სიტყვა ფემინიზმი ლათინური Femina-საგან წარმოიშვა, რაც მდედრობით სქესს ნიშნავს. ფემინისტების აზრით, ქალები საუკუნეების განმავლობაში იჩაგრებოდნენ კაცების მიერ და ახლა სურთ რევანში აიღონ და დამოუკიდებელნი გახდნენ. მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ სულიერი თავისუფლების გარეშე ადამიანი ვერასოდეს მიაღწევს სრულ ჰარმონიას, რა დიდი ანაზღაურებაც არ უნდა ჰქონდეს, რა დიდი თანამდებობაც არ უნდა ეჭიროს.
ქრისტიანულად გაგებული თავისუფლების პრინციპი განსხვავდება დასავლური საზოგადოების დემოკრატიული თავისუფლების პრინციპებისაგან, საიდანაც წარმოიშვა ფემინიზმი.
ამერიკის მთავარ კერპზე, თავისუფლების ქანდაკებაზე, არის ასეთი წარწერა: „მოიყვანეთ ჩემთან ყველა დაღლილი, ყველა ღარიბი, რომელსაც სწყურია თავისუფლების ჰაერით სუნთქვა". ეს იესოს სიტყვების უხეში პაროდიაა.
ფემინიზმის საფუძველში მამაკაცისაგან განცალკევების, ცალკე დამკვიდრების სურვილი დევს, მაგრამ ამგვარად გაყოფილ და დამახინჯებულ ქალურ ბუნებაში ცხოვრების შუალედში, ავადმყოფური სიცარიელის განცდა იწყებს გამოვლინებას.
სულიერ პრობლემებს ვერ გადაჭრის საინტერესო სამსახური, ვერც აქტიური ცხოვრების წესი. თუ ადამიანის ცხოვრებაში არ იქნება უმთავრესი - მიახლება ღმერთთან, თუ ადამიანი ვერ გახდება ქრისტიანი, ცხოვრება ამაოდ განვლილი წლები იქნება.
მღვდელი ალექსი ვლიახინი
Xareba.net - ის რედაქცია