ბავშვებს ისე უნდა მოექცეთ, როგორც კვიცებს: ხან უნდა მოჭიმოთ სადავე, ხან კი მოადუნოთ. როცა კვიცი ტლინკებს ჰყრის, მთლიანად არ უნდა გაუშვათ იგი, მხოლოდ ოდნავ მოუშვით სადავეები, არა და დაწყვეტს მათ. როდესაც კვიცი მშვიდად არის, მაშინ მოჭიმეთ სადავე და წაიყვანეთ, სადაც გსურთ.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება.
ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით აღავსებს.
მდიდარია თუ ღარიბი, დაამებული ექნება გული, სახე კი ყოველჟამს მხიარული.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 26-27
ბედნიერნი არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ღვთის ტაძარში ხშირად დადიან და თავიანთ საცხოვრებელს სამლოცველო სახლად აქცევენ და ამით მათ ღვთისმოსაობის მაგალითს აძლევენ! მაგრამ ვის შეუძლია, ჩასწვდეს იმ ბავშვთა უბედურებას, რომელნიც მშობელთაგან ამქვეყნიური უწმინდურობის გავლენით იზრდებიან და ამით სისხლისმსმელი მოლოხისათვის შეიწირებიან მსხვერპლად?
იერ. 32, 35
გუნდს ყოველთვის თავში ბელადი უდგას. ჩვენთვის აშკარაა თანხმობა ბუნების კანონებისა და საღვთო სჯულისა, რომელიც პირველობას მამაკაცს ანიჭებს: „რამეთუ ადამ პირველად დაიბადა და მერმე - ევა" ( I ტიმ. 2, 13); „თავ დედაკაცისა - ქმარი... რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათვის, არამედ დედაკაცი მამაკაცისათვის" (I კორ. 11, 3, 9).
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი.
იგავნი სოლომონისა, თ. 20-21
დიდი სათნოებაა მოთმინება, რომელსაც ადამიანი სწორედ ოჯახში უნდა მიეჩვიოს, აქ ყოველ დღესა და ყოველ წამს მოთმინებითა და სულგრძელად უნდა იქცეოდე. თუ ადამიანებმა ერთმანეთს ნაკლი და შეცდომები არ მოუთმინეს, ერთად ვერ გაძლებენ.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
თუ გსურს დატკბე ქალის ცქერით, შენი ცოლის ცქერით დატკბი და გიყვარდეს იგი, ამას არცერთი კანონი არ კრძალავს, მაგრამ თუკი შენს მზერას სხვის სილამაზეს მიაპყრობ, ამით შეურაცხყოფ შენს ცოლსაც, რადგან მისგან პირს იბრუნებ და იმ ქალსაც, ვისაც უცქერ, რადგან მას ცნებების წინააღმდეგ ეხები.
წმიდა იოანე ოქროპირი
თუ შვილების შობა შეძელი, მათი კარგად აღზრდაც უნდა შეძლო, რათა ღირსეულად ატარო მამის სახელი.
წმიდა ტიხონ ზადონელი
მშობლები არა მხოლოდ საკუთარი ცოდვებისათვის დაისჯებიან, არამედ თავიანთი შვილებისაც, თუ მათ ღვთისმოშიშებით არ აღზრდიან.
წმიდა იოანე ოქროპირი
ნუ მიატოვებ ცოლს, ჭკვიანს და კეთილს, რადგან მისი მადლი ოქროზე მეტია.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 6-7
ღმერთს უფრო ხშირად ელაპარაკეთ თქვენს შვილებზე, ვიდრე შვილებს ელაპარაკებით ღმერთის შესახებ.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
შენ შვილების ხორციელ მამად იწოდები; სულიერი მამაც იყავი.
წმიდა ტიხონ ზადონელი
შვილების ქრისტიანული აღზრდისათვის უფრო საჭიროა მაგალითები, ვიდრე სიტყვები, ყველაზე მეტად კი - ლოცვა.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ოჯახსაც. ოჯახის ეროვნული ტრადიციები აუცილებლად უნდა დავიცვათ; ასევე უნდა დავიცვათ ჩვენი ენა და სარწმუნოება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
Xareba.net - ის რედაქცია