ღირსი ფილარეტი არასოდეს გაურბოდა შურით აღსავსე სატანის შეუპოვარ ბრძოლებსა და საცდურებს. როცა ბოროტმა სულმა ჩვეულებრივი ხერხებით ვერ შეძლო ბერის გაბმა თავის ჯოჯოხეთურ მახეში, გადაწყვიტა ის კლდიდან უფსკრულში გადაეჩეხა და ამით მოეღო ბოლო მისი ღვაწლისათვის. თავისი გეგმის განსახორციელებლად სატანამ უსასოო და საბრალო კაცის სახე მიიღო, რომელიც ხომალდის დანთქმას ძლივს გადაურჩა, ერთ-ერთი ახლომდებარე კლდიდან გამოჩნდა და საცოდავად მოჰყვა ყვირილს. კაცი ღირს მამას ევედრებოდა, რომ მასთან მისულიყო და უმწეო მდგომარეობაში მყოფს დახმარებოდა. ბერი მტრის მზაკვრობის შესახებ არც დაეჭვებულა, სიბრალულით აღივსო განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანის მიმართ და დაბლა ჩავიდა, რათა გასაჭირში რამეთი დახმარებოდა, მაგრამ როგორც კი კლდის ციცაბო კუთხეს მიუახლოვდა, ბოროტმა ხელი ჰკრა და უფსკრულში გადაჩეხა, თუმცაღა მისი მოლოდინი არ გამართლდა, რამეთუ უფალმა თავისი ჭეშმარიტი მონა და მსახური უვნებლად გადაარჩინა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"