ერთი ძმა ცხრა წლის განმავლობაში ებრძოდა გულისთქმებს, რომლებიც სამონასტრო საერთო საცხოვრებლის დატოვებას შთააგონებდა. ის ყოველ საღამოს საკუთარ თავს ეუბნებოდა: „ხვალ დილით აქედან წავალ!" როდესაც დილა მოატანდა, თავის გულისთქმებს უცხადებდა: „მოდი, თავი ვაიძულოთ და უფლის გულისათვის დღესაც დავრჩეთ". ხოლო, როდესაც ასეთ ბრძოლებში ცხრა წელი მიიწურა, უფალმა მას განსაცდელი განაშორა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"