სულ უფრო და უფრო სერიოზულ მოვლენებს უმნიშვნელო სახე ეძლევა. მათ შორის შობადობის შემცირების იდეოლოგიას, რომელსაც მზაკვრულად „ოჯახის დაგეგმარება" ეწოდება. პირველი ფენა იქ, რა თქმა უნდა, კომერციულია, რომელიც დაკავშირებულია კონტრაცეპტული პროდუქციის გავრცელებასთან. არსებობს ასევე ზნეობრივი, იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური ფენაც, ხოლო სულ ბოლოს - ფარული, ოკულტური ფენა, რომლის არსებობასაც ბევრი ვერ ამჩნევს.
როდესაც ვსაუბრობთ „დამგეგმარებელ - განმანათლებლებზე", უნდა აღინიშნოს, რომ მათთვის ზნეობრივ-ფასეულობათა სისტემა პრინციპულად განსხვავდება ქრისტიანულისაგან. მათთვის არდაბადებული ჩვილების მოკვლა ზნეობრივია (რათა არ გაჩნდეს სიღარიბე), მაგრამ უზნეობაა, როდესაც ვკიცხავთ სოდომისტებს. ბავშვებში ვნებების გაღვივება არ არის სირცხვილი, მაგრამ ძალიან დიდი სირცხვილია მორცხვობა. ეს ჯოჯოხეთური რეალობაა, სადაც ტირილი და კბილთა ღრჭენაა.
მხოლოდ ზედაპირული ექსკურსი ისტორიაში გამაოცებელ კავშირებს გვიაშკარავებს. მარგარეტ ზანგერი, შობადობის კონტროლის ლიგის ფუძემდებელი, რომელსაც ფაშიზმის დანგრევის შემდეგ ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაცია ეწოდა, იყო როზენკროიცერების ორდენის წევრი, რომელიც იდეოლოგიურად დაკავშირებული იყო ტამპლიერების ორდენთან. XX ს-ის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენლი ტამპლიერების ორდენისა სლეისტერ კროული - თანამედროვე სატანიზმის ადეპტი იყო.
„აღმოსავლელი ტამპლიერები" მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ოკულტურ ჯგუფებთან, რომელნიც ზემოქმედებდნენ ჰიტლერზე, ხოლო ჰიტლერელები თავის მხრივ მჭიდრო კავშირში იმყოფებოდნენ მარგარეტ ზანგერთან. მაგალითად, ჟურნალ „Birth Control Revien” („შობადობის კონტროლის მიმოხილვა") აპრილის ნომერი 1933 წ. სრულიად მიეძღვნა სტერილიზაციის პრობლემას. ერთ-ერთი ავტორი ამ ნომრისა იყო ერნესტ რუდინი. შემდგომში რუდინმა „სახელი გაითქვა" სულიერ ავადმყოფთა სანქცირებული მასობრივი მკვლელობებით. თავად ზანგერი წერდა: „გამოკვლეულ მამაკაცთა 48,3%-ის ინტელექტი თორმეტი წლის ბავშვის დონეზეა, ანუ ისინი გონებასუსტნი არიან... ის, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ გონებასუსტთა განცალკევებას და ისინი აგრძელებენ გამრავლებას, მხოლოდ ჩვენს უგუნურობასა და უბადრუკ გულჩვილობას ადასტურებს".
მრავლისმთქმელი სათაურის მქონე წიგნში - „ცივილიზაციის შემობრუნების წერტილი" - ზანგერმა აღწერა, თუ როგორი იქნება სამყარო „არასრულფასოვანთაგან" საზოგადოების გაცხრილვის შემდეგ. მისი აზრით, დანარჩენები სექსუალური ენერგიის გამოთავისუფლების ხარჯზე „ჭეშმარიტად ამქვეყნიურ სამოთხეს შექმნიან". სექს-ენერგიისა და მეცნიერული მიდგომის ერთიანობით შეიქმნება „გენიოსთა რასა", კაცობრიობა გათავისუფლდება ისეთი ყალბი ფასეულობებისაგან, როგორიცაა „ველური, უტოპიური ოცნება საყოველთაო ძმობაზე, გამრყვნელი გულჩვილობა და რელიგიურობა". სექსით კაცობრიობა მიაღწევს დიდ სულიერ გაბრწყინებას, რომელიც გარდაქმნის სამყაროს და გვიჩვენებს ამქვეყნიურ სამოთხისაკენ მიმავალ ერთადერთ გზას".
ციტირებული ტექსტი სრულიად განმსჭვალულია ახალი ოკულტური უტოპიით. დაახლოებით ამგვარად აზროვნებდნენ ძველი და მსგავსად აზროვნებდნენ თანამედროვე სატანისტები.
„არ არსებობს არც ღმერთი, არც ბატონი" - წერდა მარგარეტ ზანგერი, უწოდებდა რა კონტრაცეფციისათვის ბრძოლას თავის რელიგიას.
აი, რას წერს სატანისტი ა. კროული: „არ არსებობს ღმერთი ადამიანის გარდა. მას აქვს უფლება მოკვდეს, როგორც სურს". ჰიტლერიც და კროულიც, შეიძლება ითქვას, აბოდებდნენ თემაზე ზეადამიანის ზემონაცემების შესახებ.
