როგორ მივაღწიოთ ჩვენ მიზანს? აშკარაა, რომ ამისათვის ჩვენი ძა-ლები არასაკმარისია და ეს არის ცოდვით დაცემის შედეგი. მხოლოდ ქრისტეს შეუძლია დაგვეხმაროს, აღვასრულოთ ჩვენი დანიშნულება აქ, ამ და, რაც მთავარია, მომავალ ცხოვრებაშიც, "რამეთუ თვინიერ ჩემსა არა რაი ძალგიძს ყოფად არცა ერთი", - ამბობს ქრისტე. ის თვით არის დაფუძნებული ამ მადლიანი საქმისა და თვითონვე შეგვეწევა ჩვენ მის გასაგრძელებლად.
- როგორ გვეხმარება ის ჩვენ? - ორმხრივად.
1. გვთავაზობს ჩვენ თავის სწავლებას.
2. თავის ღვთაებრივი მადლით, თავისი სწავლებით გვიჩვენებს გზას, რომელზეც ჩვენ უნდა ვიაროთ ცხოვრებაში: "სიტყვანი შენი", - გვასწავლის ის, - "სანთელიღარს ერთხა ჩემთა და ნათელ ალაგთა ჩემთა", ანუ სიტყვა ღვთისა გვიჩვენებს გზას აღთქმული მიზნისაკენ. ღვთის მადლი გვაძლევს ძალას, ვიაროთ ამ გზით და მივაღწიოთ მიზანს.
ის გვეხმარება ჩვენ თავისი სწავლებით - ბრძენთა და ფილოსოფ-ოსთა, როგორც ვიცით, თავიანთი სწავლებით ვერ შეძლეს დაგ-ვხმარებოდნენ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტაში. მიზეზი იმაშია, რომ ისინი ადამიანები არიან და მათი სწავლება ადამიანურია, ხოლო ქრისტე ღმერთია და სწავლებაც მისი ღვთაებრივია. მისი სწავლება ღვთაებრივი განცხადებაა. ამიტომაც მას შეუძლია ჩვენ დაგვეხმაროს. ქრისტეს სწავლება, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია აღვასრულოთ ჩვენი დანიშნულება, დაიყვანება ორ მცნებაზე: სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა. "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი ამას მცნებასა ზედა", "ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებული არიან".
რა უბრალოა, არავითარი რთული თეორიები. ყველაფერი გასაგებია. თუნდაც გაუნათლებელ ადამიანთათვის, ის გამიზნულია ყველასათ-ვის. მოდი, შევეცადოთ მის გაანალიზებას.
სიყვარული ღვთისა. - აბსოლუტურად შეუძლებელია, ჩვენ აღვას-რულოთ ჩვენი დანიშნულება, თუკი ჩვენ არ გვაქვს სიყვარული. ღმერთი ჩვენი მამაა. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს მამა? ყოველივე, რაც ჩვენ გვაქვს, მოგვცა ღმერთმა. ნუთუ ის არ არის ღირსი ჩვენი სიყვარულისა. განა ის პირველად არ გამოხატავს ჩვენდამი სიყ-ვარულს, როცა ვცოდავთ? ამიტომ ჩვენც უნდა გამოვავლენდეთ მის მიმართ სიყვარულს და ყველაზე მთავარი - ღმერთმა გაგვიმზადა ჩვენ მარადიული ცხოვრება, სადაც ის გვთავაზობს ვიცხოვროთ მის გვერდით. შევძლებთ კი ჩვენ ვიცხოვროთ მის სამეფოში, თუკი ჩვენ არ გვეყვარება და პატივს არ მივაგებთ მას? - არა. როგორც გოგონა ვერ გაყვება ცოლად მამაკაცს, რომელსაც არ უყვარს და პატივს არ სცემს მას.
როგორი უნდა იყოს საზომი ჩვენი სიყვარულისა? ისეთი, რომ ად-ამიანს სხვა არაფერი არ სჭირდებოდეს. ამ სიყვარულს საზომი არ უნდა ჰქონდეს. როგორც არა აქვს საზომი ღვთის სიყვარულს ჩვენ მიმართ. ის იმდენად დიდია, რომ ღმერთმა "თავისი მხოლოდშობილი არ დაინანა", რომ ყოველი მორწმუნე არ წარწყმენდილიყო, არამედ ჰქონოდა ცხოვრება საუკუნო. ის უნდა იყოს ჩვენში და მოიცავდეს მთელ ჩვენს არსებას. ამისათვის ქრისტე ამბობს: "შეიყვარე უფალი შენი ყოვლითა, გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა, ყოვლითა ძალითა შენითა".
ასე რომ, "შეიყვარე ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: "დაე, შენს გულს სურდეს, და ისწრაფვოდეს მხოლოდ ღვთისაკენ და სხვა არაფერი უყვარდეს ღმერთზე მეტად", რომელსაც უყვარდეს მამა, გინდა დედა უფროს ჩემსა, არა არს ჩემდა ღირს და რომელსა უყვარდეს ძე და ასული თვისი, არა არს ჩემდა ღირს".
შემდეგ ნათქვამია: "შეიყვარე ღმერთი ყოვლითა სულითა შენითა", ანუ სურვილი შენი სულისა დაე თანაზიარი იყოს ღვთის ნების. "ყოვლითა გონებითა შენითა" - შეიყვარე უფალი ყოველი გონებით, ეს ნიშნავს იფიქრო მხოლოდ მასზე. ყოველთვის იშრომო მისი სახელისათვის. ასევე ნათქვამია, "ყოვლითა ძალითა შენითა" - მხედველობაშია ხორციელი (ფიზიკური), სულიერი ძალები. უნდა გამოვიყენოთ ყველა ძალა, რომ სათნოვეყოთ ღმერთს. რა თქმა უნდა, ვიმუშაოთ ჩვენთვისაც, რომ შევინახოთ ჩვენი თავი. მაგრამ ეს შრომა აუცილებლად უნდა იყოს თანხმობაში ჩვენს უმაღლეს დანიშნუ-ლებასთან. ყოველივე უნდა იყოს დამოკიდებული მასზე და ასევე მიმართული უნდა იყოს მისკენ. შრომა, განათლება, კვება, ქცევა, ყოველივე ეს უნდა განისაზღვრებოდეს ღვთისადმი სიყვარულით. არაფერი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ სიყვარულს.
ვის უყვარს ჭეშმარიტად ღმერთი?
1. აღმასრულებელი ანუ დამცველი მისი მცნებებისა.
ადვილია გიყვარდეს ღმერთი, მაგრამ არ არის ადვილი ამ სიყვარუ-ლისაკენ მიმავალი გზის გავლა. გზა მხოლოდ ერთია - ეს არის დაცვა ღვთის მცნებებისა. დაიცავი მისი მცნებები, და შენ ზუსტად გეცოდინება, რომ შენ ის გიყვარს, იქნები ღმერთთან და ამასთანავე აღასრულებ შენს უმაღლეს დანიშნულებას. და რაც უფრო გულ-მოდგინედ დაიცავ მცნებებს, მით უფრო გეყვარება ღმერთი, ის თვით გვიდასტურებს ამას: "რომელსა უყვარდე მე, მცნებანი ჩემნი და-იმარხენ" და პირიქით, ვინც არღვევს მცნებებს, მას არ უყვარს ღმერთი.
როცა ადამიანს უყვარს ღმერთი და ასრულებს მის მცნებებს, მაშინ ღმერთსაც უყვარს ის ადამიანი, ისეთი სიყვარულით, რომლის შეცნობაც ბოლომდე შეუძლებელია. ის თავად გვეუბნება ამის შესახებ: როცა იესოს უთხრეს, რომ მას ელოდება ღვთისმშობელი და ძმები, მან თქვა: "ვინ არს ჩემდა დედა, და ვინ არს ჩემდა ძმა? რომელმან ისმინოს სიტყვა ღვთისა და აღასრულოს იგი" - აი რა სიმაღლეზე ავყავართ ჩვენ მისი მცნებების დაცვას! ჩვენ არა მარტო უნდა ვისმინოთ სიტყვა ღვთისა, არამედ აღვასრულოთ იგი! ამასთანავე, ჩვენ აღვასრულებთ მთავარ დანიშნულებას.
2. მისი მორწმუნენი
იმისათვის, რომ გვიყვარდეს ღმერთი, საჭიროა უწინარეს გვწამდეს მისი არსებობა. თუ ადამიანს რამე არ სწამს, როგორ შეიყვარებს მას? - ადამიანს უყვარს სიმდიდრე, მაშასადამე, მას სჯერა მისი. უყვარს დიდება, - მაშასადამე, დარწმუნებულია მის არსებობაში, გიყვარდეს ღმერთი, გაცილებით ბუნებრივია და უმეტესად მარტივია. ჩვენი გულისთვის თავიდანვე დამახასიათებელია ღვთისკენ სწრაფვა, როგორც მზესუმზირას ყვავილი ისწრაფვის მზისაკენ. იმდენი მტკიცებულება გვაქვს ღვთის არსებობის შესახებ, რომ მასში დარწმუნება შეუძლია ყველაზე გამოუსწორებელ ათეისტსაც. რა თქმა უნდა, თუკი ისურვებს და თუ არ იტყვის: "მე არ ვირწმუნებ, თუნდაც დამარწმუნო".
