ადგილი კი არ გვძენს სიწმინდეს, არამედ - ცხოვრების წესი. შეიძლება წმინდა მთაზე იყო, მაგრამ აზრით - მის გარეთ, ხალხში. შეიძლება ფიზიკურად ხალხში იყო, მაგრამ აზრით - ათონზე. თუ შენ ნამდვილი ბერი ხარ, სადაც არ უნდა იყო, ათონი შენთვის ყველგანაა.
ბერი იაკობი
არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ - შინაგანად და საქმითაც მონაზონი ანუ განმარტოვებული იყავი.
წმიდა ტიხონ ზადონელი
არ წახვიდეთ მონასტერში, თუ თქვენ მთლიანად ვერ იმორჩილებთ გულს, იმიტომ რომ აუცილებლად დამარცხდებით.
ბერი პაისი
ახალბედა მონაზონი, რომელიც თავის მშობლებს, დებსა და ძმებს იგონებს, ღვთაებრივი შეწევნის მოსვლას ეწინააღმდეგება. თუ ის სოფელს იგონებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ძალიან მალე დაივიწყა ყველაფერი, რაც გადაიტანა, როცა ცდილობდა მოსწყვეტოდა სოფელს.
ბერი პაისი
ახალბედა მონაზონმა თავისი მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში არ უნდა შეისრუტოს ამ სოფლის სიბრძნე, იმიტომ რომ ის შემდეგ მუდამ იშიშინებს იმ სანთლის მსგავსად, რომელსაც პატრუქი სველი აქვს.
ბერი პაისი
ბერ-მონაზვნობა პირველ ფაზაში - ფარული ვნებების გამჟღავნების მეთოდია, შემდეგ კი - სამკურნალო აღზრდის სახე, ბოლოს - ხორციელდება სათნოება და იწმინდება სული.
ათონელი ბერი გაბრიელი
ბერ-მონაზვნობის და სულიერი ცხოვრების სიხარული რომ განიცადო, მთელი სულით და გულით უნდა ილოცო, ითმინო და დუმდე. ლოცვის გარეშე ძნელია მოთმენაც და დუმილიც. ღვთის წყალობით, ყოველივე ეს განვახორციელე ცხოვრებაში. ასე მკვიდრდება ქრისტე ჩვენს გულებში.
ბერი ამფილოქე
ბერ-მონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა, რომლის ფესვი სიყვარულია, ხოლო საზრდო - მონანიების ცრემლები.
ბერი იერონიმე
განმარტოვებული ყოფნა სულიერ განძს აგროვებს, მასთან განშორება კი - სადღაც გაფანტავს მას.
წმიდა ტიხონ ზადონელი
განმარტოებას ამაოდმეტყველება არ ახასიათებს, რომლის გამოც სამსჯავროზე პასუხის გაცემა მოგვიწევს.
მათე 12, 36
ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისაგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისაგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისაგან.
წმიდა ანტონი დიდი
თევზები წყლის უკმარისობისაგან კვდებიან; ასევე კვდებიან მოსაგრის გულში ღვთისაგან დაბადებული სულიერი მოძრაობები, როდესაც მოსაგრე ხშირად ცხოვრობს ერში და ერისკაცებთან აქვს ურთიერთობა.
წმიდა ისააკ ასური
თუ არ შეგიძლია მოსწყდე სოფელს, მაშინ იღვაწე, რათა, ყოველ შემთხვევაში, შენში აღმოფხვრა სიბრძნე ამა სოფლისა.
ბერი პაისი
თუ მონაზონი ამპარტავნულად ადარებს თავის თავს ერისკაცს, მაშინ ის დაეცემა და გახდება ერისკაცი. ხოლო თუ სიმდაბლით მოიხმობს ღვთის შეწევნას, იღვწის და ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი წმინდა და კარგია, მაშინ ის ბაძავს წმინდანებს.
ბერი პაისი
მონაზვნობა არის ის, რომ კაცმა საკუთარი ნება უარყოს, გაბნეული ზრახვები მოიკრიბოს და სამუდამოდ უფრთხილდებოდეს მათ.
ღირსი იოანე სინელი
მონაზვნობა არის უხორცო ძალების წესი და საქმე, რომელიც ნივთიერ და მოკვდავ ხორცში ყოფნისას აღესრულება.
ღირსი იოანე სინელი
მონაზვნობა ბუნების იძულებაა სამარადისოდ და - გრძნობების გამუდმებული დაცვა.
ღირსი იოანე სინელი
მონაზვნობა განწმენდილი ხორცი, წმინდა ბაგე და განათლებული გონებაა.
ღირსი იოანე სინელი
მონაზვნობა უმოკლესი გზაა განღმრთობისკენ!
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
მონაზონი არის ის, ვინც ხორციელ სხეულში მყოფი უხორცოთა მდგომარეობას ბაძავს.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
მონაზონი არის მგლოვიარე სული, სიკვდილის გამუდმებული ხსოვნით გამწარებული ძილში და სიფხიზლეში.
ღირსი იოანე სინელი
მონაზონი - ეს სინათლეა, შუქურაა კლდეზე და არა ქუჩის ფარანი.
ბერი პაისი
სხვა მადლია მღვდლობა. სხვაა მონაზვნობა. სხვა - საიდუმლოებანი. სხვა - მოღვაწეობის მადლის მოქმედება. ეს ყველა ერთი წყაროდან წარმოიშვება, მაგრამ ერთმანეთისაგან განსხვავდება აღმატებითა და დიდებით.
იოსებ ათონელი
უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ნუ გამოხვალ მონასტრიდან და საერთოთა სახლებში ნუ შეხვალ; სხვაგვარად უკან ისეთი ვეღარ დაბრუნდები, როგორიც - გამოხვედი.
წმიდა ტიხონ ზადონელი
უნდა ითქვას, რომ ჭეშმარიტი ბერ-მონაზვნები თავიანთი დიდი ღვაწლის გამო შედარებულნი არიან ამ ქვეყნად მოსიარულე უფრთო ანგელოზებს.
მამა გაბრიელი
Xareba.net - ის რედაქცია