დემოგრაფია - მეცნიერებაა, რომელიც იკვლევს და პროგნოზირებას უკეთებს კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის ცვალებადობის მიზეზებს. მრავალი მოვლენის უახლოეს დროში განვითარების შესახებ ფაქტებზე დაყრდნობით საუბარი დღეს უკვე შესაძლებელია. მაგალითად, თუ გაგვაჩნია ბოლო წლებში დაბადებული ბავშვების რაოდენობის ზუსტი ინფორმაცია, ჩვენ შეგვიძლია, დაახლოებით, ვივარაუდოთ, თუ რამდენი სკოლის მოსწავლე გვეყოლება 15 წელიწადში. სამწუხაროდ უკვე ვიცით, რომ ზოგიერთი სკოლის დახურვა მოგვიწევს, იმიტომ, რომ სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება.
დემოგრაფ-მეცნიერებმა დიდი ხანია განგაში ატეხეს და უმძიმეს დემოგრაფიულ კრიზისს პროგნოზირებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მრავალი ადამიანი ამ ინფორმაციას სრული სერიოზულობით არ აღიქვამს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში არსებობენ ისეთი ძალები, რომლებიც იმაზე მუშაობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბავშვი დაიბადოს.
ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ასოციაცია, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ფილიალების მეშვეობით, მიზნად ისახავს შობადობის შემცირებას იმ ქვეყანაში, რომლის განვითარება დასავლეთს არ სურს და ეშინია.
დადგა შეკითხვის დრო: რატომ მცირდება შობადობა?
ამის შესახებ სრულ ინფორმაციას სტატისტიკურ მონაცემებში ვპოულობთ - ეს არის დაქორწინებულთა ან უშვილო თანამცხოვრებ წყვილთა ზრდა, ხშირი განქორწინება, პირველი შობადობის დაგვიანება, უნაყოფო წყვილთა მომატება, საცხოვრებელი პრობლემა, მატერიალური სირთულეები.
ჩვენ ხშირად გულრგილნი ვართ ჩვენი ბავშვების მიმართ. ვეძებთ გასამართლებელ საბაბს იმისთვის, რომ გავიკეთოთ აბორტი. ვამბობთ, რომ ეს აუცილებლობაა, რომ სხვა გამოსავალი არ გვქონდა.
ჩვენს მიერ ჩატარებული აბორტსაწინააღმდეგო კონსულტაციების შედეგი ნათლად გვიჩვენებს, რომ, როგორც წესი, სიღარიბე არ არის აბორტის გაკეთების მთავარი მიზეზი. იყო, დრო, როდესაც ბავშვები მშობლების ოცნება იყო, და ისინი შვილის შეძენას ღვთის ნებისა და კურთხევის ნიშნად მიიჩნევდნენ. ახლა კი ბავშვი ხშირად მტრად, ცხოვრების ტრაგედიად, მეტიც - წყევლად აღიქმება. ადამიანები გულგრილად კლავენ თავიანთ შვილებს.
რა გვემართება? რწმენის კრიზისი გვაქვს? შეიძლება ასეც არის. დღეს მრავალი დადის ტაძარში, მაგრამ ამავე დროს აბორტის რიცხვი არ მცირდება. ნამდვილი ტრაგედია ის არის, როცა საზიარებლად მიდის ქალი, რომელიც სპირალს ატარებს ან ნორპლანტის კაპსულებს და სხვა საშუალებებს იყენებს, რის შედეგადაც შეუმჩნევლად კლავს ჩასახულ ბავშვს.
მამაკაცთა პორნოგრაფიით გატაცების შესახებ ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა გამოკლევამ გვიჩვენა, რომ ეს დესტრუქციულად მოქმედებს ოჯახის სიმტკიცეზე, მეუღლებრივ ურთიერთობაზე. ასეთი მამაკაცების კატეგორიას იოლი ურთიერთობები სურს, რაც გამორიცხავს ბავშვის ჩასახვას.
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ ქუჩებში ვერ ნახავდით პორნოგრაფიას, თუ როგორი ვითარებაა დღეს, თავად ხედავთ. გარკვეული ძალები ჩვენზე და ჩვენს შვილებზე აკეთებს ფულს. ამას ტრაგიკული შედეგები მოჰყვება. ესეც დასავლეთიდან მოდის, და ამ საშინელებისაგან თავი უნდა დავიცვათ. პორნოგრაფიული სურათების ქუჩაში გამოფენა აკრძალულია, მაგალითად ინგლისში, ნუთუ ჩვენთან ყველაფრის განადგურება შეიძლება?
ახლა ხშირად საუბრობენ ახალგაზრდებში გავრცელებულ ეპიდემიებზე, რომლებიც სქესობრივი გზით გადაიცემა. ოჯახის დაგეგმარების პროგრამები „უსაფრთხო სექსის" პროპაგანდას ეწევიან, რის შედეგადაც ბავშვები სქესობრივ ურთიერთობებს იწყებენ, სნეულდებიან და ხშირად სამუდამოდ უნაყოფონი ხდებიან. მაგრამ სექსუალური განათლების პროგრამაში ყველანაირ პრობლემას „უსაფრთხო სექსი" და კონტრაცეპტივების გამოყენების პროპაგანდა წყვეტს.
მრავალ ქალს ორსულობის პერიოდში სტერილიზაციის გაკეთებას ურჩევენ, ეს დაშვებული არაა, მაგალითად, პოლონეთში. ოჯახის დაგეგმარების ამგვარი პროგრამები, ან როგორც დღეს ამბობენ, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამები, მხოლოდ აფრიკის, სამხრეთ აფრიკის და აღმოსავლეთ აზიის უღარიბეს ქვეყნებში როდი ვრცელდება, ეს დანაშაული ჩვენი ქალების წინააღმდეგაც ხორციელდება.
ნუთუ ჩვენი ერი მისდამი ამგვარ დამოკიდებულებას დაუშვებს?
ექიმი გინეკოლოგები „დასავლეთის წამყვანი მედიცინის" გავლენით ორსულობას „სქესობრივი ურთიერთობებით გადამდებ ავადმყოფობად" მიიჩნევენ. ორსულობა სახიფათოა ცხოვრებისათვის, ფსიქიკურად და სოციალური კეთილდღეობისათვის - ამბობენ ისინი. აი, ეს გახლავთ შობადობის შემცირების უმთავრესი მიზეზი.
დემოგრაფები ანალიზს უკეთებენ შობადობის შემცირების მიზეზებს, მაგრამ ძირითად მიზეზებზე არავინ საუბრობს.
ღმერთს ყველა ბავშვი უყვარს, ყოველ ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება და თუ ჩვენი ბავშვები გვეყვარება, უფალი გვაკურთხებს, და აღარ იქნებიან უსახლკარო ბავშვები, რომლებიც ესოდენ მომრავლდნენ დღეს დიდ ქალაქებში.
ეს ნამდვილად შესაძლებელია. ჩვენ უნდა გვჯეროდეს და ყველაფერს ვაკეთებდეთ ამ საშინელი სენის ასალაგმავად.
მოამზადა დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია