კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა – ეს დღესასწაული მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაწესდა იმისათვის, რომ ცხადად გამოჩენილიყო ყველა მოციქულის თანასწორობა და ამით აღკვეთილიყო უთანხმოებანი მათ თაყვანისმცემელთა შორის. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან 70 გამოარჩია, რომ მთელი ქვეყნიერებისათვის მოეფინა სახარების სწავლება.
17 იანვარს ერთად ვდღესასწაულობთ 70-ვე მოციქულის ხსენებას, წლის განმავლობაში კი წმიდა ეკლესია ცალ-ცალკე იხსენიებს მათ.
70 მოციქულს მიათვლიან აგრეთვე კეფას, რომელსაც უფალი გამოეცხადა აღდგომის შემდეგ (1 კორ. 15, 5-6) და სვიმეონს, ნიგერად წოდებულს (საქმე 13,1), რადგან მათაც დიდად გაითქვეს სახელი თავიანთი მოციქულებრივი ღვაწლით.
Xareba.net - ის რედაქცია