლესიის კონსტანტინოპოლის ეკლესიისაგან გამოყოფის საკითხმა გამოიწვია. (გაგრძელება იქნება...)
1 პოლიტიკური ისიხაზმი. Xareba.net - ის რედაქცია.
2 И. Романидис. ციტ. Этнофилетизм – плацдарм общения с Римам. Budiveren.com. Прот. Божидар. Главев.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
xareba.net - ის რედაქცია