წმიდა
ქალაქს უწოდებს წინასწარმეტყველი ეკლესიას, რადგანაც იგი წმიდა იქმნა არა სჯულისმიერი
მსახურებით, „რამეთუ არარაი სრულ ყო სჯულმან" (ებრ. 7.19), არამედ იქმნა მსგავსი ქრისტესი
და ზიარი ღმრთაებრივი ბუნებისა სულიწმიდასთან ერთობის მეშვეობით, „რომლითაცა იგი აღიბეჭდენით
დღედ გამოხსნისა" (ეფეს. 4.30), განბანილნი ყოველგვარი ბიწისაგან, განთავისუფლებულნი
ყოველგვარი არაწმიდებისაგან [34, გვ. 451].