კითხვა: რაზეა საუბარი "მრწამსის" თითოეულ წევრში ცალკე აღებ-ულად?
პასუხი: პირველ წევრში, თავდაპირველად, საუბარია ღმერთზე, გა-ნსაკუთრებით წმიდა სამების პირველ ჰიპოსტასზე - მამა ღმერთზე - და ღმერთზე, როგორც სამყაროს შემოქმედზე.
მეორე წევრში - წმიდა სამების მეორე ჰიპოსტასზე - იესო ქრისტეზე, ძე ღვთისაზე.
მესამე წევრში - ძე ღვთისას განკაცებაზე.
მეოთხე წევრში - იესო ქრისტეს ვნებასა და სიკვდილზე.
მეხუთე წევრში - იესო ქრისტეს აღდგომაზე.
მეექვსე წევრში - იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებაზე.
მეშვიდე წევრში - ამქვეყნად იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაზე.
მერვე წევრში - წმიდა სამების მესამე ჰიპოსტასზე - სულიწმიდაზე.
მეცხრე წევრში - ეკლესიაზე.
მეათე წევრში - ნათლისღებაზე, რომელშიც სხვა საიდუმლონიც იგუ-ლისხმება.
მეთერთმეტე წევრში - მკვდრების მომავალ აღდგომაზე. (გაგრძელება იქნება...)