მეუღლეობაში შემსვლელო! შენ უერთდები ქალს სამუდამოდ. კარგად დაფიქრდი იმაზე, თუ რა დაწერა პავლე მოციქულმა თავის ეპისტოლეში ეფესელთა მიმართ (მე-5 თავი) ქორწინების და მეუღლეთა მოვალეობების მაღალ მნიშვნელობაზე; რჩევა აიღე გამოცდილი და ღვთივსულიერი ადამიანებისაგან, რომელთა აზრს პატივისცემით ეპყრობი.
სიმდიდრე, სილამაზე და ნიჭი მხოლოდ მაშინ იქნება ქალწულის მშვენება, როდესაც მისი აღზრდა ხდება ქრისტიანული კეთილზნეობით.
მხოლოდ მართლმადიდებლურ რწმენასა და კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებულ აღზრდას შეუზლია მოამზადოს ქალი ჭეშმარიტად მაღალზნეობრივი, ოჯახური კეთილმოწყობისათვის ყველაფრის გამღები, შრომისმოყვარე, ქმრის მანუგეშებელი, ოჯახის ჭეშმარიტი დედა, კერის მშვენება.
ახალგაზრდავ! თუ კანონიერი ქორწინებით გინდა გაბედნიერდე, ნუ მიგიტაცებს მიმზიდველი გარეგნობა. ქალში უმთავრესი უბრალოება და შრომისმოყვარეობაა. აი, პირველი პირობა, რომელიც იქნება მომავალი ბედნიერების საწინდარი.
გაზეთ "ხარებას" ბიბლიოთეკიდან