მრავალნი თვლიან, რომ არსებობენ აბსოლუტურად ურწმუნო ადა-მიანები, მაგრამ თუკი ირგვლივ დავაკვირდებით, მიმოვიხედავთ, აუცილებლად დავინახავთ ღმერთს ყოველ ქმნილებაში, დიდი იქნება ის თუ პატარა.
შეხედე ცას, ურიცხვ ვარსკვლავებს. თითოეული მათგანი სიდიდით ათასჯერ უფეო მეტია ვიდრე ჩვენი დედამიწა, თითოეული მათგანი, მზის გარდა (სანამდეც მხოლოდ რვა წუთია), იმყოფებიან ჩვენგან 8 000.000.000.000. სინათლის წელიწადის სიშორეზე!
ამჟამად თანამედროვე, გაუმჯობესებული ტელესკოპის საშუალებით შესაძლებელია ვიხილოთ გაცილებით მოშორებული ვარსკვლავები. შესაძლებელია დავინახოთ, თუ როგორ ბრუნავენ ისინი თავბრუ-დამხვევი სისწრაფით, თვალუწვდენელ სივრცეში და ამასთანავე, არც ერთი მათგანი ერთი გრადუსითაც არ გადაიხრება თავისი მარ-შრუტისაგან. სხვანაირად ძნელი წარმოსადგენია, თუ რა მოხდება... თუ ციური სხეული დაკარგავს წონასწორობას, მაშინ მთელი სამყარო დაინგრევა, ნუთუ ვერ ხედავთ თქვენ აქ ღვთის ხელს, ყოველივეს, მომაწესრიგებელს, ღვთის თვალს, ყოველივეზე მეთვალყურეს? ადამიანიც ასევე "მარეგულირებელია" დედამიწაზე, აქვს გონება, რომელიც ეხმარება მას მართოს ავტომობილი, მაგრამ როცა ის გადაცურდება საწინააღმდეგო მიმართულებაზე უნებლიეთ, თვითონ ზიანდება, ან ამტვრევს ავტომობილს, მაგრამ ვარსკვლავთა სამყაროში ყველაფერი სხვანაირადაა. ბრუნავენ რა წარმოუდგენელი სისწრაფით, ისინი ერთმანეთს არ ეჯახებიან არცერთ ვითარებაში. არ ამტკიცებს ეს ფაქტი იმას, რომ ღმერთი შემოქმედია ყოველივე არსებულისა? "ცანი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა და ქმნილისა ხელთა მისთასა მოუთხრობს სამყარო".
თვალუწვდენელი სამყაროს მიღმა დგას ღმერთი. არისტოტელემ, უდიდესმა ადამიანურ გონებათა შორის, ციური სხეულების მოძრა-ობების გამოკვლევის საფუძველზე გააკეთა დასკვნა - "მოძრაობის წყაროზე" - ღმერთზე, რომელმაც აამოძრავა უზარმაზარი სხეულები.
ზოგიერთები იტყვიან: "მაგრამ ჩვენ მას ვერ ვხედავთ" - ეს უადგილო კითხვაა. განა შესაძლებელია ღვთის დანახვა. არც უნდა ვიფიქროთ, რომ ხორციელი თვალებით შევძლებთ მის დანახვას. "არა არს კაცი, რომელმაც იხილოს პირი ჩემი და ცოცხალ იქმნეს", - ამბობს უფალი.
ერთი სულიერი მოძღვარი ყიდდა რელიგიურ წიგნებს სახელმწიფო კანტორაში.
- სად ხედავ შენ ღმერს? - ეკითხება იქ მომუშავე.
- განა შენ მას ვერ ხედავ? - კითხვა დაუბრუნა ხუცესმა.
- ვერა! - უპასუხა მან.
- წავიდეთ, მე დაგანახებ მას და გაიყვანა ის აივანზე, (იყო ზაფხული შუადღე) ბერმა მიუთითა მზეზე და უთხრა:
- შეხედე!
- მზეს? - არ შემიძლია, - პასუხობს სახელმწიფო მოხელე.
- თუ არ შეგიძლია უყურო ღვთის ქმნილებას, მაშინ როგორღა შეძლ-ებ, დაინახო თვით ღმერთი? - უთხრა ხუცესმა.
