ასე რომ, ადამიანმა ვერ შეძლო ეპოვა ცხოვრების აზრი. მიზეზი ამი-სა მისი ცოდვით დაცემაა. ამით ადამიანმა ძლიერ დააზიანა თავისი ბუნება. ადამიანის შექმნისას ღმერთმა ისეთ სიმაღლეზე დააყენა იგი, რომ მან ვერ შეძლო თავის შეკავება და ამ სიმაღლიდან დაეცა. ამ დაცემას, უფრო სწორად, ცოდვით დაცემას, თან მოჰყვა სერიოზული შედეგები - დაზიანება ანუ დაბინდვა გონებისა. დარტყმის შედეგად, დაცემისას, ადამიანი იღებს ტვინის შერყევას და ვერც კი იხსენებს, საიდან მოვიდა ან საით მიდიოდა. ასევე, ცოდვით დაცემის შედეგადაც. ადამიანმა არ იცის ვინ, ან რა არის ის. გონების დაზიანების შედეგად მას დაავიწყდა თავისი დანიშნულება ამ ცხოვრებაში. ის ვერც კი ხვდება, როგორ მოხვდა აქ და შემდეგ საით უნდა წავიდეს.
ვისგან უნდა გაიგოს ამის შესახებ ადამიანმა? მხოლოდ და მხოლოდ შემოქმედისგან, მხოლოდ ღმერთმა - ჩვენმა შემოქმედმა იცის, რა მიზნით გააკეთა მან ეს.
მაგალითად, ვის შეუძლია გაგვაცნოს რომელიღაც ხელსაწყოს ტექ-ნიკური მახასიათებლები, ცხადია, ჩვენ დაგვეხმარება მხოლოდ ის კონსტრუქტორი, რომელმაც შექმნა ეს ხელსაწყო. ასევე ჩვენც, ამ წუთისოფელში მცხოვრებთ, თავისი დანიშნულების უცოდინართ, თვით ღმერთმა განგვიცხადა ჩვენი შექმნის მიზეზი.
გავიხსენოთ შემოქმედის სიტყვები: „შევქმნათ კაცი ხატად ჩვენდა და მსგავსად" - აი რაში მდგომარეობს არსი ჩვენი ცხოვრებისა და არა სხვა რამეში. ღმერთმა ჩვენ შეგვქმნა ხატად თავისად, რათა ჩვენ მი-ვუახლოვდეთ მას. მსგავსი ვიქენით მისა, ანუ ვიყოთ ისეთები, როგორიც თვითონ არის. ამაში მდგომარეობს ჩვენი უმაღლესი დანიშნულება.
1. რას ნიშნავს „ხატად თვისად"
როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ სიტყვები - „ხატად თვისად", რა თქმა უნდა, აქ საუბარია არა სხეულებრივ ხატებაზე, რადგან უფალი უსხეულოა. აქ საუბარია სულიერ ხატზე - სულზე. მაშ, რით დაგვაჯილდოვა ჩვენ ღმერთმა? იმით, რაც დამახასიათებელია მხოლოდ მისთვის, რაც მას არც ერთი ქმნილებისათვის არ მიუცია - გარდა ადამიანისა.
ღმერთი უკვდავია - და ადამიანსაც მისცა საშუალება მოიპოვოს უკ-ვდავება. პრობლემა იმაშია, რომ სიკვდილი შემოვიდა სოფელში, ცოდვის მეშვეობით - სიკვდილი მხოლოდ მოკლე ეპიზოდია ჩვენს ცხოვრებაში, სიკვდილით ცხოვრება არ მთავრდება.
ღმერთი სულია, ასევე ადამიანშიც ღმერთმა შთაბერა შეუფასებელი სული. ამის გამო თქვა: რა იგულისხმება სიტყვაში „უფლებდეს"? კერძოდ როგორ მართავდეს და იმორჩილებდეს მათ? - რა თქმა უნდა, არა ხორციელად, რადგან ადამიანს ფიზიკურად არ შეუძლია დაიმორჩილოს არსებული რაოდენობა ცოცხალი ორგანიზმებისა, რომლებიც ასევე ფიზიკურად მასზე უფრო ძლიერებიც არიან. რა თქმა უნდა, აქ მხედველობაში გვაქვს სულიერი ძალაუფლება.
ღმერთი ეს გონია. ღმერთმა ადამიანიც შექმნა გონიერად. უტყვ ცხოველებს მან მისცა მხოლოდ ინსტიქტი, ამიტომაც არც ერთი ცხენი არ გამხდარა გემის კაპიტანი, ძაღლი - კონსტრუქტორი, ხარი - ექიმი, ხოლო ღორი კი - ასტრონომი.
ღმერთი ეს თავისუფლებაა და მან ადამიანსაც მისცა თავისუფლება, თავისუფლება არჩევანისა - კეთილსა და ბოროტს შორის. თა-ვისუფლება, იმოქმედოს არჩევანის შესაბამისად. ზოგიერთები აცხა-დებენ, რომ არავითარი თავისუფლება არ არსებობს, რომ ყველაფერს განაგებს ბედი - როგორ ცდებიან ისინი.
ერთ-ერთ ევროპულ კონფერენციაზე ცნობილმა ღვთისმეტყველმა და ფილოსოფოსმა აღნიშნა, რომ ადამიანი დაჯილდოებულია თა-ვისუფალი ნების გამოხატვის უფლებით და შეუძლია თვითონ აირჩიოს, აკეთოს სიკეთე თუ ბოროტება. სხვა ღვთისმეტყველნიც თანახმა იყვნენ ამ აზრისა, მხოლოდ ერთი პროფესორის დარწმუნება გახდა შეუძლებელი.
როცა დებატების შემდეგ ისინი კაფეში ისხდნენ, პროფესორმა თავის დესერტში ბუზი აღმოაჩინა. პროფესორი ოფიციანტს ეჩხუბა:
- ამაოდ ყვირით, - ეუბნება ანდრუცოსი, - ამაში განა ოფიციანტია დამნაშავე?
- აბა, როგორ? განა მან არ შემომაპარა მე ბუზი?
- განა თქვენ არ იდექით მტკიცედ იმ აზრზე, რომ ადამიანს არ აქვს თავისუფალი არჩევანი. თქვენი თქმით გამოდის, რომ ასეთია ბედისწერა და მას აუცილებლად უნდა შემოეჩეჩებინა თქვენთვის ბუზი. თქვენი ხვედრი კი მისი მირთმევაა (შეჭმა).
როგორც დავრწმუნდით, ადამიანი დაჯილდოებულია თავისუფლ-ებით და ამიტომაც ქრისტეს მოწამეებს არ ეშინოდათ არც ალესილი მახვილისა, არც ცეცხლისა და მუგუზალისა, არც რკინის კაუჭებისა, არც არავითარი წამების იარაღისა. მოწამეები სარწმუნოებისათვის ამჯობინებენ დარჩნენ ქრისტესთან და მოითმინონ, თუ როგორ აათლიან ხორცს, მაგრამ არ უარყოფენ თავიანთ სარწმუნოებას. ისინი განუწყვეტლივ იღაღადებენ: „რამ განმაშოროს სიყვარულსა შენსა, ქრისტე?" არც ტკივილმა არც სირცხვილმა, არც დანამ, არც მახვილმა არ შეაშინა წმიდა მოწამეები, რომელთაც გადაიტანეს საშინელი არაადამიანური წამება, ნეტარი სიხარულით გალობდნენ: „თუნდაც ცეცხლში დაგვწვა, თუნდაც გვაწამონ ჩვენ არასდროს არ უარვყოფთ ყოვლადწმიდა სამებას" - აი როგორი ნიჭით დააჯილდოვა ღმერთმა ადამიანი. აი როგორ უნდა გავიგოთ სიტყვა „ხატად თვისად".
რა არის „მსგავსად" - კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რისთვის მიეცა ეს ადამიანს? აი რისთვის:
იმისთვის, რომ ადამიანმა მიაღწიოს ღვთის მსგავსებას, რაც არის კი-დეც უდიდესი დანიშნულება ადამიანისა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ ადამიანი ღმერთთან ახლოს უნდა იყოს, გახდეს მისი მსგავსი. ღვთის ხატად ჩვენ უკვე ვართ შექმნილნი, ხოლო ღვთის მსგავსად გახდომა ჯერ კიდევ წინ არის. ამ ერთ სიტყვაში თავმოყრილია მთელი ჩვენი ცხოვრების აზრი, მხოლოდ ამისათვის ვცხოვრობთ ჩვენ, რომ მივემსგავსოთ ღმერთს, გავხდეთ „მსგავსად" მისსა. თუ ამას მივაღწევთ მიწიერ ცხოვრებაში, სიკვდილის შემდეგ ჩვენ შევძლებთ მუდამ მასთან ვიყოთ, ღვთის სასუფეველში. ურთიერთობა გვქონდეს აურაცხელ ზეციურ მხედრობასთან, რასაც უკვე შეიძლება ვუწოდოთ ბედნიერება.
მაგრამ აი კითხვა - მიიღებთ სიძედ ისეთ ადამიანს, რომელიც არ ეკ-უთვნის თქვენს წრეს? რომელიც თქვენი ქალიშვილისათვის არ არის შესაფერისი? - საეჭვოა. ჭეშმარიტებას ამბობს ანდაზა: „არა ჩვენი მინდვრის არის კენკრა". მსგავსად ამისა, ვერც ჩვენ შევძლებთ მოვხვდეთ ზეცაში, თუკი აქვე, მიწაზე ვერ გავხდებით მსგავსი ღვთისა ჩვენი ხასიათით, სულით. ჭეშმარიტად დიდია ჩვენი ამოცანა და რა მდაბლად და ვიწროდ ვაზროვნებთ ჩვენ. ზოგიერთ შემთხვევაშიც კი საერთოდ არ ვფიქრობთ. (გაგრძელება იქნება...)
მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი
წიგნიდან „რისთვის ცოცხლობ შენ?"