კითხვა: როგორ არის ნათქვამი წმინდა წერილში წმიდა სამების შესახებ?
პასუხი: უმთავრესი გამონათქვამი ახალი აღთქმიდან შემდეგია: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა" (მათე, 28, 19); "რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან" (1 იოანე, 5, 7). (გაგრძელება იქნება...)