თოთხმეტ სექტემბერს ჩვენი ეკლესია დღესასწაულობს VI მსოფლიო კრების ასსამოცდაათი წმინდა მამის ხსენების დღეს. მსოფლიო კრების ხსენება მოვლენის, ფაქტის უბრალო გახსენება როდი გახლავთ, ის მნიშვნელოვანწილად ქრისტეს ეკლესიაში მამებისეული სწავლების მაცოცხლებელი წვლილის შეხსენება გახლავთ.
ვიდრე შევუდგებოდეთ VI მსოფლიო კრების ეკლესიოლოგიურ შეფ-ასებას, მანამდე ყურადღება მივაქციოთ ზოგიერთ ისტორიულ მოვლენას. მსოფლიო კრება 680 წლის ნოემბერს შედგა კონსტან-ტინოპოლის ტრულის სასახლეში, მონაწილეობდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ასსამოცდაათი წმინდა მამა. კრების მონაწილეებმა დაადასტურეს IV მსოფლიო კრების საღვთისმეტყველო განსაზღვრება და დასძინეს, რომ იესო ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი ერთ ჰიპოსტასში (ერთ პირში), და რომ არის ღმერთკაცი.
იესო ქრისტეს, პიროვნებაში, ერთ ჰიპოსტასში ორი ბუნების მქონეს, შეურევნელად, უცვალებლად, განუყოფელად, განუყრელად ნარჩუნ-დება თითოეული ბუნების თვისება. კრებამ ასევე დაადგინა, რომ, ვინაიდან ქრისტეს აქვს ორი სრულყოფილი ბუნება - ღვთაებრივი და ადამიანური, შედეგად, ის ფლობს ორ ბუნებრივ სურვილს და ორ მოქმედ ენერგიას (ღვთაებრივსა და კაცობრივს), რასაც ადასტურებს თავად სახარებისეული მოთხრობა. ე.ი. ღმერთკაცის პიროვნებაში დაუზიანებლად შენარჩუნებულია ადამიანური და ღვთაებრივი ნება და მოქმედება.
წმინდა მამათა კრებამ დაგმო მონოთელიტების ქრისტოლოგია, რომ-ლის მიხედვითაც ქრისტეს აქვს მხოლოდ ერთი - ღვთაებრივი ნება, მოქმედება და არა ადამიანური ბუნება. თითქოს ქრისტე იმავდ-როულად არ არის სრული ადამიანი. მეექვსე კრებამ არსობრივად გაამართლა იერუსალიმის პატრიარქის წმ. სოფრონისა და განსაკუ-თრებით ღირსი მაქსიმე აღმსარებელის ბრძოლა და ღვთისმეტყველება მონოთელიტური ერესის წინააღმდეგ.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი (580-662) თავდაპირველად კონსტანტინო-პოლის მახლობლად არსებული ქრისპოლის მონასტრის იღუმენი იყო. მის მრავალწლიან საღვთისმეტყველო ბრძოლას "უმაღლესი საეკ-ლესიო იერარქია" სულაც არ უჭერდა მხარს - აღმოსავლეთის (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის) პატრიარქები მონოთელიტ იმპერატორ კონსტანტინე II - სთან (641-668) ერთად აღიარებდნენ ერესს.
ღირს მაქსიმეს არ ეკავა არავითარი განსაკუთრებული ადგილი საეკ-ლესიო იერარქიაში, უბრალო ბერი გახლდათ ხარისხის გარეშე. მან მარტომ წარმართა თავისი საღვთისმეტყველო პოლემიკა "ოფიცია-ლური ეკლესიის" წინააღმდეგ. წმინდა მაქსიმე იყო უდიდესი ღვთისმეტყველი, რომელმაც უკომპრომისო ბრძოლით გვიჩვენა სანიმუშო სიმამაცის მაგალითი, ხოლო თავისი მდიდარი შემოქ-მედებითი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მონოთე-ლიტური ერესის გაქარწყლებაში.
ღირსმა მაქსიმემ, თავის ერთგულ მოწაფესთან და თანამუშაკთან მღვდელ ანასტასისთან ერთად, მოიარა ყველა ადგილი კონსტან-ტინოპოლიდან რომამდე, რათა დაეცვა ჭეშმარიტება და ერესის კრებითი მხილებისთვის მიეღწია. ეს რომის კრებაზე მართლმადი-დებელი პაპის წმინდა მარტინე აღმსარებლის თავჯდომარეობით აღსრულდა. კონსტანტინოპოლში დაბრუნების შემდეგ წმ. მაქსიმე სასტიკად აწამეს - მოკვეთეს ენა და მარჯვენა ხელის თითები და მრავალი ტანჯვის, ტკივილის შემდეგ გადასახლებაში განუტევა სული. (გადმოასახლეს საქართველოში - მთარგმნ.). ის ვერ მოესწრო VI მსოფლიო კრებას, მაგრამ მისმა მართლმადიდებლურმა და ღვთივსულიერმა ღვთისმეტყველებამ კრების მოწვევისთვის მოამზა-და სათანადო ფუნდამენტი. უდიდესი ტანჯვა-წამება გადაიტანეს ღირსი მაქსიმეს თანამებრძოლმა, მღვდელმა ანასტასიმ და მისმა მოწაფეებმა: თეოდორემ, ევპრეპიოსმა და ანასტასი ბერმა. მათ ხსენებას ეკლესია 20 სექტემბერს აღნიშნავს.
როგორც VI მსოფლიო კრების სვინაქსარში ვკითხულობთ, კრებამ ერეტიკოსად სახელდვა შვიდი პატრიარქი, სხვა ეპისკოპოსები; ისინი, ვით ერეტიკოსები, ანათემას გადასცა, ხარისხი აყარა და განაძევა ქრისტეს ეკლესიისაგან. ესენი არიან:
● რომის პაპი გონორი (625-638).
● ოთხივე მსოფლიო პატრიარქი: კონსტანტინოპოლელი სერგი (610-638), პიროსი (638-641, 654), პავლე II (641-653) და პეტრე (654-666).
● ალექსანდრიის პატრიარქი კირი (630-642), ანტიოქიის პატრიარქი მაკარი (650-685).
● ეპისკოპოსები სტეფანე პოლიხრონელი და კონსტანტი.
კრებამ საზეიმოდ გაამართლა აწ გარდაცვლილი უბრალო ბერი მაქ-სიმე აღმსარებელი, რომელიც ბრალეულად ცნეს ერეტიკოსმა პატ-რიარქებმა და ეპისკოპოსებმა.
ყურადსაღებია, მეგობრებო, შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტი: VI მსოფლიო კრებამ ერთობ მნიშვნელოვანი განსაზღვრებები და განაჩენები უანდერძა მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას, რომე-ლიც, სამწუხაროდ, დღეს დავიწყებას მიეცა. კერძოდ: ეკლესია არა მხოლოდ პატრიარქის, ეპისკოპოსისა და სასულიერო პირებისაგან შედგება; მღვდელმთავრები ნამდვილად არიან ეკლესიის მმართველი პირები, მაგრამ ისინი უნდა გამოირჩეოდნენ მამობრივი და მოძღვრული სიყვარულით თავისი სამწყსოსადმი, რომელიც ასევე ეკლესიის, სამღვდელოების სრულფასოვანი თანამუშაკნი არიან. ეპისკოპოსებმა უნდა დაიცვან სამწყსო და უცვლელად გადმოგვცენ სახარებისეული, მოციქულებრივი და მამებისეული სწავლება. ეს გახლავთ მათი პირველი, მთავარი და უზენაესი მსახურება. სწორედ ამიტომ ეპისკოპოსის და არა მღვდლისა და დიაკონის ხელდასხმის დროს, ის ამბობს მრწამსს და პირობას დებს, რომ უცვლელად და წმინდად დაიცავს, შეინარჩუნებს და გადასცემს ეკლესიის სწავლებას. ამიტომაც ყოველი ღვთაებრივი ლიტურგიის კულმინაციის დროს განსაკუთრებულ ლოცვა-ვედრებას აღვავლენთ ეპისკოპოსისათვის (პატრიარქისათვის), რათა ღმერთმა მას მიჰმადლოს "მართლმკვე-თელობა სიტყვათა შენთა ჭეშმარიტებისათა". ამრიგად, ეპისკოპოსი ფლობს უპირატესობას, იკავებს ერთობ მაღალ და საპასუხისმგებლო მდგომარეობას, და უნდა იტვირთოს უნიკალური მისია ჩვენს ეკლესიაში.
მაგრამ, ამავე დროს, ისინი არიან ეკლესია-სხეულის წევრები, რომ-ლის თავი არის ღმერთკაცი იესო ქრისტე. თუ მათი ქმედება და სწავლება მიუღებელია ეკლესიის თავისთვის, არ შეესაბამება წმინდა მამების მიერ სულიწმიდით დადგენილს, მაშინ კრებითი გან-საზღვრებით ისინი განიკვეთებიან ეკლესიის სხეულისაგან, ვით უცხო წევრნი! დიახ! ეპისკოპოსიც, მთავარეპისკოპოსიცა და პატრიარქიც შეიძლება შეცდეს და მიეცეს საეკლესიო სამართალს.
მართლმადიდებელ ეკლესიაში არ ვაღიარებთ არანაირ პაპებს, ჩვე-ნთან არ არსებობს არანაირი პიროვნული უცდომელობა. ნებისმიერი მღვდელი თუ ეპისკოპოსი, გნებავთ პატრიარქიც, თუ მისი სიტყვა და საქმე არ შეესაბამება წმინდანთა გადმოცემას, მაშინ ის ეკლესიის სამართლებრივ დადგენილებას ექვემდებარება, რათა აცილებულ იქნეს მოსალოდნელი საფრთხე, რათა მან არ განავრცოს ცრუ ხედვა ქრისტეს სხეულის სხვა წევრებზე.
ჩვენი ეკლესიის ისტორია და სწავლება ცხადყოფს, რომ მისი ყველა წევრი საღვთისმეტყველო განათლებისა და მომადლებული ნიჭების შესაბამისად გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს. გვმართებს გამოვავლინოთ ინტერესი სარწმუნოებრივი საკითხების მიმართ და ვიბრძოლოთ მათთვის. თუ შესაბამისი ცოდნა და ნიჭი გაგვაჩნია, სიფხიზლისა და ცოდვის აცილების მიზნით, უნდა მივუთითოთ გადახრებზე სარწმუნოებრივ საკითხებში. ასე იქცეოდნენ წმინდანები ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში. ასე აკეთებდა ღირსი მაქსიმე აღმსარებელი. ამ უბრალო ბერმა, იმპერიის არა მხოლოდ საერო ხელისუფალი, არამედ თავისი ეპოქის პატრიარქები და ეპისკოპოსები უშიშრად ამხილა და გაწყვიტა საეკლესიო ურთიერთობა, ვინაიდან მათ დაარღვიეს და დაამახინჯეს მართლმადიდებლური სარწმუნოება. მათ, რა თქმა უნდა, თავიანთი კადნიერებისა და ფანატიზმის გამო ვერ შეინარჩუნეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. წმიდა მაქსიმემ შესანიშნავად იცოდა, რომ, პირველყოვლისა, საეკლესიო ხელისუფლებისადმი მორჩილება და თავმდაბლური ქმედება მართებდა. როგორც ყველა წმინდა მამა, ისიც იერარქიისადმი პატივისცემასა და კრძალულებას იჩენდა, მაგრამ, ამავე დროს ის ფლობდა განსჯის უნარს შეწინააღმდეგებოდა მათ, თუკი თავად განეშორებოდნენ ღვთაებრივ განგებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მოციქულებრივი პრინციპი: "ჯერ არს უპირველესად მორჩილება ღვთისა, ვიდრე კაცთა". მაშინ საჭირო იყო სარწმუნოების აღმსარებლობა, მტკიცე რწმენა და სიყვარული ღვთისა. პრინციპული და უკომპრომისო დგომა სარწმუნოებრივ საკითხებში ქმნის წმინდანებს.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რამაც აიძულა წმინდა მაქსიმე დაეწყო ბრძოლა. პირველი გადასახლების დროს დაკითხვაზე ერეტიკოსმა პატრიარქმა პეტრემ ღირს მაქსიმეს უთხრა: „შენ უბრალო ბერი ხარ და ეწინააღმდეგები მთელ ეკლესიას". წმინდა მაქსიმემ უპასუხა: "ქრისტე ღმერთმა კათოლიკე ეკლესია უწოდა ჭეშმარიტი და მაცხოვნებელი აღმსარებლობის შემცველს, დამტევს. ასეთი აღმსარებლობისთვის მან პეტრესაც უწოდა ნეტარი და ამ ჭეშმარიტებაზე აღგვითქვა მსოფლიო ეკლესიის დაფუძნება (მათ. 16. 17-18). მაგრამ მე მსურს მოვისმინო თქვენი აღმსარებლობის შინაარსი, რომლის საფუძველზეც, როგორც თქვენ ამბობთ, ურთიერთდაკავშირებულია ყველა ეკლესია. თუ ეს შინაარსი არ ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, მაშინ მეც არ უარვყოფ მას".
წმინდანის მტკიცე დგომას ჭეშმარიტებაში მოჰყვა მისი დევნა და მოწამეობა. საბოლოოდ შედგა მსოფლიო კრება, რომელმაც საზეიმოდ გაამართლა ღირსი მამა, რადგან ის თავის ღვთისმეტყველებაში ჭეშმარიტი სწავლებით ხელმძღვანელობდა.
VI მსოფლიო კრებაზე რომის პაპის კონორის, ხოლო V მსოფლიო კრებაზე რომის პაპ ვიგილის განკვეთა უტყუარი დასტურია იმისა, რომ პაპის უცდომელობის სწავლება არის სიცრუე ისტორიული თვალთახედვით. ეს გახლავთ მოგონილი დოგმატი, რომელიც 1879 წელს მიიღეს.
ძვირფასებო, მოდით, ყურადღება შემდეგ საკითხზეც გავამახვილ-ოთ: დედაეკლესაში ყოველ მის წევრს თავისი პირადი მსახურება გააჩნია და მოწოდებულია ღირსეულად აღასრულოს ის ღვთის მიერ მიმადლებული ნიჭის შესაბამისად. მაგრამ არსებობს ერთი საპა-სუხისმგებლო მსახურება, რომელიც ეკლესიის ყველა წევრს აქვს მიმადლებული პატრიარქით დაწყებული და რიგითი მორწმუნით დამთავრებული - ბრძოლა გარდამოცემული სარწმუნოების დაცვი-სათვის. 1848 წ. აღმოსავლეთის ოთხმა პატრიარქმა ერთობლივი, ისტორიული განცხადებით, მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით შეაჯამეს მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია და განა-ცხადეს: "ჩვენთან არც პატრიარქებს და არც კრებებს არასოდეს შეეძლოთ რაიმე სიახლის შემოტანა, რადგან ჩვენთან სარწმუნოების მცველი თავად ქრისტეს სხეულია ანუ თვით მორწმუნე ერის სისავსე".
VI მსოფლიო კრება მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისამებრ გვმოძღვრავს და მას, სამწუხაროდ ვივიწყებთ დღეს. მრავალი მორწმუნე შეცდომით მიიჩნევს, რომ ეკლესია მხოლოდ პატრიარქი და სასულიერო პირებია და რომ ისინი უცდომელად ასწავლიან და არ საჭიროებენ მცირეოდენ შენიშვნასაც სარწმუნოებრივ საკითხებში! მსგავსი მოსაზრება მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიისათ-ვის, ვინაიდან მას პაპისტურ ეკლესიოლოგიამდე მივყავართ. მხოლოდ რომის პაპი აცხადებს, რომ უცდომელად და მართებულად ასწავლის კათედრიდან ex cathedra! VI მსოფლიო კრებამ განაჩენი გამოუტანა შვიდ პატრიარქს, ბევრი რამ განსაზღვრა და განგვიცხადა.
ყური დავუგდოთ, - ამბობს კრება, ყველა ჩვენგანისთვის კრიტერ-იუმი, ჭეშმარიტად მართლმადიდებლურად რომ ვიაზროვნოთ, გახლავთ ეკლესიის ტრადიციის დაცვა. არავინაა უცდომელი სარ-წმუნოებრივ საკითხებში, არავინ დგას მსოფლიო კრებების გადა-წყვეტილებაზე მაღლა. საბრალოა ის, ვინც სისტემატურად უგუ-ლებელყოფს წმინდანთა ტრადიციას და ამახინჯებს მას, ვინც არ უნდა იყოს იგი - მღვდელი, ეპისკოპოსი თუ პატრიარქი!
გევედრებით, გულმხურვალე ლოცვა აღვავლინოთ, ძვირფასებო, VI მსოფლიო კრების ღვთივგანბრძნობილი მამებისათვის, რათა უფალმა ყველანი განგვანათლოს და უცვლელად დავიცვათ ჩვენი წმინდა სარწმუნოებრივი მემკვიდრეობა.
პროტოპრესვიტერი ანასტასი ნგოცოპულო
პატრანის წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი
Xareba.net - ის რედაქცია