საკონცენტრაციო ბანაკი
1917 წლის ოქტომბრის სოციალისტურმა რევოლუციამ, თავისუფლების მონიჭების ნაცვლად, არნახულ გიგანტურ რეპრესიებს დაუდო სათავე. მილიონობით ადამიანი აჩრდლილივით გაქრა ცეცხლში ტოტალიტარული ტერორისა, რომელიც ათობით წელიწადი გრძელდებოდა.
„ქვეყანა ეკლიანი მავთულების მიღმა", „ქვეყანა რკინის ფარდის მიღმა" - ასე უწოდებდნენ მთელ მსოფლიოში საბჭოთა კავშირს. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ეს სიმართლეს შეესაბამებოდა. საბჭოთა ხელისუფლების შექმნის შემდეგ ჩნდებოდა საკონცენტრაციო ბანაკები. ლენინი ერთ-ერთ ტელეგრამაში ვინმე ე.ბოშს სთავაზობდა: „გაატარე დაუნდობელი მასშტაბური ტერორი კულაკების, სასულიერო პირებისა და თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. საეჭვო პირები საკონცენტრაციო ბანაკებში განათავსეთ".
უკვე 1918 წლიდან სსრკ ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება „იძულებითი სამუშაო ბანაკების" შექმნის შესახებ, რომელშიც პირველად გაიჟღერა აზრმა, რომ ბანაკებისა და ადმინისტრაციის ხარჯების უზრუნველყოფა პატიმრების იძულებითი შრომის შედეგად უნდა განხორციელებულიყო. შემდგომში საკონცენტრაციო ბანაკების სისტემა პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პლაცდარმი გახდა. რამდენად მოსწონდა ეს ხალხს, არავინ კითხულობდა.
1930 წლის 25 აპრილს ჩამოყალიბდა ბანაკების მმართველობითი სისტემა (гулаг), რომელიც საკონცენტრაციო ბანაკების ქსელს კურირებდა.
გულაგი საბჭოთა კავშირის ფარგლებში უზარმაზარ „იმპერიას" წარმოადგენდა, რომელიც 53 საკონცენტრაციო, 425 გამოსასწორებელ-სამუშაო, 172 სამეურნეო-მშენებარე ბანაკისა და 50 არასრულწლოვანთა კოლონიისაგან შედგებოდა.
მხოლოდ ყაზახეთის საბჭოთა რესპუბლიკა ითვლიდა ათეულ საკონცენტრაციო ბანაკს, რომლებიც თავის მხრივ განყოფილებებად იყოფოდა. გთავაზობთ ძირითადი ბანაკების ჩამონათვალს: აქტიუბინსკლაგი, დალღლაგი №11, ერმაკოვლაგი, ატბასარლაგი, ყაზლაგი, ყარაგანდჟილსტროილაგი, გულჯლაგი, ყარლაგი, კიმპერსაისკლაგი, მაიკაინკლაგი, პავლოდარლაგი, პრორვლაგი, სარანლაგი, სტეპლაგი, ალჟირი, ჯეზყაზგანლაგი და სხვა.
1933 წლის 1 იანვრის სტატისტიკური მონაცემებით გულაგში სასჯელს იხდიდა 1 317 195 პატიმარი, მათ შორის 11 723 ქართველი.
Xareba.net - ის რედაქცია