ლათინო-პაპიზმი 1869 წლამდე ხელმძღვანელობდა თომა აქვინელის სწავლებით, რომლის თანახმადაც ადამიანს სული მეოთხე თვიდან ეძლევა. მხოლოდ მერე და მერე აღიარეს რომში, რომ ემბრიონი განაყოფიერებისთანავე სულიერი, ცოცხალი არსებაა. მაგრამ თომა აქვინელის სწავლებამ, როგორც ჩანს, მაინც იჩინა თავი ვაქცინის ავკარგიანობის შეფასებისას. შედეგად პაპმა სარწმუნოებრივი ხედვა კონგრეგაციის დადგენილებით განაჩინა:
„... თუკი არ გაგვაჩნია ისეთი ვაქცინა, რომელსაც ეთიკური თვალსაზრისით შეიძლება ეწოდოს უვნებელი, ხოლო მოქალაქეებს არ რჩებათ არჩევანი, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის გამოყენება, რომელშიც აბორტალური ემბრიონის უჯრედის ხაზი შემუშავების და წარმოების ფაზაში არის გამოყენებული, მორალურად დასაშვებია... თუკი ვირუსის გავრცელების საშიშროება არსებობს, ამ შემთხვევაში ვაქცინაცია აბორტის ცოდვაში თანამონაწილეობად არ მიიჩნევა".1
ამრიგად, კათოლიკური ეკლესიის კონგრეგაცია მისთვის ჩვეული კაზუისტიკით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ:
1) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოხმარებისთვის დაშვებული ზოგიერთი ვაქცინა წარმოებისა ან ტესტირების პერიოდში იყენებს აბორტის შედეგად მოკვდინებული ემბრიონის უჯრედულ ჯგუფს.
2) ცდილობს ნაწილობრივ გაექცეს შეკითხვას და დაარწმუნოს თავისი მოქალაქეები, რომ აბორტთან მარტოოდენ ისტორიული კავშირი არსებობს, ხოლო ვაქცინის მიმღები მოქალაქე აბორტის თანამონაწილედ არ ითვლება.
ცნობილია, რომ კათოლიკურ, კერძოდ იეზუიტურ კაზუისტიკას მრავალი მოდერნისტულად მოაზროვნე მართლმადიდებელი დაესესხა. სამწუხარო ფაქტის მომსწრენი გავხდით, როდესაც ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის ბიოეთიკური შეფასება კაზუისტიკური მეთოდებით გაგვახსენეს.
ელადის ეკლესიის სინოდალურ გადაწყვეტილებაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვკითხულობთ: „ვაქცინის წარმოება არ მოითხოვს (საჭირო არაა) ემბრიონული კულტურის გამოყენებას". - ეს შეფასება გაკეთდა ბიოეთიკური კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, რომელმაც, თავის მხრივ, პორტალ North Dakota Helth2 ოფიციალური განცხადების სახეცვლილი შინაარსი წარადგინა.
აღნიშნული ფაქტი საფუძვლიანად გამოიკვლია ბიოეთიკისა და მედიცინის დოქტორმა, დეკანოზმა სტილიანემ (კარპატიუ). სინამდვილეში, აღნიშნული სამედიცინო პორტალი აღიარებს, რომ „საწყის ეტაპზე ვაქცინების წარმოებისთვის ემბრიონული უჯრედები გამოიყენებოდა"... მართალია, ვაქცინის წარმოება არ საჭიროებს (არ მოითხოვს) (require) ადამიანის ემბრიონის უჯრედულ ხაზს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის (ემბრიონი) იქ (ვაქცინაში) გამოყენებულია (use).
ბიოეთიკური კომიტეტის მიერ, შენიშნავს დეკანოზი სტილიანე, სიტყვების requer - მოითხოვება და use - გამოიყენება მანიპულირებით შინაარსის დამახინჯება მოხდა.3
მსგავსი (ემბრიონით) მანიპულირებით არა ერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი გამოირჩევა, მათ შორის ჩვენს ეკლესიაშიც.
ყურადსაღებია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის (11.02.2021) განჩინება, სადაც წმინდა სინოდმა დასვა შემდეგი შეკითხვები: რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში? როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა? არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?
პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პრიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსაგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეულ გართულების შემთხვევაში?4
ამრიგად, რაც უკვე არის ცნობილი:
ა) შემოტანილი ვაქცინები (Astra/Zeneka, Pfizer, Moderna) შეიცავს ემბრიონულ უჯრედულ ხაზებს.
ბ) ვაქცინების წარმოშობა-დამზადების პროცესში ემბრიონების გამოყენება დადასტურებულია.
გ) ბიოეთიკური ნორმები დაცული არ არის.
დ) საფრთხეები განსაზღვრული არ არის.
ე) გვერდითი მოვლენები და გართულებები შესწავლილი არ არის.
ვ) ეფექტურობაზე საუბარიც არ არის, პირიქით, ახალ-ახალი შტამები მოდის, რომლებსაც აღნიშნული ვაქცინები ვერ უმკლავდება.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ მხოლოდ ერთ ბიოეთიკურ პრობლემაზე გავამახვილეთ საზოგადოების ყურადღება. ბიოეთიკური პრობლემის ჭრილში უნდა განიხილოს გენომში (დ.ნ.მ.-ის; რ.ნ.მ.-ის) ჩარევის საკითხი და ა.შ.
სამწუხაროდ, ზოგიერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი, კათოლიკეების მსგავსად, თვალს ხუჭავენ ემბრიონული ხაზის არსებობაზე ვაქცინაში. მეტიც: ფანატიკოსებად და მარგინალებად მოიხსენებენ მათ, ვინც არ მიდის კომპრომისზე ამა სოფელთან და ყველაფერს თავის სახელს არქმევს.
დასკვნის სახით ვიტყვით:
ვაქცინების მწარმოებელთა უმეტესობა სხვადასხვა სტადიაზე იყენებს ადამიანის ემბრიონულ უჯრედის ხაზს. ნუთუ ეს არ არის ბიოეთიკური, მორალური და დოგმატური პრობლემა ქრისტიანისთვის, მართლმადიდებელი ხალხისთვის?!
დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის მომდევნო სხდომა საფუძვლიანად განიხილავს ბიოეთიკური პრობლემის საკითხს და სათანადო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
1Apologet.spb.ru. Конгрегация вероучения высказалась по поводу вакцины против Covid-19.
2www.helth.ad.gov
3Прот. Стилиан (Карпатиу). Разбор Постановления постоянного Священного Синода. oт 12-13 января 2021. Ч. 1. Apologet.spb.ru.
4საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება (11. 02. 2021).
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე