იოანე ღვთისმეტყველი „გამოცხადებაში" წერს: „ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში შიგნიდან და გარედან ნაწერი წიგნი, შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი. ვიხილე ძლიერი ანგელოზი, დიდი ხმით მაუწყებელი: „ვინ არის ამ წიგნის გადაშლისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი?"
არავის შეეძლო არც ცაში, არც მიწაზე, არც მიწის ქვეშ ამ წიგნის გა-დაშლა ან მასში ჩახედვა. ბევრს ვტიროდი იმის გამო, რომ არ მოიძებნებოდა ამ წიგნის გადაშლის ან ჩახედვის ღირსი.
ერთმა უხუცეთაგანმა მითხრა: „ნუ სტირი, გაიმარჯვა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი."
რაზე მეტყველებს ეს ყოველივე? საღვთო საიდუმლოებები ზეციური მეუფის მიერ შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი წიგნია. მხოლოდ მაცხოვარია უფლებამოსილი ახსნას შვიდივე ბეჭედი.
გაბედავს ვინმე მიწიერი მეფის მონათაგანი მეფის მიერ დაბეჭდილი წერილის გასხნას, სადაც სახელმწიფო აღმშენებლობის მომავალ სტრატეგიაზეა საუბარი? ეს ხომ მხოლოდ მეფის ძისა და მემკვიდრის პრეროგატივაა. სასტიკად იქნება დასჯილი ასეთი კადნიერი მონა. მაშ, რაღა გვეთქმის ზეციური მეუფისა და არსთაგამრიგეს საიდუმლოთა ხელყოფაზე?!
ზესთამჭვრეტელი ღვთისმეტყველი ბევრს ტიროდა, რომ არ მოიძე-ბნებოდა ამ საიდუმლოებათა წიგნის გადამშლელი და მასში ჩახედვის ღირსი. წარმოიდგინეთ მისი განცვიფრება, ჩვენს დროში რომ ეცხოვრა?! შვიდი ციური ბეჭდით დაბეჭდილი საიდუმლო დღეს ლამის საყველპურო თემადაა ქცეული.
ასე რომ თვითნებური ამაოდბრძნობა ზეციურ საიდუმლოებებზე ცოდვასთან არის წილნაყარი და ამასთანავე სულისათვის მავნეა და დამაბრკოლებელი.
პავლე მოციქული, ეხება რა ესქატოლიგიურ5 მოვლენებს, თესალ-ონიკელთა მიმართ თავის მეორე ეპისტოლეში საუბრობს შემაკა-ვებელზე:
„აჰა, გთხოვთ ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო. რათა მალე არ შეიძრას თქვენი გონება და არ შეშფოთდეთ არც სულით, არც სიტყვით და არც ვითომდაც ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე. არანაირად არ გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა...
ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, ოღონდ ახლა არის შემაკავებელი, სანამ შუაგულიდან არ იქნება გაყვანილი.
მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო ქრისტე გაა-ნადგურებს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი მოსვლის გამოცხადებით" (2 თეს. 2. 1-3, 7-8).
ვინ ან რა იგულისხმება ამ შემაკავებელში? პირველი, რა დასკვნის გაკეთებაც შეიძლება არის ის, რომ ეს შემაკავებელი იმდენად ძლიერია, რომ ჯებირივით აჩერებს მსოფლიო ბოროტების შემოტევას.
შემდეგ, მოციქულთან არ ჩანს, თუ რა ხანი გავა შემაკავებლის სარ-ბიელიდან გასვლასა და უშუალოდ ანტიქრისტეს გამოჩინებას შორის.
წმინდა მამების ნაწილი ამ შემაკავებელში მოიაზრებდა რომი იმპ-ერიას ანუ აწ უკვე მის ნარჩენებს დასავლური ცივილიზაციისა და სახელმწიფოების სახით. ასეთი შეხედულება მოდის დანიელ წინას-წარმეტყველის წიგნიდან, რომელიც ასირიის მეფეს, ნაბუქოდო-ნოსორს უხსნის სიზმარს:
„აჰა, ხედავდი, მეფეო, ერთ დიდ კერპს: უზარმაზარი იყო ეს კერპი და უცხოდ გაბრწყინებული იდგა შენს წინაშე; საშინელი შესახედავი იყო.
ამ კერპს თავი წმინდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები - ვერ-ცხლისა, მუცელი და ბარძაყები - სპილენძისა, წვივები რკინისა, ფეხები ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ - თიხისა.
შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლო-დი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს და შემუსრა იგი.
მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა. რკინა, თიხა, სპილენძი, ვე-რცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი ნატამალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა.
სიზმარი ეს იყო. ახლა კი მის ახსნასაც ვიტყვი მეფის წინაშე.
მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციერმა ღმერთმა, ძალა და დიდება უბოძა.
ყველგან, სადაც კი ადამიანები ცხოვრობენ, მან შენ ჩაგაბარა მიწის მხეცები, ცის ფრინველები და მათ ბატონ-პატრონად დაგაყენა. შენ ხარ ის ოქროს თავი.
შენს შემდეგ სხვა სამეფო აღდგება, შენზე უდარესი; შემდეგ მესამე სამეფო იქნება - სპილენძისა, რომელიც მთელ ქვეყანაზე იბატონებს.
