ხომ ბევრი ეკლესია გაიხსნა ამ ბოლო დროს. ახლებიც შენდება, ძველებიც განახლდა, იმატა მრევლმა და მიუხედავად ამისა, აბორტების სტატისტიკური მრუდი არ ეცემა. პარადოქსია? იქნებ მოქმედი ეკლესიების რიცხვი და მრევლის რაოდენობა მხოლოდ მშრალი მონაცემები, გარეგნული ორიენტირია და არსებითზე და მანუგეშებელზე არ მეტყველებს. დაიხიეს კიდეც, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სტრატეგიულად მომგებიან პოზიციებზე გამაგრდნენ.
ეკლესია ის გარემოა, სადაც კაცმა ღმერთთან კავშირი უნდა ეძებოს და იპოვოს. და როცა ეკლესიას ეცლება ეს შინაარსი, უთვალავიც რომ იყოს მათი რიცხვი - საფლავის ქვებისაგან თითოეულ მათგანს არაფერი განასხვავებს. კი, იხსნება ეკლესიები, მაგრამ უფრო მეტი ინტენსიურობითა და ენერგიულობით იბეჭდება სექსუალური ლიტერატურა, სამარცხვინო პორნოგრაფიულ ჟურნალ-გაზეთები, ვრცელდება უხამსი კინო და ვიდეოფილმები, ნაირნაირი სულიერი შხამით იწამლება მომავალი თაობები: ბავშვები იმ მოხუცებს ჰგვანან, გახრწნილების ყველა სახე რომ იგემეს, მოხუცები კი ყმაწვილებად იქცნენ, დაივიწყეს ასაკი.
ჩვენი სულიერი ყოფა სულ უფრო და უფრო ემსგავსება კაცობრიობის სულიერ მდგომარეობას წარღვნამდე. ვინ იცის, იქნებ ის, რაც ჩვენს თავს ხდება, არაა შემთხვევითი, იქნებ ესაა კაენის სულის, უკიდურესი ულმობლობის, ამა სოფლის დასასრულის მოახლოების ნიშანი - ვინ იცის?!
არქ. რაფაელის სტატიის მიხედვით შეადგინეს დეკანოზმა კონსტანტინემ და დავით ჯინჭარაძეებმა
Xareba.net - ის რედაქცია