ყრმობიდანვე შთააგონეთ შვილებს მართლმადიდებელი ეკლესიის სიყვარული
ბავშვის გული რბილი სანთლის მსგავსია, რომელიც მშობლებს შეუ-ძლიათ დაამუშაონ საკუთარი შეხედულებების მიხედვით. ისურვებენ მისგან კეთილი ადამიანის შექმნას? - პირველი დღეებიდანვე ჩაუ-ნერგონ კეთილი ზნე. დროის დაკარგვის შემთხვევაში ბავშვი მოექცევა ბოროტების გავლენის ქვეშ. უგუნურება კი გამოუსწორებელია. როგორც ვერ გაასწორებ მრუდე ხეს, ისე ვერ გამოიყვან უგუნური, ბოროტი, გახრწნილი ყმაწვილისაგან მაღალი ზნეობის ადამიანს. ეს უკვე ადამიანურ ძალებს აღემატება და ღვთის განსაკუთრებული მადლის საქმეა.
მაშ ასე, გაუფრთხილდით თქვენი ბავშვების პირველდაწყებით აღზ-რდას. თავიდანვე ასწავლეთ ბავშვებს ღვთისა და მოყვასის სიყ-ვარული. დაე, თქვენი ბავშვების პირველი სიტყვები იყოს ღმერთი და სიყვარული, ხოლო პირველი მეცადინეობა - ლოცვა.
ყრმობიდანვე ჩააგონეთ შვილებს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი სწავლების სიყვარული. ეკლესია შენი და შენი შვილების დედაა. მიაჩვიეთ ბავშვები მარხვასა და თავშეკავებას. ნუ იფიქრებთ, რომ სამარხო საჭმელი, როგორც მცირე კვებითი ღირებულების მქონე, მავნეა თქვენი შვილებისათვის.
შეხედეთ ღვთის სათნომყოფელებს და დაინახავთ, რომ მარხვის წყა-ლობით, ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ ჯანმრთელობით და უმტკივნეულოდ აღწევდნენ სიბერეს. შემდეგ შეხედეთ ადამიანს, რომელიც თვლის სამარხო საჭმელს ჯანმრთელობისთვის მავნედ და ამიტომ მუდმივად ხმარობს ცხოველურ ნაწარმს. თქვენ იშვიათად ნახავთ, რომ ასეთი ადამიანი ფლობდეს სრულ ჯანმრთელობას. პირიქით, ის უჩივის კუჭის ტკივილს და ჰაერის უკმარისობას.
მაშასადამე, ყრმობიდანვე მიაჩვიეთ ბავშვები თავშეკავებას.
თავიდანვე მიაჩვიეთ ბავშვები ღვთის ტაძარში გაცდენების გარეშე სიარულს. იქ მაღალი ზნეობის თესლებია, რომლებიც ჩაითესება რა ოჯახში, თქვენი ბავშვის გულში გაღვივდება, გაიზრდება და მოგვცემს კეთილ ნაყოფს.
როცა, ღვთის შეწევნით, თქვენს ბავშვებს სკოლაში გაუშვებთ, ნუ იფ-იქრებთ, რომ თქვენი მონაწილეობა მათ აღზრდაში ამით დამთავრდა. იცოდეთ, რომ სკოლა მხოლოდ მაშინ მოუტანს თქვენს ბავშვებს სასურველ სარგებელს, როცა ოჯახი მოამზადებს ბავშვთა გულებს სკოლაში შესასწავლი ღვთივსათნო და სასარგებლო ცოდნის აღქ-მისათვის; როცა ოჯახი მხარს დაუჭერს და განამტკიცებს ბავშ-ვისათვის სკოლაში მიწოდებულ ქრისტიანულ სწავლებას.
ყმაწვილობიდანვე მოარიდეთ შვილებს ყოველგვარი საცდური, რომ-ელმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უბიწოება და გახრწნას ნორჩი გულები.
გახსოვდეთ რომ, რასაც თქვენი შვილები ისწავლიან ბავშვობაში, ყვე-ლაფერი ეს რჩება მათთან მთელი ცხოვრების განმავლობაში, მიჰ-ყვებათ საიქიო ცხოვრებაში და იქ მრისხანე მსაჯულის საყდრის წინ დაამოწმებენ თქვენს შესახებ, რომ ბოროტად არ გამოგიყენებიათ მშობლის უფლება და მოვალეობა.
ბავშვებს ლოცვა საკუთარი მაგალითით უნდა ვასწავლოთ
მამებო და დედებო! იზრუნეთ, რომ როგორც კი თქვენი შვილები და-იწყებენ სიტყვების წარმოთქმას, უკვე იცოდნენ რამოდენიმე საღვთო სიტყვაც.
ყოველ დილა - საღამოს მიეჩვიონ პირჯვრის გამოსახვასა და ლოცვ-ას, რამდენსაც შეძლებენ ორი-სამი მუხლმოდრეკაც საკმარისი იქნება. მთავარია მშობლები ასწავლიდნენ ბავშვებს ლოცვას საკუთარი მაგალითით. ბავშვები მეტად მიმბაძველნი არიან. ვაი, იმ მშობლებს, ვისგანაც ბავშვები მხოლოდ ცუდს სწავლობენ! ღვთის წინაშე ისინი საშინლად აგებენ პასუხს.
ვაი იმ მამას, რომლისგანაც შვილი გადაიღებს მხოლოდ ბილწსიტყ-ვაობას, ხოლო ლოცვას - არცერთს! ვაი იმ დედას, ვისგანაც მისი ქალიშვილი ისწავლის მხოლოდ უსირცხვილო სიმღერებს, ხოლო ყველაზე აუცილებელი ლოცვების დასწავლისათვის არ იზრუნებს! ახლა ასეთი აღზრდა, სამწუხაროდ, არაა იშვიათი.
ამჟამად აქებენ არა იმ ვაჟს, რომელიც ხშირად დადის ტაძარში და იცის ბევრი ლოცვა, არამედ იმას, რომელსაც შეუძლია სხვების სიტყვაში მოგება, გამოლანძღვა, დაცინვა, წყენინება, ახლა ქებაშია არა თავმდაბალი, წყნარი და მორცხვი გოგონა, არამედ ენაწყლიანი, ჩქარი და სიმღერების კარგად მომღერალი... საბრალო აღზრდა! შეძლებენ კი მათი მშობლები აგონ პასუხი შვილების ასეთი აღზრდისათვის?!
შვილების მორჩილება მშობლებისადმი
ვაჟებო და ქალიშვილებო! მხოლოდ მაშინ გაიგებთ მშობლიური სიყ-ვარულის ძალას, ამ წმიდა გრძნობას, როცა, ღვთის შეწევნით, თავად გახდებით მშობლები. მხოლოდ მაშინ მიხვდებით, როგორი მზრუნველობა და შრომაა საჭირო თქვენი აღზრდისათვის, როგორ ტკივილს აყენებს მშობლებს თქვენი ავადმყოფობა, როგორი ღრმა მწუხარება გადააქვთ მათ, როდესაც საკუთარ შვილებს დასტირიან. მაშინ იგრძნობთ, როგორი გახარებული და ბედნიერია მშობლები თქვენი წარმატებისა და კეთილი ქცევის შემყურე. მაშინ დარწ-მუნდებით, რომ საკუთარი შვილების ღვთისმოსავობა, სიკეთე და პატიოსნება არის ის ბედნიერება, რომელიც ეხმარება ადამიანს ცხოვრებისეული სიძნელეების გადატანაში.
ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ ის, რომ მშობლიური მზრუნველობ-ის, ალერსისა და სიყვარულის ნაცვლად მიიღოთ შვილებიდან გულცივობა, ურჩობა, ფარულობა, სიუხეშე და სიჯიუტე. აი, უბედურება, რომელსაც ჭეშმარიტად შეიძლება ვუწოდოთ ღვთის სასჯელი. კეთილი მამა მზადაა ყველაფერი გასცეს - წოდება, პატივი, სიმდიდრე, ოღონდ კი მის სანაცვლოდ მიიღოს საკუთარი შვილის გამოსწორების სიხარული, თუ ისინი, საუბედუროდ, დაავადნენ ურწმუნოებით, მიეცნენ მანკიერებებს და გახდნენ ოჯახის შემარ-ცხვენლები, საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის მტრები.
განა ბევრია ჩვენს დროში საკუთარი შვილებით ბედნიერი მშობელი? იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველასაგან ისმის საყვე-დური ბავშვების უპატივცემულობასა და ურჩობაზე, ბავშვური გულ-წრფელობის უქონლობაზე.
ხშირად შეხვდებით ამჟამად ბავშვებსა და მოზარდებში ისეთ ძლიერ და ბავშვურ რწმენას ღვთისას; ისეთ მონდომებას ლოცვისა და ღვთის ტაძარში სიარულისადმი; ისეთ პატივისცემას ეკლესიის მსახურთა და სარწმუნოების მოძღვართადმი, ისეთ სიყვარულსა და მორჩილებას მშობლებისადმი; ისეთ პატივისცემას უფროსებისადმი, ისეთ გულის უმანკოებასა და ზნეობრივ სიწმინდეს, რომლებიც უნდა შეადგენდნენ ახალგაზრდობის ძვირფასს საგანძურს - რომელთაც მოაქვთ ბედნი-ერება, როგორც ბავშვებისა, ასევე მშობლებისათვის და რომელთა გარეშე სიყმაწვილე კარგავს თავის სიმშვენიერესა და მიმზიდველ-ობას?
გააცნობიერეთ და დააფასეთ მშობლების თქვენდამი სიყვარული. გა-დაუხადეთ მათ მზრუნველობისათვის - მორჩილებით, ალერსისთვის - გულწრფელობით; გაახარეთ და გააბედნიერეთ ისინი ღვთივსათნო ცხოვრებითა და საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულებით.
თქვენივე ბედნიერებისათვის იყავით მშობლებთან გულწრფელნი. მათი ნებართვის, რჩევისა და თანხმობის გარეშე ნურაფერს გაა-კეთებთ. ნუ ენდობით მხოლოდ საკუთარ ძალებს. შეამოწმეთ საკუთარი შეხედულებები და მტკიცებანი პატიოსანი და გამოცდილი ადამიანების რჩევებით.
"შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქუენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალი." (ეფეს. 6.1).
"შვილნი დაემორჩილენით მამა-დედათა თქუენთა ყოვლითავე, რამ-ეთუ ესე არს სათნო უფლისა მიერ." (კოლ. 3.20).
არ დაგავიწყდეთ! როგორადაც მოეპყრობით თქვენს მშობლებს, ისე-ვე მოგექცევიან თქვენი შვილები.
Xareba.net - ის რედაქცია