ერთხელ ზენონმა ერთი ქვრივის ქალიშვილს აწყენინა. ქვრივი ტაძარში წავიდა, ღვთისმშობლის ხატის წინ დაემხო და შესთხოვა: „ზენონს ჩემს მაგიერ მოსთხოვე პასუხიო". ასე ევედრებოდა ის ზეციურ დედოფალს, ვიდრე დედა ღვთისა არ გამოეცხადა და არ განუცხადა: „დამიჯერე, დედაკაცო! მრავალჯერ ვცადე შენს გამო შური მეძია, მაგრამ მისი ხელები მაბრკოლებენ". ამის მიზეზი კი ზენონის დიდი მოწყალება იყო.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"