- გერონდა, უნდა გამოხატოს თუ არა ქრისტიანმა პროტესტი?
- ქრისტიანად ყოფნა უკვე აღმსარებლობაა. შესაძლოა ვიღაც უფრო შეგვეწევა თავისი ლოცვით, მაგრამ მისი დუმილით ისარგებლებენ და იტყვიან: მავანსა და მავანს არ გამოუთქვამს პროტესტი, მაშასადამე, ის ჩვენს მხარესაა, ჩვენ გვეთანხმება. თუ ქრისტიანი არ შეებრძოლება ბოროტებას, ანუ არ ამხელს მათ, ვინც აცდუნებს მორწმუნეთ, ამ შემთხვევაში ბოროტება უფრო გამრავლდება. ისეთი ადამიანები, რომელთა ერთადერთი ინტერესი დიდი ხელფასი და კომფოეტული ცხოვრებაა, განკიცხვას იმსახურებენ. ისინი აკანონებენ ყოველგვარ უსჯულოებას. რა თქმა უნდა ღმერთი არ დაუშვებს ბოროტების ზეიმს, მაგრამ ახლა სხვა საკითხზე ვსაუბრობთ.
უჩვენებენ მკრეხელურ ფილმებს, რათა ქრისტეს დასცინონ. ამას იმი-ტომ აკეთებენ, რომ თქვან: ნახეთ, როგორი იყო ქრისტე! მესია კი ახლა მოვა! შემდეგ კი მოავლენენ თავის "მესიას". ყველაფერი აქეთკენ მიდის.
- მაგრამ, გერონდა, ადამიანებმა ეს იციან და მაინც სცოდავენ?
- სცოდავს დაცემული. მას სჯერა ტყუილი, რადგან სურს გაამართ-ლოს ის, რასაც გამართლება არა აქვს, და ამით თავს იმშვიდებს. მსგავსი მკრეხელობებით ის უზნეობის გამართლებას ცდილობს.
მორწმუნეებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს მხატვრული ფილ-მის "ქრისტეს უკანასკნელი განსაცდელის" წინააღმდეგ, რადგან ეს ფილმი შეურაცხყოფს ჩვენს სარწმუნოებას. ჩვენთვის პროტესტის გამოხატვა ამ მკრეხელური სურათის წინააღმდეგ, აღმსარებლობაა.
- მაგრამ როგორ გამოსწორდეს ადამიანი ყოველივე იმის ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება?
- ვისაც გამოსწორება სურს, მისთვის მცირე ნიშანიც საკმარისია. ურწმუნონი კი ომის ან კატასტროფის გაგონებაზე უარესები ხდებიან და ამბობენ, მოდით, ვიმხიარულოთ, მაინც უნდა მოვკვდეთო.
ადრე, თვით გულგრილი ადამიანებიც კი, ომის გაგონებაზე, იმ წა-მსვე გონს მოდიოდნენ და ცვლიდნენ თავის ცხოვრებას. ასეთები ახლა მცირედნი არიან. წარსულში ჩვენი ერი სულიერად ცხოვრობდა, ამის გამო ღმერთი აკურთხებდა მას და წმინდანებიც შეგვეწეოდნენ. ჩვენ ვიმარჯვებდით მტერზე, მიუხედავად იმისა, რომ ის რიცხობრივად მუდამ ჩვენზე მეტი იყო. ახლა ვამბობთ, რომ მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ გვქვია მართლმადიდებლები და არ ვცხოვრობთ შესაფერისად.
ერთ მოძღვარს, რომელიც საზოგადოებრივი მოღვაწეობით იყო და-კავებული და მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავდა, ვკითხე, სმენოდა თუ არა რამე ამ მკრეხელური ფილმის შესახებ ("ქრისტეს უკანასკნელი განსაცდელი"). მან მიპასუხა, არაფერი მსმენიაო. მაგრამ ის ხომ დიდ ქალაქში ეწეოდა ღვთისმსახურებას? ასეთი მოძღვრები არ აფხიზ-ლებენ ერს, პირიქით, აცდუნებენ მას, ტოვებენ ისეთად, როგორიც არის, რომ არავინ ინერვიულოს, არავის მოაკლდეს გართობა.
ოღონდ არ თქვა, რომ მეორედ მოსვლა იქნება, და რომ უნდა მოვე-მზადოთ მისთვის!
ოღონდ არავინ ვანერვიულოთ!
ჭორიკანა მოხუცები, თითქოს მათი ხვედრიც სიკვდილი არ იყოს, ამბობენ: ნუ საუბრობთ სიკვდილზე, მხოლოდ დღესასწაულებზე და ნათლობებზე ისაუბრეთ. ამგვარად ტკბებიან ცრუ სიხარულით და არ ფიქრობენ იმ მოხუცზე, რომელიც მახლობლად ცხოვრობდა და გუშინ გარდაიცვალა, მეორე კი მომაკვდავია, და მალე გარდაიცვლება, ზეგ კი იქნებ მათზე ახალგაზრდა კაცის დაკრძალვა იყოს. თუ ამაზე დაფიქრდებიან, მაშინ სიკვდილზეც იფიქრებენ და იტყვიან: აღსარება უნდა ვთქვა, სულიერად უნდა მოვემზადო, ვინ იცის, იქნებ მალე მეც მომიწოდოს უფალმა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოდის სიკვდილი და ისინი მოუმზადებელნი მიჰყავს. ზოგნი სიკეთის არასწორი გაგების გამო ამბობენ: ნუ ეტყვით ერეტიკოსებს, რომ ხიბლში არიან, რათა მათ სიყვარული ვუჩვენოთ. ასეთებს რომ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ეცხოვრათ, ჩვენ არც ერთი წმინდანი არ გვეყოლებოდა! მაშინ ათასგვარად აცდუნებდნენ ქრისტიანებს: მხოლოდ საკმეველი დააგდე ცეცხლზე, ხოლო ქრისტეს ნუ უარყოფ.
მაგრამ ქრისტიანებისათვის ამაო იყო მათი მაცდური ჩაგონება! მხო-ლოდ გარეგნულად გამოხატე, რომ დააგდე საკმეველი - ქრისტიანები არც ამაზე თანხმდებოდნენ! ნუ ისაუბრებ ქრისტეზე და სადაც გსურს თავისუფლად იარე - ქრისტიანები ამასაც უარყოფდნენ! დღეს კი რა ხდება?
- გერონდა, პავლე მოციქულის სიტყვები: "ნაყოფი სულისა არს: სიყვარული, სიხარული" გულისხმობს იმას, რომ ჭეშმარიტი სი-ხარული სწორი ცხოვრების დასტურია?
- დიახ, იმიტომ, რომ არსებობს, როგორც ამსოფლიური, ასევე ღვთა-ებრივი სიხარულიც. როდესაც რაღაც არასულიერი, ცოდვისმიერი ხდება, გულში არ შეიძლება ჭეშმარიტი სიხარული და მშვიდობა იყოს. სიხარული, რომელსაც სულიერი ადამიანები განიცდიან, არ არის ისეთი სიხარული, რომლისკენაც დღეს მრავალი მიილტვის. ჩვენ არ უნდა აგვერიოს ეს მდგომარეობები ერთმანეთში.
ჰქონდათ კი წმინდანებს ისეთი სიხარული, რომელსაც ჩვენ ვეძებთ? ჰქონდა ღვთისმშობელს ამგვარი სიხარულის განცდა? ქრისტე - იცინოდა ის? რომელმა წმინდანმა განვლო ცხოვრება ტკივილის გარეშე? რომელ წმინდანს ჰქონდა ისეთი სიხარული, რომლისკენაც ჩვენი დროის მრავალი ქრისტიანი მიილტვის, ქრისტიანი, რომელსაც უსიამოვნების გაგონებაც კი არ სურს?
თუ სანერვიულოს იმის გამო გაურბიხარ, რომ შენი მყუდროება არ დაირღვეს, რომ ურთიერთობებში დამყოლი იყო, მაშინ შენ გულ-გრილი ადამიანი ხარ! სულიერი სიმშვიდე ერთია, გულგრილობით გამოწვეული დათმობა კი - სხვა. ზოგი ამბობს: მე ქრისტიანი ვარ და ამიტომ მშვიდი და მხიარული უნდა ვიყო. მაგრამ ეს არ არის ქრისტიანობა, გესმით!! ეს გულგრილობაა, ამსოფლიური სიხარულია!
სულიერი ადამიანი თავიდან ბოლომდე ტკივილია, ანუ მას სტკივა იმის გამო, რაც ირგვლივ ხდება, მას სტკივა ადამიანების სატკივარი. მაგრამ ამ ტკივილის გამო მას ღვთაებრივი ნუგეში ეუფლება, იმიტომ რომ ღმერთი სამოთხიდან აწვდის მის სულს კურთხევას და ადამიანს სიხარულს უფლის სიყვარული ანიჭებს! აი, რა არის სიხარული, სულიერი სიხარული - გამოუთქმელი და გულის შემმუსვრელი!
ბერი პაისი
Xareba.net - ის რედაქცია