„ვინც ღვთის გამო უპოვარი გახდება, იგი დაუსრულებელ საუნჯეს მიიღებს"
* * *
„რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს ნოიკლებს, იმდენად მეტ ღვთიურ სიხარულს მიიღებს სულიწმიდის მადლით"
წმიდა ისააკ ასური
* * *
„რაც მეტად შორს იქნები სოფლისაგან, მით უფრო ახლოს მიხვალ ღმერთთან"
* * *
„ბერი მარტო უნდა ცხოვრობდეს და მასთან მხოლოდ უფალი უნდა იყოს"
* * *
„დედამიწაზე მარტოობას მონაზონი ზეციურ საზოგადოებამდე მიჰყავს"
* * *
„იყავი შენს სენაკში და სენაკი ყველაფერს გასწავლის"
* * *
„განმარტოებას ამაოდმეტყველება არ ახასიათებს, რომლის გამოც სამსჯავროზე პასუხის გაცემა მოგიწევს" (მათე 12, 36)
ამბა მოსე
* * *
„მონასტრის ყველა მცხოვრები როდია მონაზონი, არამედ იგი - რომელიც მონაზვნურ საქმეს არასრულებს"
წმიდა ბარსანოფი დიდი
* * *
„მონაზონი არის ის, ვინც ხორციელ სხეულში მყოფი უხორცოთა მდგომარეობას ბაძავს"
* * *
„სიბრძნეში მიბაძე ფუტკარს, რომელიც თავის გარშემო უამრავი კრაზანის დანახვაზე სკაში შედის და მოსალოდნელ ხიფათს თავს არიდებს"
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
* * *
„სიღატაკე, მწუხარება, ყოველივეს ნაკლებობა - აი, მონაზვნური ცხოვრების სამუშაო იარაღები"
ამბა პიმენი
* * *
„მონაზონი ის არის, ვინც ყველაფერს მოაკლებს საკუთარ თავს"
ამბა სისო
* * *
„მონაზონი, რომელიც საკუთარ ცხონებაზე არ ზრუნავს, ღვთის მგმობელია"
* * *
„სადაც არ უნდა იყო, სატანურ ხრიკებს ვერსად გაექცევი"
* * *
„ნუ იფიქრებ, თითქოს უდაბნოში განმარტოებით მარტო იქნები. თუ შენთან ღმერთი არ იქნება, მაშინ აუცილებლად ეშმაკი იქნება შენთან"
* * *
„განმარტოვებული ყოფნა სულიერ განძს აგროვებს, მასთან განშორება კი - სადღაც გაფანტავს მას"
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * *
„საკუთარი თავი სენაკშიც დაიცავი და - მის გარეთაც"
* * *
„თუ ადამიანებთან მშვიდობიანი ცხოვრება ვერ ისწავლე, უდაბნოშიც ვერ მოიპოვებ სიმშვიდეს"
* * *
„თუ რაიმე გამოუსწორებელ ნაკლოვანებებს უდაბნოში თან წავიღებთ, ისინი მხოლოდ დაფარული იქნება ჩვენში და არა - აღმოფხვრილი"
წმიდა კასიანე რომაელი