ერთხელ რუს თავადს, ანდრეი ბოგოლუბსკის, ბულგარელების წინააღმდეგ გალაშქრება მოუხდა. ის არა მარტო გვარით, არამედ საქმითაც კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო და წესად ჰქონდა, რომ მის ლაშქარს წინ აუცილებლად მაცხოვრის ხატი და წმინდა ჯვარი უნდა გაძღოლოდა, ბრძოლის წინ მის მეომრებს უფლის ხატთან უნდა ელოცათ და მტერთან შებმამდე წმინდა ჯვარს უნდა მთხვეოდნენ. თავადის ასეთ რწმენას ამაოდ არ ჩაუვლია. სამშობლოს მტრები ძალას არ იშურებდნენ, მაგრამ მაინც ვერაფრით ახერხებდნენ მართლმადიდებელ მხედრობასთან გამკლავებას. მტრის ძალა და სიამაყე იმდენად იქნა შემუსვრილი, რომ ცოტაც და მთელი მათი ქალაქები გამარჯვებულებს დარჩებოდათ. ეს დიდებული გამარჯვება რუსებს არა მხოლოდ მეომრების გმირულმა ბრძოლამ მოუტანა, არამედ ზეციურმა შეწევნამ, რომლის დამადასტურებელიც უჩვეულო ღვთიური ნათელი შეიქნა, რომელსაც მაცხოვრის ხატი და წმინდა ჯვარი ასხივებდა ყველაზე შეუპოვარი შეტაკების დროს. ეს საკვირველი ღვთიური ნათება ყველა იქ მყოფმა იხილა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"