ერთხელ თათრებმა ორი მეომარი დაატყვევეს, უსამართლო მთავარმა კი მათი მოკვდინება ბრძანა. ერთი თათარი ერთ-ერთ მეომარს მიუახლოვდა და მახვილი მიაბჯინა, მეომარმა თვალები დახუჭა, პირჯვარი გადაიწერა და მტრის მახვილმაც მაშინვე განგმირა.
მან სიკვდილი გმირულად მიიღო და ქრისტეს მოწამეთა შორის შეირაცხა. როდესაც თათარი მოღერებული მახვილით მეორე მეომარს მიუახლოვდა, ის შეშინდა და დემონის მიერ მონუსხულმა წამოიძახა: „ნუ გამომასალმებ სიცოცხლეს, მივიღებ თქვენს სარწმუნოებას". მიუხედავად მისი სიტყვებისა, უბედური მტერმა არ დაინდო და მახვილით განგმირა. სულ რაღაც ერთ წამში ერთი მათგანის სული უფალს მიებარა, მეორისა კი სატანას.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"