2. ძალიან სამწუხაროა, რომ კრეტის კრება მუშაობას შეუდგა არა მსოფლიო კრებების უცილობო პრინციპის თანახმად, არამედ ოდითგანვე დადგენილი, ერთობ მნიშვნელოვანი წესის დარღვევით. კერძოდ: წინამორბედი მსოფლიო კრებებისა და დოგმატების კრებსით განსაზღვრებათა აღიარებით აღნიშნული კრებაც გახდებოდა ორ-განული გამგრძელებელი წინამორბედი კრებების სწავლებისა და სულისკვეთებისა.
პირიის მიტროპოლიის (საბერძნეთი) ერესებთან მომუშავე კათედ-რამ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული წესი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია, მსოფლიო კრებათა დოგმატურ განსაზღვრებებში დაცული (იხ. II მსოფლიო კრების 1 კანონი, VI მსოფლიო კრების 1 კანონი და სხვა). ამით წმინდა მამები მსოფლიოს გასაგონად აცხადებდნენ, რომ აღიარებდნენ და ეთანხმებოდნენ ყოველივეს, წინა მსოფლიო კრებებზე მიღებულს, რომ მათ კვალდაკვალ სურდათ მოღვაწეობა.
გარდა ამისა, საერთომართლმადიდებლური კრების (რის პრეტენ-ზიასაც აცხადებს კრეტის კრება) დღის წესრიგში არ დადგა მართლმადიდებელი ეკლესიის მართლაც საჭირბოროტო საკითხები, თუნდაც თანამედროვე ერესების მხილება, რაც ძალიან აქტუალურია და მოითხოვს დროულ, საერთომართლმადიდებლურ, კრებსით გადაწყვეტილებას.
შესაბამისად: თუ სურდათ, კრეტის კრებას ნამდვილად მოეპოვებინა მსოფლიო მნიშვნელობა, მაშინ ერესებთან და ერეტიკოსებთან მი-მართებაში მისი გადაწყვეტილებები უნდა ყოფილიყო ბადალი წმინდა მოციქულთა და წმინდა მამათა მიერ მსოფლიო კრებებზე მიღებულ განსაზღვრებათა. ეს ნიშნავს თანამედროვე ერესების მკაფიოდ და არაორაზროვნად მხილებას. (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია