ქრისტიანო! თუ გინდა მოიპოვო ღვთის კურთხევა, დაიცავი სიყვარული ღვთისა და ოჯახის მიმართ. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს წმინდა მოვალეობები. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავიცვათ მშვიდობა და მყუდროება ჩვენს ოჯახში, მრისხანების, ჭირვეულობისა და მომთხოვნელობის ყოველგვარი მისწრაფების ჩაკვლით. დათმობითა და სიყვარულით მშვიდობა ყოველთვის შესაძლებელია.
ოჯახის საფუძველი ღვთისგანაა. მან მისცა მამაკაცს ცოლი, ხოლო ცოლ-ქმარს - ბავშვები.
ბავშვები ვალდებულნი არიან თაყვანს სცემდნენ მშობლებს, დები და ძმები კი - უყვარდეთ ერთმანეთი და ზრუნავდნენ ერთმანეთზე.
უფროსებზე ოჯახში დიდი პასუხისმგებლობაა. ისინი მაგალითს უნდა აძლევდნენ უმცროსებს. ასწავლიდნენ მათ კეთილზნეობას, შრომასა და მორჩილებას. ასწავლონ არა მარტო სიტყვიერად, არამედ მაგალითითაც. მათ არ უნდა იყოყოჩონ უფროსობით და არ მბრძანებლობდნენ უმცროსებზე.
უმცროსები პატივს უნდა სცემდნენ უფროსებს და მათი სიკეთისა და სათნოებების შემყურე, ბაძავდნენ მათ; ყოველთვის დარჩნენ დამჯერნი და მადლიერნი მათი ზრუნვისა და მსხვერპლის გამო. მაშინ მტკიცე იქნება ოჯახური კავშირი, მტკიცე იქნება ოჯახური კეთილმოწყობა. ასეთი ოჯახი სარგებლობს საყოველთაო პტივისცემით და ითვლება ღვთივკურთხეულ ოჯახად.
გაზეთ„ხარებას" ბიბლიოთეკიდან