მეოთხე სამეფო რკინასავით მტკიცე იქნება. როგორც რკინა ყვე-ლაფერს ამსხვრევს და აქუცმაცებს, ასევე ისიც ყოვლისშემმუსრავ რკინასავით დააქუცმაცებს და შემუსრავს.
როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთ-უნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ - რკინისა. ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება. მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხას შერეული რკინა.
როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწი-ლობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ - მყიფე.
შენ რომ მეთუნის თიხაში შერეული რკინა დაინახე, ნიშნავს, რომ ისინი კაცის მოდგმის ძალით შეერევიან ერთმანეთს, მაგრამ ვერ შეერწყმიან, რადგან რკინა თიხას არ ერწყმის.
იმ მეფეთა დღეებში ზეციური ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომ-ელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება" (დანიელი 2. 31-44).
განმარტებების საზოგადოდ მიღებული წესით, პირველი სამეფოა ახალბაბილონური, მეორე - სპარსული, მესამე - მაკედონური, მეოთხე - რომაული, რომელიც ჯერ ორ ნაწილად გაიყო (რომი და ბიზანტია), ხოლო შემდეგ სხვადასხვა სიძლიერის რამოდენიმე სახელმწიფოდ, რომელთაც საერთო კულტურული მემკვიდრეობა აკავშირებს; საბოლოოდ კი მათ ნაცვლად ღმერთი ქრისტეს სამეფოს, სასუფეველს დაამყარებს, რომელიც საუკუნოდ არ დაირღვევა.
ამ მოსაზრებას იზიარებდა წმ. იოანე ოქროპირი, წმ. კირილე იერ-უსალიმელი, ნეტარი თეოდორიტე, წმ. ამბროსი მედიოლანელი.
როდესაც VETO მოიხსნება, რომის იმპერიის ნარჩენებზე გამეფდება ანტიქრისტე, რომელიც მიიტაცებს ყოველგვარ ადამიანურ ძალაუფ-ლებას და ხელჰყოფს ღვთაებრივსაც. მისი მცირე ხნით მეფობის (სამნახევარი წლით) პერიოდში ჩამოაყალიბებს თეოკრატიულ სახელ-მწიფოს და თავს მეფედ და ღმერთად გამოაცხადებს. ისტორიულ ჭრილში ეს პირველი არ იქნება. გავიხსენოთ, რომ ამის (ღმერთობის) პრეტენზია ნერონსაც ჰქონდა, რომელიც ანტიქრისტეს ერთ-ერთ წინამორბედად ითვლება. ანტიქრისტეს განადგურების შემდეგ დადგება ქრისტეს მარადიული მეუფების ჟამი.
არსებობს წმინდა მამების სხვა მოსაზრებაც. ამ მოსაზრების მიხედ-ვით, ანტიქრისტეს მოსვლას აკავებს ღვთაებრივი წინასწარგან-საზღვრულობა მისი გამოჩენის დროის შესახებ და სულიწმიდის მადლი, რომელიც აღებულ იქნება კაცთაგან მათი ცოდვების და განსაკუთრებით კი სიყვარულის განხმობის გამო.
ღვთაებრივი განსაზღვრულობა, რომელიც აკავებს ანტიქრისტეს მო-სვლას, გადმოცემულია უფლის სიტყვებში:
„ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს, ყველა ხა-ლხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული" (მთ. 24. 12).
ამდაგვარ განმარტებას ემხრობოდნენ წმ. ეფრემ ასური, წმ. იოანე დამასკელი, წმ ფოტი პატრიარქი. იგი ცნობილი იყო წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. თეოდორიტესათვისაც. ორივე ეს მოსაზრება მისაღები იყო წმ. თეოფილაქტე ბულგარელისათვის.
ჩვენ აღარ განვაგრძობთ „აპოკალიფსის" განმარტებებს. ამაზე ზღვა მასალა და ლიტერატურა არსებობს, მხოლოდ ერთს შევნიშნავთ: ბიბლიური სიმბოლიკით, რკინისა და თიხის ნაზავს შედარებული დასავლური სამყარო, ანუ მემკვიდრეობა რომის იმპერიისა ჯერ-ჯერობით დგას; დგას არა როგორც სულიერი ციტადელი, არამედ როგორც სისტემა, ჯერ-ჯერობით სახელმწიფო ბერკეტებით ად-ამიანური უგუნურებისა და ანარქიის ამლაგმველი. ამდენად, მამათა განმარტებებით, შემაკავებელსაც სარბიელის შუაგული ჯერ-ჯერობით არ დაუტოვებია.
წმინდა წერილზე დაყრდნობით, მამები ანტიქრისტესთან დაკავში-რებით გამოყოფენ რამოდენიმე პერიოდს. კერძოდ, მისი მოსვლის წინა პერიოდს, მის მოსვლას და მოსვლის შემდგომ პერიოდს. რა ნიშნებით ხასიათდება თითოეული მათგანი? (გაგრძელება...)
5ესქატოლოგია - მოძღვრება ქვეყნის აღსასრულზე.
არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)
წიგნიდან „666 ანუ აპოკალიფსური საცდური"