ერთი განსაცდელში მყოფი ძმა შეწუხებული მივიდა ბერთან და იმ განსაცდელების შესახებ გაუმხილა, რომელთაც დაითმენდა. ბერმა დაამშვიდა: „თავს დატეხილმა განსაცდელებმა არ უნდა ჩაგაგდოს სასოწარკვეთილებაში; მტერი მრისხანებს და შურით ივსება, როცა მწუხარებაზე ზეაღმატებულ და ღმერთთან მიახლოებულ სულს ხედავს, ამასთანავე, განსაცდელებთან გამკლავებაში ყოველთვის შეგვეწევა უფალი და მისი წმინდა ანგელოზები, მხოლოდ ნუ შეწყვეტ დიდი თავმდაბლობით უფლის სახელის მოხმობას დიდი სიმდაბლით. როდესაც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდები, არასდროს დაივიწყო მოწყალე ღმერთი, ასევე ჩვენი უძლურება და მტრის შეუბრალებლობა და აუცილებლად შეგეწევა ყოვლისშემძლე უფალი ჩვენი".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"