გერმანიის კანცლერის კონდრატ ადენაუერისა და საფრანგეთის სა-გარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის გარკვეულმა საიდუმლო გარემოცვამ და სტრუქტურებმა წამოჭრეს იდეა „ქვანახშირისა და ფოლადის დარგში ერთიანი ევროპული თანამეგობრობის" შესახებ („სამთამადნო კავშირი"). 1951 წ. აპრილში ეს იდეა საფრანგეთს, დასავლეთ გერმანიას, იტალიასა და ბენილუქსის ქვეყნებს შორის განხორციელდა. 1957 წ. 25 მარტს რომში ამ ქვეყნებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რითაც შეიქმნა „ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა" ცალკეული ორგანოებით, მაგრამ გადაწყვეტილებათა რეალიზაციის მექანიზმის გარეშე, რომელიც შემდგომში ჩამოყალიბდა. ორგანიზაცია თანდათან ფართოვდებოდა და მან დაახლოებით 15 სახელმწიფო მოიცვა. 1992 წ. ჰოლანდიის ქალაქ მაასტრიხტში 12-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა შეთანხმებას და უკვე შექმნილი „ევროკავშირის" სფეროში შევიდა ამ ყბადაღებული „მაასტრიხტის ხელშეკრულების" წყალობით, რომლის დამტკიცებითაც ძირითადი სახით ჩამოყალიბდა 1957 წელს მიღებული „რომის ხელშეკრულება". ეკონომიკურ ასპექტებს ფულადი, პოლიტიკური, და სამხედრო ასპექტებიც დაემატა. ამ დღიდან ევროპის ჰორიზონტზე თვალნათლივ იწყეს შეგროვება შავმა ღრუბლებმა, მკაფიოდ გამოიკვეთა მისი ანტი-დემოკრატიული ხასიათი, რის განსამტკიცებლადაც ამგვარი გარდა-ქმნისაკენ გადაიდგა ნაბიჯები.
Xareba.net - ის რედაქცია