როდესაც აბბა ამოსს იერუსალიმის პატრიარქად დაასხეს ხელი, ყველა მონასტრის წინამძღვარი შეიკრიბა. და აი, პატრიარქმა მამებს მიმართა: „მომიხსენეთ, მამანო, თქვენს ლოცვებში, რამეთუ მძიმე და ძნელად საზიდი ტვირთი მერგო და ძლიერ მაშინებს ეს საპასუხისმგებლო მსახურება პატრიარქობისა. პეტრეს, პავლეს, მოსეს და მათ მსგავს მამებს შესწევდათ ძალა, რომ ადამიანთა სულებს გაძღოლოდნენ, მე კი ვინ ვარ, ერთი გლეხი და ცოდვილი კაცი და ყველაზე მეტად ხელდასხმის სიმძიმის წინაშე ვცახცახებ. მე წამიკითხავს, რომ ნეტარი ლეონი, რომის ეკლესიის წინამძღვარი, ორმოცი დღე არ მოშორებია მოციქულ პეტრეს საფლავს და მთელი ეს პერიოდი ლოცვასა და მარხვაში გაატარა. იგი მოციქულს ევედრებოდა, რომ ყოფილიყო მისი მეოხი ღვთის წინაშე და ყოვლადმოწყალისგან მისთვის ცოდვათა მიტევება გამოეთხოვა. ორმოცი დღის შემდეგ მას წმინდა პეტრე გამოეცხადა და უთხრა: „მე ვილოცე შენთვის, შეგეწია უფალი და მოგეტევა შენი ცოდვები, გარდა ხელდასხმისა, რამეთუ იმის გამო, არიან თუ არა შენ მიერ ხელდასხმულნი ჭეშმარიტად ღირსეულნი, შენ თავად უნდა აგო პასუხი".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"