ასწავლიან, რომ ღმერთის სიტყვას განხორციელებისას "სინამდვი-ლეში არანაირად არ შეუთავსებია კაცობრივი ბუნების უმეცრება და არაცხოველმყოფელობა", და რომ "უდიდესი მკრეხელობაა ერთი წამითაც დაშვებაც კი, თითქოს სინამდვილეში, პირდაპირი გაგებით, ერთი ქრისტე ერთდროულად მცოდნეც იყო და უმეცარიც, ჭეშ-მარიტად ცხოველმყოფელიც და ჭეშმარიტად არაცხოველმყოფე-ლიც..." აგრეთვე ამბობენ, რომ ქრისტეს კაცობრივი ნების "არაყოვლისშემძლეობა" განკაცებისას "მთლიანად იფარება, აუმოქმე-დებელი, რეალურად გამოუვლენელი რჩება". ამრიგად, ამ სწავლებით, იესუ ქრისტეს არა მხოლოდ ღმრთაებრივი ბუნებით ჰქონდა უსაზღვრო თვისებები, არამედ კაცობრივი ბუნებითაც გააჩნდა ყოვლისმცოდნე გონება, ყოვლისშემძლე ნება და ცხოველმყოფელი ხორცი. მაგრამ ნებისმიერი მორწმუნე, რომელმაც ნაწილობრივ მაინც იცის მართლმადიდებლური სწავლება, მიხვდება, რომ ცხოველ-მყოფელ ხორცს არ შეეძლო ვნება და სიკვდილი, ხოლო ყოვლისშემძლე ნებას არ შეეძლო შემკრთალიყო ჯვრის წინაშე, განეცადა შიში ვნების მწარე ფიალის შესმის წინ. წმ. იოანე დამასკელი ამბობს, რომ უფალი "თავისი ღმრთაებრივი ბუნებით სასწაულ-მოქმედებდა, ხოლო კაცობრივით ეუბნებოდა; არც მისი ღმრთაება ევნებოდა, არც ხორცი ცხოველყოფდა, არამედ ერთი ქრისტე, ერთი ჰიპოსტასი, ერთი პირი, ერთს იქმოდა როგორც ღმერთი, მეორეს კი დაითმენდა როგორც კაცი" ("Слово о вере против несториан", თავი 10). "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტ გადმოცემაში" წმიდა იოანე დამასკელი წერს, რომ, როდესაც უფალმა მკვდრეთით აღადგინა შესაკრებლის მთავრის ასული (მთ. 9,25; მკ. 5,41; ლკ. 8,54), მაშინ "მის ღმრთაებას ეკუთვნოდა ღმრთაებრივი და ყოვლისშემძლე ქმედება, ხოლო მის კაცებას - ჩვენი მოქმედების მსგავსი ქმედება. კაცობრივი ქმედების გამოვლინება იყო ის, რომ მან ხელი მოჰკიდა ყრმას და თავისკენ მიიზიდა; ღმრთაებრივისა კი - მისი განცხოველება. რამეთუ სხვა არის ეს და სხვა - ის..." (თავი 59). სხვა ადგილას, იოანე დამასკელი ამბობს, რომ აქ "თითოეული ბუნება მეორესთან თანაზიარებით აღასრულებს თავის საქმეს, მაგრამ ორი არ არის ერთი და არც ერთი საქმე აქვს ორს... ასე რომ, კაცობრივი ქმედების ზღვარია ხელის ნებაყოფლობით გაწოდება და შეხება, ხოლო ღმრთაებივისა - გოგონას აღდგინება..." ("О свойствах двух природ во Христе", თავი 43). ამგვარად, ეკლესიის სწავლებით, აუცილებელია გავარჩიოთ ქრისტეში ორი სხვადასხვა მოქმედება: ერთი - ცხოველმყოფელი, ღმრთაებრივი, მეორე კი - არაცხოველმყოფელი, კაცობრივი ("სხვა არის ეს და სხვა - ის"; "მაგრამ ორი არ არის ერთი და არც ერთი საქმე აქვს ორს"; თუმცა "თითოეული ბუნება მეორესთან თანაზიარებით აღასრულებს თავის საქმეს"). მათთვის კი ეს სწავლება, როგორც ვნახეთ, "უდიდესი მკრეხელობაა". მაგრამ საპირისპირო სწავლება - "უფალი ცხოველყოფს თავისი ყოვლისშემოქმედებითი ბრძანებით, როგორც ღმერთი, და ცხოველყოფს ხელის შეხებითაც..." (მწვალებელი ანთიმოზის სიტ-ყვები. იხ. "Деяния Соборов", ტ. 4, გვ. 167) - მწვალებელ მონო-თელიტებს ეკუთვნის, და მეექვსე მსოფლიო კრების მამებმა ისინი სწორედ ამ სწავლებისათვის განკვეთეს.
"მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტ გადმოცემაში" (თავი 62) წმ. იოანე დამასკელი აღწერს იმ საშინელ ბრძოლას, რომელიც ჯვარცმის წინ განიცადა ქრისტეს კაცობრივმა ნებამ; თუ როგორ განიცდიდა უფლის სული შიშს, წუხილს, გაუბედაობას; "განიცდიდა ბუნებით უძლურებას"; და როდესაც კაცობრივმა ნებამ ამ ბრძოლის შემდეგ "აირჩია სიკვდილი, მაშინ ვნება მისთვის ნებაყოფლობითი გახდა, რამეთუ იგი ნებაყოფლობით მიეცა სიკვდილს არა მხოლოდ როგორც ღმერთი, არამედ - როგორც კაციც: რის გამოც მოგვმადლა კადნიერება სიკვდილის წინააღმდეგ..." მაგრამ თუკი ქრისტეს ნების "არაყოვლისშემძლეობა" განკაცებისას "მთლიანად იფარება, აუმოქ-მედებელი, რეალურად გამოუვლენელი რჩება", როგორც ამას გვასწავლიან, მაშინ შეუძლებელია უფალს მთელი ეს ბრძოლა განეცადა: მისი "ყოვლისშემძლე" კაცობრივი ნებისათვის უცხო იქნებოდა შიში, წუხილი და ა.შ. თუ ღმრთაებრივი ნების ყოვლისშემძლეობამ გადაფარა კაცობრივი ნების უძლურება, მაშინ ქრისტე ვერ შეძლებდა, როგორც კაცი, ნებაყოფლობით მისცემოდა სიკვდილს. ასე რომ, აქ უარყოფილია ყველაზე მთავარი ჩვენი ცხონების საქმეში - ის მთავარი, რის გამოც მან, ქრისტემ, "მოგვმადლა კადნიერება სიკვდილის წინააღმდეგ..."
წმიდა იოანე დამასკელი ამბობს: "რადგანაც უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ორბუნებოვანია, მას აქვს ორი ბუნებითი ნებელობაც, რათა იყოს სრული ღმერთი და სრული კაცი - არ იყოს დაკლებული არც რომელიმე ღმრთაებრივი თვისებისაგან და არც რომელიმე კაცობრივი თვისებისაგან; ასევე აქვს ორი სურვილი, და განსხვავებული სურვილი - სხვადასხვა ბუნებათა შესაბამისად: ღმრთაებრივი და ყოვლისშემძლე (რამეთუ ღმრთაებრივი ნება ყოვლისშემძლეა) და არაყოვლისშემძლე, არამედ უძლური და ვნებული (რამეთუ კაცობრივი ნება უძლური და ვნებულია)..." და კიდევ ამბობს: "თუკი მას (ქრისტეს) არ მიუღია კაცობრივი ნებელობა, მაშინ გამოდის, რომ ყველაფერი, რაც კი მას სურდა, ღმრთაებრივი ნებით სურდა. მაშ როგორღა მოხდა, რომ სახლში შესულს დაფარვა უნდოდა და ვერ შეძლო? (მარ. 7, 24). გამოდის, ღმრთაებრივი ნება ყოვლისშემძლე კი არა, უძლური ყოფილა? შეწყვიტე ეგ სულელური ყბედობა, ჰოჲ კაცო..." („О свойствах двух природ...", თავი 26). და კიდევ: „დაფარვა უნდოდა და ვერ შეძლო, ვინაიდან სიტყვა-ღმერთმა ინება, თავით თვისით ეჩვენებინა, რომ მასში ჭეშმარიტად იყო კაცობრივი ნების უძლურება" („Точ. излож.", თავი 61). რამდენად შეუთავსებელია ამ სწავლებათან მათი მოსაზრებანი და მტკიცებანი, თითქოს ქრისტეს კაცობრივი ნების „არაყოვლისშემძლეობა" „რეალურად გამოუვლენელი და აუმოქმე-დებელი რჩება".
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)