ახლახან მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჟაკ ატალი თავის ნაშრომში „ახალი ათასწლეულის ზღვარზე" წერდა, თუ რა გველის მომავალში. გენური ინჟინერიის წყალობით ადამიანი შეძლებს „იყიდოს და გაყიდოს საკუთარი ორეული და საყვარელი ადამიანების ასლები... დაიწყებს საკუთარი თავის ისეთნაირად შექმნას, როგორც ქმნის საქონელს, ის მოძებნის საჭირო მასალას ცოცხალი ორგანიზმების სპეციალურ ცოცხალ საწყობებში, გამოიყენებს სხვა ადამიანებს, როგორც ნივთებს, და იმოგზაურებს სხვის ტვინსა და ორგანიზმში".
რუსეთში უკვე შეუდგნენ არდაბადებული ჩვილების ნაწილებიდან პრეპარატების დამზადებას, ხოლო ამ საშინელ სიმართლეს გამეცნიერებული ტერმინი „ფეტალური თერაპიის" სახელწოდებით ნიღბავენ. რით იზიდავენ მდიდარ კლიენტებს ფეტალური პრეპარატების მომწოდებლები? - მარადიული ახალგაზრდობითა და ზებუნებრივი ძალების შეძენის დაპირებებით. რამდენიმე ინექცია - და შენ კვლავ ახალგაზრდა ხარ.
ოჯახის დაგეგმარების სატანური და ოკულტური არსის შესახებ, მრავალნი წარმოიდგენენ შავ მესებსა და საშინელ რიტუალებს. მაგრამ ეს სატანიზმის მხოლოდ ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა. ზედაპირზე კი ყველაფერი გაცილებით ნაკლები სიმკვეთრით მჟღავნდება. მთავარია საფუძველში დაირღვეს პრინციპი - ამოტრიალებულ იქნას ქრისტიანული მცნებები და ნორმები. არა სათნოება, არამედ ცოდვა; სულის მარადიული ნეტარებისადმი მისწრაფების ნაცვლად - წამიერი სიამოვნებით განხურვება.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ სატანისტებსაც აქვთ „მცნებები"
მხოლოდ არა ათი, არამედ ცამეტი. და თითქმის ვერავინ ვერ აცნობიერებს, რომ მრავალი მათი „მცნება" უკვე ათვისებულია თანამედროვე ადამიანის მიერ. მაგალითად, აკრძალვების უარყოფისაკენ მოწოდება. რამდენ-გზის გვსმენია, რომ აკრძალვა ტოტალიზმის ნიშანია. სატანისტების მეორე „მცნება" სწორედ ესაა: „ნუ აღიარებ აკრძალვებს".
ამასვე ამბობს ზანგერიც, ცივილიზაციის შემობრუნების წერტილში: „პურიტანული და აკადემიური სქესის აკრძალვები განათლებასა და რელიგიაში დამღუპველია კაცობრიობის კეთილდღეობისათვის". „სქესებთან მიმართებაში მიუღებელია რელიგიური ნორმები, კანონები ან მორალური კოდექსები". უფროსებმა, ასწავლიდა ზანგერი, არ უნდა მოახვიონ მოზარდებს თავისი მორალური პრინციპები.
აი, სატანისტების კიდევ ერთი „მცნება": „ადამიანი არ არის ღვთის ხატება, ის ისეთივე ცოცხალი არსებაა, როგორც დანარჩენი არსებები, მხოლოდ აზროვნებით გამოირჩევა". სკოლაში ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ადამიანი მაიმუნისაგან შეიქმნა, ხოლო დაგეგმარისტები ადამიანს ათანასწორებენ არა მხოლოდ მაიმუნთან, არამედ თევზებთანაც. მეტიც - ბაღლინჯოებთან. ამგვარი თანმიმდევრობა მოყვანილია დაგეგმარების ერთ-ერთ სასკოლო პროგრამაში, რომლითაც ჰომოსექსუალიზმის ნორმალიზებას ამტკიცებენ. ანუ, თუ ბაღლინჯოებისათვის ეს ნორმალურია, მაშინ ჩვენთვისაც, უფრო დიდი ცხოველებისათვისაც - მისაღებია.
მიმდინარეობს ყოველგვარი უმსგავსობისა და უზნეობის გავრცელება
მძიმე დანაშაულად აღარ მიიჩნევა პორნოგრაფიის გავრცელება, მრავლდება ღამის კლუბები, პროპაგანდას უწევენ ფოტომოდელების კურსებს ბავშვებისათვის.
დავფიქრდეთ, თუ რა დგას ბავშვებში ადრეული ასაკიდან ამგვარი „განათლების" დანერგვის უკან? ქრისტიანული გაგებით ბავშვის სული ხომ სუფთაა, ბავშვები - ხორცშესხმული ანგლოზებია. შემთხვევითობა არ გახლავთ ის ფაქტი, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ექვს წლამდე ბავშვებს აღსარების გარეშე აზიარებს. და თუ ქრისტე მოვიდა დედამიწაზე ცოდვილების გამოსახსნელად, მისი „მაიმუნის" ამოცანაა - რაც შეიძლება მეტი მართალი წარიწყმიდოს, ხოლო ბავშვები ამისათვის ერთობ იოლი ნადავლია. ისინი მართალნი, მაგრამ გამოუცდელნი და მიმნდობნი არიან, იოლია მათი ცდუნება. ადრეული გარყვნა ასახიჩრებს ბავშვის ფსიქიკას, ამავე დროს ასნეულებს მის ზნეობრივ ინსტიქტს, რასაც შემდეგში სულიერი გარყვნა და წარწყმედა მოჰყვება.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია