ერთი საქმეა კეთილკრძალულება, მეორე - გარეგანი ღვთისმსახურება. ასევე განსხვავდება აღმოსავლური მართლმადიდებლური კეთილკრძალულება დასავლურ-ევროპული გარეგნული ღვთისმსახურებისაგან. კეთილკრძალულებას ღვთაებრივი მადლი მართავს, გარეგნულ ღვთისმსახურებას - ადამიანური გონება.
ბერი პაისი
მართლმადიდებლობის საფუძველია სარწმუნოების ორი უმთავრესი დოგმატის სიწმიდით აღიარება: ყოვლადწმიდა სამებისა და უფალ იესო ქრისტეს ორბუნებოვანების შესახებ. ჯერ არს წმიდა სამებას შევიმეცნებდეთ შეურევნელს და განუყოფელს, ერთ ღმრთაებას, ერთს სამპიროვან ღმერთს - მამას, ძეს და სულიწმიდას, ხოლო უფალ იესო ქრისტეს დოგმატს ასე ვაღიარებდეთ: განკაცებული ძე ღმერთის ერთ ჰიპოსტასში ორი ბუნებაა, ადამიანური და ღვთაებრივი, რომლებიც შეურევნელად და განუცალკევებლად არიან შეერთებულნი მასში; უფალ იესოს აქვს ორი ნება, საღმრთო და კაცობრივი, რომელთაგან ადამიანური ნება ღვთაებრივსაა დაქვემდებარებული. ჯერ არს ვაღიარებდეთ იესო ქრისტეში ამ ორ ბუნებას, შეურყვნელად შეერთებულსა და განდიდებულს.
წმიდა გრიგოლ სინაელი
როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსაყუდელის მიღწევა, ასევე შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღმრთის სიტყვის შენებურად განმარტებისა. ეკლესიას მიცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგია ერთადერთი უცდომელი. გახსოვდეს: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის არც ღმერთია მამა".
წმიდა კიპრიანე კართაგენელი
ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია არის სხეული ქრისტესი, სულიერი ორგანიზმი, რომლის თავიც ქრისტეა: აქვს ერთი სული, ერთი სარწმუნოება და მთლიანი, საერთო, კრებსითი, კათოლიკე ცნობიერება, რომელსაც სულიწმიდა მართავს.
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი
ჩვენს წინაპრებს რომ მრავალი ჭირისა და განსაცდელის მიუხედავად არ დაეცვათ მართლმადიდებლური სარწმუნოება, დღეს ქვეყანაზე აღარც ჩვენი ენა იქნებოდა და აღარც ჩვენი სახელი.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
ხშირად მართლმადიდებელ მორწმუნეთაგან ისმის კითხვა: ვინ ცხონდება, ვინც წარწყმდება? ჩვენ მტკიცედ, დაუეჭვებლად უნდა გვწამდეს, რომ მართლმადიდებლობაა ერთადერთი მართალი სარწმუნოება. შედარებისათვის ნათქვამია: „მართლმადიდებლები იმ ხომალდში ვზივართ, რომელიც მშვიდობით გადალახავს აზვირთებულ ოკეანეს, ანუ წუთისოფლის განსაცდელებს, სხვები კი მხოლოდ მხიარულებით ცდილობენ ამ სიძნელეების გადალახვას".
მამა გაბრიელი
Xareba.net - ის რედაქცია