მორწმუნე მეცნიერი გრძნობს თავის უსუსურობას მეცნიერებაში, ის ქედს იხრის ღვთის უდიდესი სიბრძნის წინაშე და სთხოვს შემოქმედს შეწევნას თავის გამოკვლევებში. ხშირად უფალი, დაჟინებული თხოვნის შემდეგ, აჯილდოებს ასეთ ადამიანებს, მეცნიერება კი კიდევ ერთ მონაპოვარს იძენს.
ასე ეყრება საფუძველი კაცობრიობის კულტურას მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში.
ამის დასამტკიცებლად მოგვყავს ცნობილი მეცნიერების გამონათქვამები:
ისააკ ნიუტონი თავისი წიგნის „საწყისი" წინასიტყვაობაში წერს: „უმშვენიერესი ფორმებითა და მრავალგვარი მოქმედებით გამორჩეული სამყარო შეუძლებელია შექმნილიყო ღვთის ნების გარეშე".
ცნობილი ფიზიკოსი მილიქენი წერს: „წამყვან მეცნიერთა უმრავლესობა ახლო ურთიერთობაშია რელიგიურ ორგანიზაციებთან, ეს ფაქტი თავისთავად გამორიცხავს კონფლიქტს მეცნიერებასა და რელიგიას შორის".
აი ბეკონ ბერდლომერის სიტყვები: „ჭეშმარიტი მეცნიერება უნდა მიილტვოდეს, რათა ადამიანები მიიყვანოს მხოლოდ ღმერთთან. ბუნების მხოლოდ ზედაპირული შემეცნება განგვაშორებს ღვთისაგან, მის ძირეულ შესწავლას კი მისკენ მივყავართ".
ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი ენგსტრომი თავის კრებულში „ჩვენ გვწამს" წერს: „ზოგიერთი ადამიანი, ფიქრობს, რომ ბიბლია ზღუდავს ექსპერიმენტებს მეცნიერებასა თუ ინჟინერულ საქმეში. პირიქით, ადამიანი თავისი გამოკვლევებით მხოლოდ ღვთივ დადგენილი კანონების კოპირებას აკეთებს... დიახ, მე მწამს, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა... ის არა მხოლოდ ჩვენი შემქმნელია, არამედ მხსნელიც".
ბ. პასკალს ყოველთვის სწამდა ღმერთი. ის ამბობს: „სულის უკვდავება იმდენად მნიშვნელოვანი და ღრმა საკითხია ჩვენთვის, რომ მისდამი გულგრილობა საღი აზრის დაკარგვის ტოლფასია".
ბაქტერიოლოგი ლუკ პასტერი თავის შესახებ წერს: „მე ბევრი ვისწავლე, ამიტომ მწამს ღმერთი. ისევე გულწრფელად, როგორც უბრალო გლეხს". თავისი დიდების აპოგეის პერიოდში პასტერი წერდა: „ბედნიერია ის, ვინც სახარებისეული სათნოების მსახურია. აი დიადი გმირობა და აზრების წყარო".
პროფესორ გიინო-იასინეცკის (ეპისკოპოსი ლუკა) აღმსარებლური მოღვაწეობიდან მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვანთ: საოპერაციოში, სადაც პროფესორი ოპერაციებს აკეთებდა, მაცხოვრის ხატი ეკიდა. ერთხელ ვიღაცამ ჩამოხსნა ხატი. გაიგო რა ამის შესახებ პროფესორმა, თქვა: „ოპერაცია იმან ჩაატაროს, ვინც ხატი ჩამოხსნა". ამის შემდეგ პროფესორი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. ამ დროს ძლიერ დასნეულდა ციხის უფროსი. მას ვერავინ კურნავდა. მაშინ უფროსის ნათესავებმა თხოვნით მიმართეს პროფესორს, რომელმაც სასწრაფოდ ჩაუტარა ოპერაცია სნეულს. ციხის უფროსის გადარჩენისთვის პროფესორი გაათავისუფლეს პატიმრობიდან.
ეს პროფესორი, შემდეგ უკვე ეპისკოპოსი, მართავდა ეპარქიას, მიწიერი ცხოვრების მიწურულს კი უკვე არქიეპისკოპოსი ლუკა მართავდა სიმფეროპოლის ეპარქიას.
არ შეიძლება არ აღინიშნოს უდიდესი თანამედროვე მეცნიერის, პროფესორ პაველ ალექსანდრეს ძე ფლორენსკის (მამა პავლეს) მოღვაწეობა, მოგვყავს მოკლე ამონაწერი მისი შრომებიდან: „ღმერთს არავისთვის ბოროტება არ სურს, ის არავის არ ანადგურებს. ბოროტი ადამიანი თავად იღუპავს თავის თავს".
ქვემოთ მოვიყვანთ მაგალითს, როდესაც ადამიანები დაუფიქრებლად ერეოდნენ ბუნების კანონში.
სამხრეთ-ამერიკის ეკვატორულ მდინარეებში იყო ბევრი კაიმანი (პატარა ნიანგი). ისინი ჭამდნენ წყალში მყოფ ფრინველებს. ამერიკელებმა გადაწყვიტეს მათი განადგურება. რა შედეგი მოჰყვა ამას? თითქმის სულ განადგურდა თართი. რა კავშირია? აღმოჩნდა, რომ კაიმანები წყალში ტოვებენ ღრმულებს, სადაც უნალექო პერიოდში თართის ქვირითი გროვდება. წვიმის პერიოდში კი იჩეკებოდა თავკომბალა, რომელიც შემდეგ უზარმაზარ თართად გადაიქცეოდა.
დღეს ახლებურად დაისვა ენერგო მომარაგების პრობლემა. განიხილება მათი შეცვლა ჰიდროელექტროსადგურებით. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობამ კი საგრძნობლად უკან დაგვწია თევზის მეურნეობაში, ამასთანავე დაიტბორა მარცვლეული კულტურის მოსაწვევი საუკეთესო მიწები.
ჩვენ შეგვიძლია მრავალი ასეთი მაგალითის მოყვანა როგორც უცხოეთის, ასევე ჩვენი ქვეყნის სინამდვილედან, მაგრამ ვფიქრობთ, ესეც საკმარისია.
ერთი კი ცხადია: მეტად სახიფათოა დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღება ეკონომიკისა თუ სახალხო მეურნეობის დარგში.
და რაოდენ სახიფათოა დაუფიქრებელი სიახლის შემოტანა სულიერ სამყაროში. რაოდენ სახიფათოა არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ცრუ რელიგიებისა, მაგიასა თუ ინდუიზმისადმი. სიცრუე შემოდის ჩვენს ცხოვრებაში შენიღბული სახით. გარეგნულად თითქოს კეთილია, შინაგანად კი ჭეშმარიტად ბოროტებას ემსახურება.
როგორ მოვიქცეთ? ყველა მართლმადიდებელმა უნდა იცოდეს, რომ ერთადერთი გზა ცხონებისაკენ მართლმადიდებელი ეკლესიის აქტიურ წევრად ყოფნაა. ნურავინ ეცდება, სხვა გზის პოვნას. ის აუცილებლად მოტყუვდება. ჩვენ მყარად უნდა გვახსოვდეს წმიდა მამათა დარიგება - „გაუფრთხილდით მართლმადიდებლობას!"
Xareba.net - ის რედაქცია