მოხელემ ვერ შეძლო პასუხის გაცემა, რამდენად ახლოს უნდოდა ამ მოხელეს დაენახა ღმერთი მის ცხვირწინ?
მაგრამ რომ არა ღმერთი, რომელმაც, სხვათა შორის, მოიფიქრა მისი ცხვირი, მოამარაგა კანქვეშა ქსოვილებით, მაშინ მისი ცხვირი იქნებოდა მხოლოდ ტყავი და ძვალი, მაშინ მცირე დარტყმის შედეგად ჩვენი ცხვირისაგან დარჩებოდა მხოლოდ გატეხილი ძვალი და არავის არ ექნებოდა სწორი ცხვირი, არც ყური. გინდა დაინახო უფრო ახლოს ღმერთი? შენ შეგიძლია დაინახო ის შენს თვალებში. რომ არა ღმერთი, მაშინ, რა საჭირო იყო, რომ თვალებიც განლაგებულიყვნენ მაღლა, შუბლის ქვემოთ? მაშინ, რატომ არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი ტერფებზე? - ალბათ, მაშინ ვერაფერს დავინახავდით და მხედვე-ლობასაც დავკარგავდით.
ასე რომ, ღმერთი არსებობს და "მან ყოველივე სიბრძნით ჰქმნა".
ერთ მორწმუნე ასტრონომს ჰყავდა ურწმუნო მეგობარი, რომელიც ხშირად ამბობდა: რომ ყოველივე თავისით შეიქმნა. ასტრონომმა შექმნა ერთი ხელსაწყო, რომელიც წარმოადგენდა მაკეტს მზის სისტემისა, რომელშიც მზის ირგვლივ ბრუნავდა დედამიწა და სხვა პლანეტები. ასევე, მთვარეც ბრუნავდა დედამიწის ირგვლივ. როცა მისმა მეგობარმა დაინახა ეს ხელსაწყო ასტრონომის მაგიდაზე, აღტაცებულმა წამოიძახა: "მშვენიერი ხელსაწყოა! ნეტა ვინ გააკეთა იგი?"
- არავინ, ის თავისით შეიქმნა, - თქვა ასტრონომმა.
- ნუ სულელობ! მიპასუხე ვინ გააკეთა იგი?
- შენ არ გჯერა, რომ ხელსაწყო თავისით შეიქმნა? და გინდა მე დამა-ჯერო ის, რომ მთელი სამყარო თავისით შეიქმნა ღმერთის გარეშე? - უთხრა ასტრონომმა.
მასთან ერთად მრავალი ათეისტი იგონებს მთელ თეორიებს მეცნი-ერული პრეტენზიებით, რომ გაამართლოს თავისი ურწმუნოება და დაგვიმტკიცოს ჩვენ, თითქოს სამყაროს შექმნაში ღმერთს არ უდევს წილი, მაგრამ პატარა ბავშვისთვისაც გასაგებია, რამდენად სულიერად მსჯელობენ ისინი, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც წამო-ეგებიან მათ ანკესზე, მაგრამ ეს ისეთივეა, რომ დავიჯეროთ თითქოს ცნობილი პანთეონი ათენის აკროპოლისზე წარმოიქმნა თავისთავად, არქიტექტურის გარეშე.
ეს იგივეა, რომ დავიჯეროთ ცნობილი გადმოცემა: როგორც ცნობი-ლია, პანტელიის ბორცვი, საბერძნეთში, საუკეთესო წყაროა მარმა-რილოს მოპოვებისა. ძველ დროში ძლიერმა, თავსხმა წვიმებმა დახეთქა მარმარილო, მდინარეებად გადაქცეულმა წყლის დინებებმა თანდათანობით გადააადგილეს მარმარილოს ნატეხები. იმ ადგილას, სადაც ახლა იმყოფება ცნობილი აკროპოლისი, რამდენიმე ხნის შემდგომ ქვებს შორის ამოხეთქეს ზეთისხილის ხეების ნერგებმა, რომლებმაც გამოიღეს ყვავილები - და აი, თითქოს ისინი აღმო-ცენდნენ კოლონებიდან. ის, რომ თვითონ ქვა ამაღლდა აკროპოლის სიმაღლეზე, აიხსნება შემდეგნაირად, მაშინ დედამიწაზე ხდებოდა დიდი გეოლოგიური მეტამორფოზები და ის ადგილი, სადაც მარმარილო იყო, ამაღლდა ძველ დონესთან შედარებით, მარმარილო გადაადგილდა და წარმოქმნა წმიდა ბორცვი. (გაგრძელება იქნება...)
5. 01. 1966.
მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი
წიგნიდან "რისთვის ცოცხლობ შენ?"