კითხვა: ზოგიერთი მართლმადიებელი გამოთქვამს აზრს, რომ გარ-დამოცემა კვდება თუკი არ ხდება მისი განახლება, რომ საკუთრივ გარდამოცემა არ მოიაზრება განახლების გარეშე. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
პასუხი: განახლებასა და „განახლება - გაუმჯობესებას" შორის არის დიდი განსხვავება. გარდამოცემის ნამდვილი განახლება მოხდა წმიდანების, ეკლესიის ღვთივსულიერი და ღმერთშემოსილი მამებისა და ეკლესიის საყოველთაო და ადგილობრივი კრებების მიერ. თითოეული მათგანი მყარად იდგა სახარების მარადიულ ჭეშმა-რიტებაზე. მის ფორმას კი განაახლებდნენ სახარებისეული ჭეშმარი-ტების შეუცვლელად, მათი ეპოქის ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი და გასაგები ენით. ისინი არ შეხებიან სახარებისეული და მოცი-ქულებრივი სწავლების არსს, მაგრამ განმარტეს ის და ორგანულად დაუკავშირეს თავიანთ ეპოქას.
„განახლება - გაუმჯობესების" მცდელობები ჰქონდათ ერეტიკოს-ებსაც, რომლებიც მოკვეთილნი არიან ეკლესიის სხეულისგან და ამდენად, მოცილებულებიც ღვთის მადლს. ისინი მოიხიბლნენ და შეცვალეს სარწმუნოების ჭეშმარიტება. ამ სახის „განახლება" როგორც უკურნებელი სენი (კიბო) ისე განაგდო ეკლესიამ თავისი ჯანსაღი და წმიდა სხეულიდან.
მოვიყვან ერთ მაგალითს: I მსოფლიო კრების წმიდა მამებმა ფილო-სოფიური ტერმინი „ერთარსი" გამოიყენეს როგორც ეკლესიის მარადიული ჭეშმარიტების გამომხატველი და მასთან თანხმობაში მოსული. მაშასადამე, როგორც კარგი განახლება იგი მიიღო ეკლესიამ. არიოზის არაქრისტიანული სწავლების ფილოსოფიამ კი, პირიქით, გაიარა და ჩაესვენა, როგორც სარწმუნოებასთან უთანხმოებაში მყოფი, როგორც ცუდი განახლება.
როდესაც დღეს განახლებად წოდებულ თეოლოგიურ წყობას ვაკრ-იტიკებთ, ვფიქრობთ, რომ გარდამოცემის განახლების მოთხოვნა წარმოადგენს მისი ძირეული არსის ცვლილებას.
მაგონდება გამოჩენილი და პატივცემული მოძღვრის, მართლმადი-დებელი ღვთისმეტყველის გამონათქვამი: „ყოველთვის, როცა რაიმეს ვწერ, ვსვამ კითხვას - გამოხატავს თუ არა ის ჩემი ქვეყნის ხალხის რწმენას და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მას გამოხატავს, ვაქვეყნებ". ნეტარი, ბრძენი და წმიდა არქიმანდრიტი მამა იუსტინე პოპოვიჩიც ასე წერდა თავის სულიერ შვილებს (ამჟამად სერბეთის ეკლესიის გამოჩენილ ეპისკოპოსებს), რომლებიც მაშინ ათენში სწავლობდნენ:
„რასაც გწერთ, შეადარეთ წმიდა მამების ნათქვამს და თუკი ნახავთ, რომ თანხმობაშია მასთან, მაშინ მიიღეთ". ეს არის მართლმა-დიდებლური სიმდაბლე, რომელიც იზიდავს ღვთის მადლს და გამოაჩენს ჩვენი წმიდა გარდამოცემის ნამდვილ მოწამეებსა და განმაახლებლებს. (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან „ეკუმენიზმი და ეკუმენური მართლმადიდებლობა"