„ადამიანს ვნებებისაგან სრულად თავისუფლება არ ძალუძს. შეიძლება, ისინი ნებისყოფას დაუმორჩილო, მაგრამ შეუძლებელია, რომ საერთოდ არ გქონდეს".
* * *
„ვნებები ცეცხლოვან
მთას ჰგავს, რომელიც თავის გარშემო სულ მალე სიცარიელესა და საშინელებას ტოვებს".
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
„ვნებები წმიდანებსაც აქვთ; მაგრამ ისინი მათ აცხრობენ".
ამბა აბრაამი
* * *
„ეცადე, ყოველთვის შენ გაიმარჯვო ვნებებზე, ვიდრე - მათ დაგამარცხონ".
* * *
„გულმა ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ ვნებებთან წინააღმდეგობით შეიძლება, დაიმკვიდროს და არა - მათი მსახურებით".
წმიდა ნილოს სინელი
* * *
„ქარიშხალში ჩირაღდანი ქრება; ასევე ვნებების ქარიშხალისაგან გონება იბინდება".
* * *
„ვნება ხშირად ბუნებრივსაც შერყვნის: ბუნებრივშიც არაბუნებრივს ხედავს, არაბუნებრივს ამართლებს, როგორც - ბუნებრივს".
* * *
„ვიდრე ხორცი ვნებებისთვის მუშაობს, მანამდე სული ღმერთს არ იცნობს".
* * *
„ვიდრე საკუთარ თავში ამა თუ იმ ვნებას ვკვებავთ, ნეტარი ცხოვრებისათვის არ ვმწიფდებით".
* * *
„ვნებები ერთმანეთს ჯაჭვის რგოლებივით მოსდევენ".
* * *
„ღვთის მონად არ ითვლება ის, ვინც ვნებებს ემსახურება: იგი იმის მონაა, ვინც მას ფლობს".
ამბა ისაია
* * *
„მტკივნეულია ვნებისგან განშორება, მაგრამ იმაზე მეტად არა, ვიდრე - მარადიული ტანჯვა".
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * *
„ვნებებით გატაცებული მისი მონა ხდება".
ამბა ნესტორი
* * *
„ვინც დასაწყისიდანვე ეწინააღმდეგება ვნებებს, იგი მალე გაიმარჯვებს მათზე".
წმიდა ისააკ ასური
* * *
„სრული უშფოთველობა
მას აქვს, ვისაც არ გააჩნია ვნება - არც საგნების მიმართ და არც - მასზე მოგონებები".
ამბა ფალასი