ეგრეთუე რომელიც გლახაკთ მოწყალებით უკეთილოდ განმზადებული არის, ის სიძისა ქრისტესთანა სასუფეველად შევალს; და რომელნიც გლახაკთ მოწყალებით კეთილად განმზადებულნი არ არიან, იმათთვის სასუფევლის კარი დაიხშვის: რამდენიც ქრისტეს ხმა უყონ, - ქრისტესგან ეს ხმა ესმით: „არა გიცნი თქუენ, ვინანი ხარ".
წმიდა ანტონ ჭყონდიდელი
თუ ლოცულობ და მოწყალებას არ გასცემ, მაშინ შენი ლოცვა მკვდარია. იყავი ხელგაშლილი: დაეხმარე გაჭირვებულებს. მოწყალება და ლოცვა ხელისხელგადახვეულნი დადიან.
ბერი გიორგი
მოწყალების გაცემა აუცილებლად უნდა ხდებოდეს საიდუმლოდ! უნდა დავეხმაროთ არა პატივმოყვარეობის ან თავმოყვარეობის გამო, არც მადლიერების, ან უფლისაგან დაჯილოდების მოლოდინში, არამედ მოყვასისადმი გულწრფელი სიყვარულის გამო! თუკი გავახმაურებთ ჩვენს კეთილ საქმეებს, ამით პატივმოყვარეობას კიდევ თვალთმაქცობასაც დავუმატებთ და მაშინ ეს მადლი ბოროტებად გადაიქცევა!
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
რამდენი ფული წავიდა ჩემი ხელიდან, მაგრამ წავიდა დანიშნულებისამებრ: ავადმყოფებისთვის, ღარიბებისთვის, გაჭირვებულებისთვის. ყოველთვიურად ვეხმარები გაჭირვებულებს პროდუქტით და ფულით. მე ერთხელ გავცემ, ღმერთი ათმაგად მიბრუნებს.
ბერი იაკობი
როდესაც ერის ადამიანი მოწყალებას კეთილი განწყობით გასცემს და არა - კაცთმოთნეობით, ღმერთი მას არ დატოვებს და დადგება დრო და მის გულში ალაპარაკდება იგი.
მამა პაისი მთაწმინდელი
ქველმოქმედი კაცი მოკეთდება; ვინც სხვას არწყულებს, თავად დარწყულდება.
ხორბლის დამჭერს წყევლის ხალხი, გამცემის თავზე კურთხევაა.
ვინც სიკეთეს მიელტვის, მადლს მოიხვეჭს, ბოროტების მძებნელს კი ბოროტება ეწევა.
იგავნი სოლომონისა, თ. 11-13
ქრისტიანს მოწყალების გაღება შეუძლია არა მარტო ნივთიერად, არამედ, თავისი ცოდნით, შრომით, რჩევითა და სხვა სახითაც.
წმიდა მამა თეოფანე დაყუდებული
ღმერთთან ხელშეკრულება დავდე: მე მოწყალების გაღებით ვაცარიელებ ჩემს ჯიბეს, ის კი ხელახლა მივსებს. მას არასოდეს დაურღვევია ჩვენი ხელშეკრულება, და მე დავარღვიო? ეს არასოდეს არ მოხდება!
ბერი ეპიფანე
ჩვენ მოწყალენი უნდა ვიყოთ, რათა ჩვენც ვიქნეთ შეწყალებულნი. მივცეთ გაჭირვებულებს ჩვენი შემოსავლის მეათედზე მეტი, რათა ჩვენი სიმართლე აღემატებოდეს ფარისევლებისა და მწიგნობრებისას - ისინი ხომ მხოლოდ მეათედს გასცემდნენ. ასე მოვიპოვებთ ზეციურ სასუფეველს.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
წმიდა და უმწიკვლო ღმრთისმსახურება ღმრთისა და მამის წინაშე ისაა, რომ გაჭირვებაში მიხედო ქვრივ-ობლებს, და ამ ქვეყნისაგან შეუგინებლად დაიცვა თავი.
კათოლიკე ეპისტოლენი იაკობისა, თ. 1
Xareba.net - ის რედაქცია