დიდი საუნჯეა მოიპოვო სიბეჯითე, რადგან ვისაც უქმად ყოფნა უყვარს, მისთვის უცხოა წარმატება.
* * *
ბეჯითად იკითხე საღვთო წერილი, ამით შეიძენ სიბრძნეს. განეშორე გაუმაძღრობას, რომ არ გაფლანგო ყოველივე ის, რაც შეგიძენია.
* * *
კეთილ არს სიბრძნე უფროის ჭურჭელთა ბრძოლისათა (ეკლ.).
* * *
ჭაბუკო, იზრუნე, რათა ისწავლო და კეთილად განეწყვე ცხოვრების გზაზე, რათა ამ წუთისოფელშიც გახდე სახელოვანი და მომავალშიც დაიმკვიდრო სასუფეველი.
* * *
სწავლა სინათლეა და განანათლებს ჭაბუკის თვალებს, შეიყვარე იგი, რათა გახდე განათლებული და მსმენელთაგან საქები.
* * *
შენთვის საზრდო წიგნები იყოს და განსძღები საამო საზრდელით. წიგნები გქონდეს ლოგინად, რათა დაიძინო მშვიდობიანი ძილით.
* * *
მოსწავლეო, გახსოვდეს და ყოველთვის აღასრულე საქმით, უნდა გაახარო შენი მშობლები და მასწავლებლები.
* * *
სწავლა გვირგვინს დაადგამს თავზე მას, ვისაც იგი უყვარს: ცოდნა სანაგვიდან აღგამაღლებს და დაგსვამს სამეფო ტახტზე.
წმიდა ეფრემ ასური
Xareba.net - ის რედაქცია