1. ყოველი თაობის ადამის ჩამომავალთ, ყოველ ერს ამძიმებს მამა-მთავრის ცოდვის შედეგები, ანუ ხრწნა და სიკვდილი. ხსნა ამისგან ნათლისღების მეშვეობით და მთელი თავისი ხორციელი შეწყალებით მოგვივლინა უცოდველად სულიწმიდისა და მარიამისგან ქალწული-საგან ჩასახულმა და შობილმა ახალმა ადამმა, ქრისტემ, რომელიც გახდა ძირი (ფესვი) ადამიანთა ახალი მოდგმისა ზეციური სიცოც-ხლის მადლითა და უხრწნელებით რომ აღაყვავებს ყოველ მის მორწმუნეს, წმიდა საიდუმლოებებით მისი ეკლესიის ღმერთკა-ცობრივ სხეულად გაერთიანებული.
2. „ცოდვილი სენი და ცოდვილი მდგომარეობა კაცობრივი ბუნე-ბისმიერ ღვთიური მადლის დანაკარგითა, სიკვდილს დაქვემდება-რებისა და ღვთიური სიცოცხლისგან დაშორებისა, გადაეცემა მემკვიდრეობით მოდგმის მოთავედან მთელ შთამომავლობაზე და გადასცემს მათ ბიწიერებას და მამამთავრის ცოდვის მთელ ნაყოფსა და შედეგებს. ამის გამო, უკვე უძველეს ხანაშივე ეკლესიამ შემოიღო ჩვილთა ნათლისღება, რათა მოხსნილიყო ეს წინამორბედთა ბიწი-ერება სხვამხრივ პირადი ცოდვებისგან განწმედილი ჩვილებისა. მაშასადამე, ზებუნებრივად ჩასახული და დაბადებული ღმერთკაცის გარდა - აკი მხოლოდ იგი არაა მამამთავრის ცოდვის ზიარი, განურჩევლად ყოველი ადამიანი ბუნებრივი ჩასახვისა და დაბადების გამო აღნიშნული ცოდვის წილხვედრია" (მართლმადიდებლური კათოლიკე ეკლესიის დოგმატურ სწავლებათა კრებული. იოანე კასმირისი. გვ. 41).
3. „კათოლიკე მართლმადიდებელი ეკლესიის აზრით ეს მამამთა-ვრის ცოდვა არის არა არსი, არამედ შე(მო)ქცევა სწორი სიტყვისა და შემოქმედის ნებისადმი ჯეროვანი მორჩილებისადმი ურჩობა, არა აზრის უმეცრება და ნების უარესისაკენ მიწოდება, არამედ მათი მიზეზი და ძირი. გადაეცემა იგი ყოველ ადამიანს, დედის წიაღშივე დანწმედილსაც (განღმრთობილსაც) კი, თავად დედოფალს ჩვენსას ღმრთისმშობელს და არა მარტო ურწმუნოთაგან შობილ ჩვილებს. გადაეცემა არა უბრალო მიმართულებითა თუ მიმსგავსებით (მიბაძ-ვით), არამედ ჭეშმარიტი და ნამდვილი ზიარყოფით, ამიტომაც ინათლებიან ჩვილები ჭეშმარიტად და საფუძვლიანად მოსატევე-ბელად ამგვარი ცოდვისა, ჭეშმარიტად და საფუძვლიანად მისი ზიარნი - კართაგენის საეკლესიო კრების 921 კანონის თანახმად" (მესაჭეს წიგნი (პედალიონი), კართაგენის საეკლესიო კრების 921. 5.).
4. ესმა მამამთავარს - „მიწა ხარ და მიწად მიიქცევი" და გახდა იგი უხრწნელი ხრწნადი და დაიტანჯა სიკვდილის ბორკილებით. და მან დაცემულმა გააჩინა შვილები, მისგან, რომელ ხრწნადისაგან გაჩე-ნილნი ხრწნადები ვიბადებით. ამგვარად გავხდით მემკვიდრენი ადამის წყევისა და ვისჯებით არა როგორც ადამთან ერთად ღმრთიური ნებისადმი თანაურჩნი, არამედ მკვრდად შობილი, მისგან მომდინარე თესლს მოჰყვება ცოდვა. (წმიდა ანასტასი სინელი M. 89. 786.).
5. დასნეულდა ცოდვით ბუნება ერთის, ანუ ადამის ურჩობის გამო. შედეგად ყოველი ადამიანი სიკვდილმისჯილნი ვართ, ადამის შეცოდების შედეგად მასში მთელი ადამიანური ბუნება ევნო. ეს იყო მოდგმის დასაწყისზე, მაგრამ ქრისტეთი კვლავ ხორციელად ავყ-ვავდებით. (წმიდა კირილე ალექსანდრიელი M. 74. 785.).
6. რაკი ურჩობის შემდეგ ადამიანი მცირედ ნაკლები შეიქმნა ანგე-ლოსთაგან, გვამოვნებით ღმრთის სიტყვის ერთობით იგი უპი-რატესიც კი ხდება. ადრე ღმრთის ხატად შექმნილი, ახლა ღმრთის თანასწორი ხდება და ადრე ღმრთის ხატის მიმღები, ახლა მისი გა(და)მცემი ხდება. (წმიდა გრიგოლ ნოსელი).
7. რაკი ცოცხალთაგან არავის შესწევს ძალა იხილოს ღმრთაების სახე, მიიღო [ღმერთმა] კაცობრივი სახე, რათა იგი ვიხილოთ და სიცო-ცხლეს ვეწიოთ. (წმიდა კირილე იერუსალიმელი. M. 33, 669 B).
8. წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა ადამის დაცემაც, მაგრამ ასევე მო-ნანიებაც მისი იქამდე, ვიდრე ჩაიდენდა იგი ყოველივეს. განსაზღვრა დროც და ადგილიც და ისიც თუ როგორ გამოიწვევდა მას იგი დევნილებისგან (ექსორიიდან). და როგორც განსაზღვრა, ისე იქმნა. და გარდამოხდა მეუფე ჩვენი ქრისტე ზეცით და თავისი სიკვდილით ჩვენ გვიხსნა და განაქარვა (ჩინარ-ჰქმნა) სრულიად სასჯელი, რაც თან გვახლდა წინაპრის შეცოდებისგან და წმიდითა ნათლისღებითა და სხვათა წმიდათა საიდუმლოთგან აღგვადგინა, ახლად გვქმნა და გაგვათავისუფლა... (წმიდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი).
9. ღმრთიურ ნათლისღებას შემოჰყავს კაცი ეკლესიად და ყოველ მა-რთლმადიდებელ ნათელღებულს შეადგენს ერთ სხეულად, ქრისტეს სხეულად, ცოცხალ ტაძრად, ტაძრად წმიდისა სამებისა, სადაც მთელი ცხოვრება მოედინება მამისაგან, ძის მიერ სულიწმიდით. კაცი, ძალისმიერ (პოტენციით) ღმერთკაცად ქმნილი, დაცემით განეყო ღმერთსა და თავის წინასწარგანგებულებას, ხოლო სულიწმიდით ნათლისღების წყალობით იგი კვლავ დაიყვანება „დასაბამისმიერ (საწყის) სიკეთედ" და ღმერთკაცისმიერ მადლით ისიც ღმერთკაცი ხდება. (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია