პერსპექტიული პროექტების კვლევის სააგენტო DARPA-მ ჯერ კიდევ 2018 წელს დახარჯა მილიონობით დოლარი კორონავირუსის კვლევისთვის.1 ცნობილია, რომ დიუკის უნივერსიტეტმა (ჩრდილოეთ კოროლინა) იოგანის ვირუსოლოგიურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით მიიღო კვლევითი გრანტი DARPA-საგან.
2018 წელს პენტაგონის მიერ გამოცემულ ჟურნალში „ვარსკვლავები და ხაზები" („Звезды и Полосы") დეპარტამენტის უეცარი შეშფოთების გამო გაკეთდა მოხსენება, რომ ღამურები შეიძლება იყოს გამოყენებული ბიოლოგიურ იარაღად, კერძოდ, კორონავირუსისა და სხვა მომაკვდინებელი სნეულებების გასავრცელებლად.
ბოლოს, კორონავირუსის გავრცელებამდე სამი თვით ადრე, ჯონ ხონკინსის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ცენტრმა ბილ და მელინდ გეითსების ფონდთან და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან ერთობლივი თანამშრომლობით შეადგინა მოდელირების პროექტი სახელწოდებით „მოვლენა 201" („Событие 201").
პროექტს საფუძვლად ედო კორონავირუსის გავრცელების სცენარი, რომლის თანახმადაც ვირუსი ღამურებიდან ღორებზე, ხოლო შემდეგ ადამიანებზე უნდა გავრცელებულიყო.
სიმულაციის თანახმად, პანდემიას 65 მილიონი ადამიანი უნდა ემსხვერპლა.
სიმულაციის დროს ფარმაცევტული კომპანიის Johnson & Johnson წარმომადგენლებმა წამოაყენა ინიციატივა, რომ პანდემიასთან ბრძოლისთვის გლობალური ცენტრალური ორგანო გამოეყენებინათ, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოებში ვაქცინების წარმოება-გამოყენების დაფინანსებას უზრუნველყოფდა.
მსგავსი ინფორმაცია უკვე არავის აოცებს ვაქცინაციის პროპაგანდის საღი აზრისაგან გამოცლილი მსოფლიო დიქტატურის ფონზე.
აღსანიშნავია, რომ „მასობრივი ვაქცინაციის ოცნება" რეალურად ბიოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს. ცნობილია, რომ ბაქტერიული იარაღი, სხვა იარაღზე საშიშია, ვინაიდან ის ჯანმრთელობაზე ძირითადად სტრესის მეშვეობით ზემოქმედებს. ის ეფექტურია დასავლურ სამყაროშიც, რომელიც თავს ტექნიკური პროგრესის წყალობით სნეულებებისაგან დაცულად გრძნობს. (Войны завтрашнего дня. Афины. 2004 г.).
მაგრამ ვაქცინაციის გლობალური პროექტი გაცილებით ადრე იგეგმებოდა. ჯერ კიდევ 1990 წ. გამოქვეყნებულ ნაშრომში („Лицом к лицу с биологической угрозой. Биологическое оружие и тайная война Америки". М. Энгелберг. Броуда. გვ. 562) მეცნიერ მეთიუ მაზელსონის ყურადსაღებმა განცხადებამ გაიჟღერა:
„მომავალში, მიკრობები არა იმდენად მოსაკლავად, არამედ ცხოვრების პროცესის (აზროვნების, გამრავლების, ყოველივეს) სამართავად შეიქმნება". ანუ, დაისვა საკითხი: რამდენად რეალურია, მომავალში გამოყენებულ იქნეს ბიოლოგიური იარაღი სხვა ადამიანების დასამორჩილებლად? მ. მაზენსოლმა შენიშნა: ჰიტლერს სურდა პოლონელების დამონება და გერმანიისთვის მათი მუშა ნაციის სახით გამოყენება. ისმის კითხვა: თავისუფალი ვართ კი დღეს ამგვარი აზრებისაგან? (იქვე).
როგორც ჩანს, ოთხმოცდაათიანებში დაგეგმილი პროექტების ხორცშესხმა მიმდინარეობს.
ორი წელიწადია მსოფლიო უპრეცენდენტო გლობალურ დიქტატურას განიცდის. ჯანმრთელობის დაცვის პროპაგანდით დრაკონული მეთოდებით გვკარნახობენ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ მომავალში. გვიზღუდავენ სუვერენულ სამოქალაქო უფლებას და უხეშად აკნინებენ ადამიანის ღირსებას. ყოველივე ეს კორონავირუსის ბიოლოგიური იარაღის სახით გამოყენების ფონზე ხორციელდება.
1 От тероризма к пандемии. Афины. 2021 г. Ватиотис.
www. https://orthodoxostypos.gr. К. Ватиотис. ,,Мечта о массовых прививках,, вплаие DARPA
www.xareba.net - ის რედაქცია