36. პაპისტურმა, იგივე ევროპულმა ჰუმანიზმმა შექმნა ევროპული ბაბილონი, რომელშიც ღმერთი და ყველაფერი ღვთაებრივი მოკ-ვდინებულია. დარჩა მხოლოდ ერთი: ადამიანის მსხვერპლშეწირვა და თვითმკვლელობა. დიახ, ჰუმანიზმი თანმიმდევრულად იკლავს თავს. ყველაფერი ნიჰილიზმის კერპის აგებით დასრულდება. ნიჰილიზმი კი მომწიფებული ჰუმანიზმი, მისი იდეალი და კერპია.
37. ევროპული ჰუმანიზმი მატერიალურ, ხილულ სამყაროს „ავთვი-სებითაა" დაკავებული. ის ამისთვის არსებობს, რომ მოიცვას ყველა კულტურა და ცივილიზაცია. რა გააჩნია ადამიანს იმაზე ფასეული, ვიდრე მთელი სამყაროს დაუფლება? „რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს?" (მათ. 16. 26). ამ საზომით უნდა შევაფასოთ ადამიანის ნებისმიერი საქმე. რა სარგებელი აქვს ყოველივე ამქვეყნიურ სიამეს, თუკი ადამიანი ამის გამო იღუპავს სულს, რომელშიც მარადიული სათნოებები, სიხარული და ცხოვრების არსია?
38. დღეს ჰუმანისტური ქრისტიანობის კრიზისია. ევროპელი ადამი-ანი გაბანკროტდა, ისევე როგორც მისი სახარება და ქრისტიანობა. ჭეშმარიტი სახარება „არა არს კაცობრივ" (გალ. 1. 11), არამედ ღმერთკაცობრივია, ამიტომ ის „მარადიული სახარებაა" (გამოცხ. 14. 6). სადაც ასე არაა, იქ დეზინტეგრაცია, ატომიზაცია და რღვევაა, ვინაიდან ბოროტება ყოველთვის განწვალებაა. ასეთია ევროპული კულტურის არსი. ყველგან და ყველაფერში „მისი აღმატებულობა ადამიანია", თან ევროპელი. ის (ადამიანი) ევროპული ტრაგედიის: პაპიზმის, პროტესტანტიზმისა და სხვა ევროპული კულტურის თოჯინების ეპიცენტრია.
39. „ეკლესიათა" გაერთიანება არ გახლავთ ბუნებრივი მოვლენა. ეს „გაერთიანებული ერების" მაიმუნური ბაძვაა. როგორი გონებასი-სუსტეა? ეკლესიაში ყველაფერი ღმერთკაცობრივია, ხოლო გაერთი-ანებულ ერებში ყველაფერი ადამიანური. ერების გაერთიანება მექა-ნიკური, ადმინისტრაციული და პოლიტიკური პროცესია.
40. ევროპა პაპიზმით (ისევე როგორც პროტესტანტიზმით) ქრისტეს გარეშე ქრისტიანობას ქადაგებს. ამან დაღუპა ხუთივე კონტინენტი. ქრისტიანობას ის თავისი უგუნური და უღმერთო თეორიებით ანაწევრებს. პაპიზმში, განათლებაში, კულტურაში, ფილოსოფიაში, პოლიტიკაში - ყველაფერში უღმერთო ჰუმანიზმია.
41. ჰუმანიზმმა განაპო ევროპულ - პაპისტური საზოგადოება, თავ-მოყვარე და ეშმაკისეული გახადა ის, ვინაიდან თავმოყვარე და ამპარტავანი - ეშმაკია. „რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს" (მათ. 12. 30), საზოგადოებაც, კაცობრიობაც. მხოლოდ „ყოველსა ზედა სიყვარული, რომელ - იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ" (კოლ. 3. 14).
42. რა არის რაციონალიზმი? - ერესია. ვოლუნტარიზმი? - ერესია. სე-კულარიზმი? - ერესია, რომლებსაც ადამიანი ფსიქიკურ და სომატურ მოქმედებამდე დაჰყავს. ეს ყველაფერი ანაწევრებს ადამიანებს. არაფერი ადამიანური, მით უფრო ცოდვისმიერი, არ შეიძლება გახდეს ადამიანის ცხოვრების უზენაესი საზომი. მხოლოდ განწმენდილი, განღმრთობილი, ვნებებისაგან თავისუფალი გონება, ღმერთკაცით, ქრისტეს გონებით, ნებით შეიძლება იყოს საზომი. ამის გარეშე ადამიანი, ვით დანაწევრებული ფრაგმენტი, უკიდურეს სიბნელეში იმყოფება, დანარჩენი - ფსევდოცოდნაა. ამის შედეგია - ფსევდო-კულტურა და ფსევდოქრისტიანობა, ვინაიდან ყალბია ყველაფერი, რაც ღმერთკაცთან ბუნებრივ კავშირში არ იმყოფება. ქრისტე არ არის რაღაც აბსტრაქტული ღმერთი, არამედ ისტორიული ღმერთკაცია, ხოლო ჰუმანიზმი ადამიანის გაღმერთებით, ე.ი. ანთროპოლატრიითაა დაკავებული. ამას ვამჩნევთ თანამედროვე ფილოსოფიაში, მეცნიე-რებაში, პოლიტიკაში - ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში. ამის შედეგია რღვევა ყველგან და ყველაფერში. ვინაიდან ყველაფრის საფუძველი - რელიგიური ანთროპოლატრიაა, რომლის საწყისი - პაპიზმია.
43. „განშტოებათა თეორია" შეუმდგარია, ვინაიდან ეკლესიისაგან გა-ნყენებული საზოგადოება არა ცოცხალი, არამედ მოტეხილი და გამხმარი რტოა: „უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განხმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან და დაიწუას" (იონ. 15. 6). ისმის კითხვა: XVI ს-დან რატომ დაიწყო ეკლესიამ უეცრად განშტოება? ე.ი. არ არსებობს ორგანული კავშირი ეკლესიასა და განდგომილ საზოგადოებებს შორის.
44. „განშტოებათა თეორია" რომ არასახარებისეული, უშინაარსო და არაბუნებრივია, უფლის სიტყვები ადასტურებს: „მე ვარ ვენახი ჭე-შმარიტი... ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს... მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაჲთა უფროსი ნაყოფი გამოიღოს" (ინ. 15. 1-2). ყველაფერი ქრისტეს ღმერთკაცობრივ პიროვნებაშია: „მე ვარ ვენახი, და თქუენ რტონი". ასე რომ, თუ ადამიანი მოიკვეთა მისგან, შედეგად ხმება, ჭკნება და კვდება. სწორედ ეს მოხდა პაპიზმთან, პროტე-სტანტიზმთან და ყველა სხვა ერეტიკოსთან და განხეთქილების მომქმედთან მიმართებაში. (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია