ინგლისის სახალხო გალერეაში ჰკიდია ორი პორტრეტი. მათი ისტ-ორია უნიკალურია. აი რა გვიამბო მხატვარმა, რომელმაც დახატა ეს პორტრეტები.
- როდესაც დამებადა აზრი ანგელოზის დახატვისა, მღვდლისგან ავიღე კურთხევა და დავიწყე იმ პიროვნების ძებნა, რომელიც შესაფერისი იქნებოდა ანგელოზის სახისათვის. მე დავდიოდი საბავშვო ბაღებში, ქუჩებში, ყველგან სადაც კი მშობლებს დაჰყავთ ბავშვები, მაგრამ შესაფერის სახეს ვერ ვპოულობდი.
ერთხელ ქალაქის მიყრუებულ ქუჩაში ჩამოვჯექი დასასვენებლად. ჩემს წინ თმახუჭუჭა ბავშვი თამაშობდა სილაში. როდესაც თავი ასწია და გამიღიმა, ტანში ჟრუანტელმა გამიარა - ის ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა.
- ბიჭუნა, შენ ჰგავხარ ღვთის ანგელოზს და მსურს დაგხატო - ვუ-თხარი მე. ბიჭუნა სიხარულით დამთანხმდა.
ჩემმა ნაშრომმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა სახალხო გალე-რეაში. მე მივიღე ჯილდო და დიდი სულიერი სიხარული.
მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მე გავითქვი სახელი, ჩემს ნაშ-რომს კი დიდი წარმატება ჰქონდა.
და აი დამებადა აზრი: დამეხატა ეშმაკი. დავიწყე შესაფერისი პირ-ოვნების ძებნა. დავდიოდი ქუჩებში, ლუდხანებში და ა.შ. მაგრამ შესაფერისი სახე ვერ ვიპოვე. შემდეგ ნება დამრთეს პატიმრები მომენახულებინა, თუმცა მაინც უკმაყოფილების გრძნობა მქონდა. ბოლოს ციხის უფროსმა მითხრა:
"ჩვენთან არის ერთი ადამიანი, იგი სიკვდილმისჯილია, მას აღარ გააჩნია ადამიანური გრძნობები - ის მხეცია ადამიანის სახით, იგი აგრესიულია და გაღიზიანებული!"
მე დავინტერესდი და ვთხოვე, ეჩვენებინათ პატიმარი. ჩვენ ჩავედით ციხის იმ ნაწილში, სადაც მზის შუქი თითქმის არ აღწევდა. გაიღო ციხის კარები და უცებ შევკრთი. მე მიყურებდა ნამდვილი ეშმაკი. ის ბილწსიტყვაობდა და ღრიალებდა. როცა გონს მოვეგე, შეშინებული ხმით ვუთხარი:
- მაპატიეთ, რომ დავარღვიე თქვენი მყუდროება. კვლავ გაისმა გი-ნება. მე განვაგრძე - მხატვარი ვარ და უნდა დავხატო ეშმაკი. ვეძებ შესაბამის პიროვნებას. წინადადება დამთავრებული არ მქონდა, რომ პატიმარი მიწაზე დაეცა და ტირილი დაიწყო. ყველა შოკირებული იყო. პატიმარმა კი ასეთი ამბავი გვიამბო:
- მრავალი წლის წინ, ჩემს ბავშვობაში სილაში ვთამაშობდი, მოვიდა მხატვარი და მითხრა, რომ მსურს ანგელოზის დახატვა და დახატა კიდეც ჩემი სახე. და აი დღეს, მრავალი წლის შემდეგ, თქვენ მოხვედით ჩემი სიკვდილის წინ, რათა დახატოთ ეშმაკი!
მე ვიყავი მორცხვი ბიჭუნა, კარგი ყოფაქცევის. ყმაწვილობის მიჯ-ნაზე ვერც შევამჩნიე, როგორ მომეპარა საცდური. ცოტას ვიგემებ, ცოტას ავიღებ, ცოტას მოვიტყუებ, ასე შემითრია ამ ცოტამ ცუდ ცხოვრებაში. ცოლს ვღალატობდი, ვიპარავდი, გავხდი დაუნდობელი, შევიცანი მამაკაცური "სიამოვნებანი". სულ უფრო ღრმად ვეფლობოდი არაადამიანურ თვისებებში. მე დავცინოდი კეთილსინდისიერ, პატიოსან ადამიანებს. ერთხელაც კაცი მოვკალი და სისხლის გემო გავიგე. მხეცის მსგავსად მოვსპე ჩემში სინდისი, ღირსება, სიკეთე და სხვა ზნეობრივი თვისებები. როდესაც მივხვდი, რომ თავს ვერ დავაღწევდი ამ მდგომარეობას, ჩემს ბნელ საქმიანობაში გამოუცდელი და დამყოლი ახალგაზრდები ჩავითრიე. მე შურს ვიძიებდი ყველა ზნეობრივ ადამიანზე. ჩემმა სახემ დაიწყო ცვლილება. სხეული კი ქვის მონუმენტს დაემსგავსა. მრუშობის ეშმაკი არ მასვენებდა. მე ვერ ვიკმაყოფილებდი თავს და ვიგონებდი ათასგვარ გარყვნილებას. მრუშ სურათებს ვაქვეყნებდი ჟურნალ - გაზეთებში და დიდ ჰონორარებსაც ვიხდიდი, რათა გამეხრწნა საზოგადოება.
ჩვენ ვიცოდით, რომ ვემსახურებოდით ეშმაკს. და აი, მე აქ ვარ. ღმერთს რომ არ მოეყვანეთ აქ, მე სიკვდილის მიჯნაზეც ვერ შევიგრძნობდი ჩემს დაცემას. მე არ ვიცოდი რა იყო ტანჯვა, ახლა კი ვიტანჯები. მე ვგრძნობ, რაოდენ დიდია ჩემი დაცემა. ოჰ, ღმერთო, რა დიდხანს ითმენდი ჩემს უსჯულოებას! ჰოი, ეშმაკის ხრიკებო, რა მოხერხებულად გამაბით თქვენს მახეში! მაგრამ ახლა ჩემი სული გათავისუფლდა თქვენი ტყვეობიდან. მე ეს ვიგრძენი. უნდა შევინანო, მე მჭირდება აღსარება.
სულ უფრო დაბალი ხდებოდა პატიმრის ხმა. ღვთის შეწევნით ცო-დვილმა მოინანია თავისი შეცოდებები. მე კი დავხატე მისი პორტრეტი და დავარქვი "ეშმაკი".
ეს ორი პორტრეტი ბევრ რამეს გვასწავლის. ყველა კეთილსინდისი-ერ ადამიანს სახეც მშვენიერი აქვს. ბოროტ ადამიანს კი ადამიანური სახე ეკარგება. ღვთის ხატება გარდაიქმნება მხეცად. იოლია დაჰყვე ცდუნებას, ხოლო სიკეთისა და სიმართლის მსახურება ძნელია. იგივე დაემართა გაამაყებულ ანგელოზს, რონელმაც ღმერთზე მაღლა მოინდომა დადგომა. იგი გადაიქცა დემონად და ღმერთმა განაგდო სამოთხიდან.
Xareba.net - ის რედაქცია