60-იან და 80-იან წლებში რეაბილიტირებული იქნენ რეპრესირებული კომუნისტები, 90-იან წლებში - თეთრგვარდიელები, ხოლო მეორე ათასწლეულის დამლევს დაიწყო სოდომისა და გომორის მკვიდრთა რეაბილიტაცია: თურმე სოდომელთა ქმედება დანაშაულად არ ითვლება, შესაბამისად, ისინი დაუმსახურებლად დაუსჯია ღმერთს და მკვდარი ზღვაც ამ უსამართლობის ძეგლი ყოფილა. სოდომური ცოდვის რეაბილიტაციას საზოგადოებრივი აზრის მომზადება სჭირდება. ეს თანდათანობით და თანმიმდევრულად უნდა მოხდეს და ამას ჩინებულად ახორციელებს პრესა და ტელევიზია. ჩვენთან ჯერ არ ხდება ერთსქესიანთა ქორწინება, როგორც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ ეს სამარცხვინო გარყვნილება დაუსჯელი რჩება და სავსებით ლეგალურად ითვლება, უფრო მეტიც, მას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ნაწილად აცხადებენ.
გარყვნილება ფიზიკური კი არა, ფსიქოლოგიური, უფრო სწორად, ფსიქოპათოლოგიური მოვლენაა. გარყვნილ ადამიანს დაკარგული აქვს სამყაროს სწორი ემოციური აღქმისა და საღი აზროვნების უნარი. ზნეობრივად გონჯს და გარეწარს ზნეობის დაცვა არ ძალუძს. მიუხედავად ამისა, მას მაინც ხსნილი აქვს გზა სხვადასხვა თანამდებობის მისაღწევად. იმ საზოგადოებას, რომელშიც გარყვნილება განუკითხავია, არ შეიძლება ქრისტიანული ეწოდოს. ავხორცობით შეპყრობილნი სჩადიან იმას, რის ხსენებასაც კი გვიკრძალავს მოციქული. გარყვნილი ადამიანი ეკლესიის წევრობისა და წირვა-ლოცვაზე დასწრების უფლებასაც კი ართმევს თავის თავს მანამ, სანამ გულწრფელად არ შეინანებს ამ ცოდვას. მაგრამ ამჯერად ის ჩვენ გვარწმუნებს, რომ ეს მხოლოდ „ახალი ფერებია" გრძნობათა პალიტრაზე. ზოგი მხატვარი-ავანგარდისტი ამტკიცებს, რომ ნეხვი კიდევ ერთი ახალი საღებავია, რომლითაც შეიძლება სურათი დაიხატოს...
სექსუალური პათოლოგია მძიმე დაავადებაა, რომელსაც ერის განადგურება და ხალხის გადაგვარება შეუძლია. საქართველოს ყველაზე ცნობილი საეკლესიო კრების - რუის-ურბნისის კრების მამები წერდნენ, რომ ეს საძაგელი ავხორცობა სპარსეთის, ხოლო შემდეგ ბიზანტიის დაცემის მთავარი მიზეზი გახდა. დღეს კი მართლმადიდებელ ქვეყნებში სოდომი და გომორი რეაბილიტაციის სტადიაში არიან. საბერძნეთში, რომელიც მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ცენტრია, დგას შენობები თავხედური წარწერით: „სოდომი". კიდევ მეტიც, გარკვეულ ძალებს თვით ადამიანის გულის გახრწნა და სოდომად გადაქცევა სურთ. უფალი აბრაამს ხუთქალაქის შეწყალებას დაჰპირდა, თუ მასში ათი მართალი მაინც იქნებოდა, მაგრამ ამდენიც ვერ მოიძებნა. რა გველის მაშინ, თუ ჩვენ შორისაც არ აღმოჩნდება ათი მართალი, რომელიც შებილწვასა და სულის შებღალვას გადაურჩება? - ამაზე უხმოდ მეტყველებს მკვდარი ზღვა...
წიგნიდან „სულის უდაბნო"
Xareba.net - ის რედაქცია